რთული წინადადება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რთულია წინადადება თუ იგი შედგება ორი ან მეტი მარტივი თუ შეწყმული წინადადებისაგან. მაგალითად: გამოზაფხულდა, გათბა დღე, შემოგვეხიზნენ მერცხლები – ეს რთული წინადადება შედგება სამი მარტივი წინადადებისაგან. არსებობს ორი სახის რთული წინადადება: თანწყობილი და ქვეწყობილი თანწყობილი წინადადება შედგება სინტაქსურად თანასწორი წინადადებებისგან. ქვეწყობილი წინადადება შედგება სინტაქსურად არათანასწორი წინადადებებისგან, რომელთაგან ერთი მთავარია, მეორე – დამოკიდებული. რთული ქვეწყობილი წინადადების კომპონენტთა შეერთება შეიძლება საკავშირებელი სიტყვების მეშვეობითაც და უკავშიროდაც. კავშირიანი შეერთების დროს გამოიყენება:

(1.) მაქვემდებარებელი კავშირები, (2.) მიმართებითი ნაცვალსახელები, (3.) მიმართებითი ზმნიზედები. ფუნქციის მიხედვით დამოკიდებულ წინადადებათა კლასიფიკაცია ხდება იმის გათვალისწინებით, თუ რა როლს ასრულებს ის მთავართან მიმართებით, ფუნქციურად მიემართება ის მთლიანად მთავარს (მთავრის მიმართ დამოკიდებული: პირობითი, შედეგობითი...) თუ მთავრის რომელიმე წევრს (ქვემდებარული, პირდაპირდამატებითი, ირიბდამატებითი, განსაზღვრებითი, ადგილის გარემოებითი