შინაარსზე გადასვლა

ბრძანებითი წინადადება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრძანებითი წინადადებაწინადადების ერთ-ერთი სახე, რომელიც მოითხოვს მთქმელის ნება–სურვილის შესრულებას. ბრძანებითი წინადადება შინაარსისა და წარმოთქმის მიხედვით მრავალფეროვანია. იგი გარდა საკუთრივ ბრძანებისა შეიძლება გამოხატავდეს მოწოდებას, თხოვნას, დალოცვას, წყევლას, გაფრთხილებას, გამხნევებას, მიწვევა-მიპატიჟებას, რჩევა–დარიგებას, აკრძალვას.. იგი ძირითადად ორგვარია: წართქმითი და აკრძალვითი.

ბრძანებითი წინადადება აკრძალვითია, თუ წინადადებაში არის უარყოფითი ნაწილაკები ნუ ან არ, ცალკე ან ამ ნაწილაკის შემცველი სიტყვები: ნუღარ, ნურსად, ნურვინ, არსად, არვინ და სხვ. აკრძალვითი ბრძანებითი წინადადება ორგვარია: ნუ ნაწილაკიანი და არ ნაწილაკიანი.

ბრძანებითი წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი დაისმის.