შემასმენელი
Jump to navigation
Jump to search
შემასმენელი – წინადადების ძირითადი წევრი, რომელიც გადმოსცემს ქვემდებარის მოქმედებას ან მდგომარეობას. ქართულ ენაში შემასმენელი გამოიხატება ზმნით ან ზმნის და სახელის შეერთებით. შემასმენელი შესაძლოა იყოს მარტივი და შედგენილი. მარტივი შემასმენელია ზმნა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს ნაწილაკიც და მეშველი ზმნაც. შედგენილი შემასმენელი შეიცავს ზმნას და მასთან მიერთებულ სახელს.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 708.
|