განსაზღვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

განსაზღვრება ჰქვია წინადადების არამთავარ წევრს, რომელიც ახლავს არსებით სახელს და საგანს რაიმე ნიშნის მიხედვით ახასიათებს, განსაზღვრავს. იგი გადმოიცემა:

განსაზღვრება და მისგან განსაზღვრული სახელი ერთმანეთის მსაზღვრელ-მსაზღვრულია.

გასაზღვრების კითხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსაზღვრების კითხვებია: როგორი? რომელი? რამდენი? სადაური? როდინდელი? ვისი? რის? მაგალითები:

  • როგორი? – ბუხარში ნელი ცეცხლი ენთო.
  • რომელი? – აყვავდა ბაღში თეთრი ალუჩა.
  • რამდენი? – ლოდზე ორი მწყემსი იჯდა.
  • სადაური? – საიდანღაც მოიტანეს სვანური ჭიანური.
  • როდინდელი? – მას გუშინდელი ამბავი ვუამბე.
  • ვისი? – მამამ ისევ თავისი საქმე განაგრძო.
  • რის?მთის ფერდობზე აყვავდა ია.

განსაზღვრება ფორმის მიხედვით ორგვარია: შეთანხმებული და მართული.

შეთანხმებული განსაზღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეთანხმებულია განსაზღვრება, თუ მისი ბრუნვის (და რიცხვის) ფორმა დამოკიდებულია საზღვრული სახელის ბრუნვის რიცხვსა (და სახელის) ფორმაზე. მაგალითად ვამბობთ: ხმელი წიფელი, ხმელმა წიფელმა, ხმელო წიფელო.

განსაზღვრება, რომელიც აქ ზედსართავი სახელითაა გადმოცემული, ეთანხმება საზღვრულ არსებითს ბრუნვაში. განსაზღვრება საზღვრულ სახელს ზოგჯერ შეიძლება შეეთანხმოს მრავლობით რიცხვშიც. მაგ: დაღამდა, წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა.


მართული განსაზღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართულია განსაზღვრება, რომელიც არსებითი სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმით არის გადმოცემული (უთანდებულოდ) და აღნიშნავს კუთვნილებას, ან მასალას, ან კიდევ დანიშნულებას: მეგობრის(კუთვნილება) წიგნი, აგურის (მასალა) სახლი, სუფრის(დანიშნლება) კოვზი.

განსაზღვრება დღევანდელ ქართულში ჩვეულებრივ საზღვრული სახელის წინ დგას, მაგრამ ზოგჯერ (უფრო ლექსებში) ის საზღვრულის შემდეგ დგას.

განსაზღვრების საზღვრულთან შეწყობის წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსაზღვრების საზღვრულთან შეწყობის წესებია: 1. ბოლოხმოვნიანი სახელით გადმოცემული განსაზღვერება, რომელიც საზღვრულის წინ დგას, დღევანდელ ქართულში ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს:

  • სახ. – მწვანე მინდორი
  • მოთხ. – მწვანე მინდორმა
  • მიც. – მწვანე მინდორს
  • ნათ. – მწვანე მინდვრის
  • მოქ. – მწვანე მინდვრით
  • ვით. მწვანე მინდვრად
  • წოდ. მწვანე მინდორო

2. ბოლოთანხმოვნიანი სახელით გადმოცემული წინ მდგომი განსაზღვრება ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს სახელობითში, მოთხრობითში და წოდებითში.

3. I და II პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელებით გადმოცემულ განსაზღვრებას უნდა დაერთოს ს მიცემითსა და ვითარებითსი: ჩემ მეგობრად, შენს მეგობარს და ა. შ.

4. საკუთარი სახელი სგანსაძღვრებას გამოყენებული ბოლოთანხმოვნიანი არსებითი სახელი ბრუნვის ნიშნებს დაირთავს სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში, დანდაჩენ ოთხ ბრუნვაში ფუძის სახით არის წამოდგენილი. მაგ:

  • მეგობარი ვახტანგი
  • მეგობარმა ვახტანგმა
  • მეგობარ ვახტანგს
  • მეგობარ ვახტანგის
  • მეგობარ ვახტანგით
  • მეგობარ ვახტანგად
  • მეგობარო ვახტანგ

5. ბოლოხმოვნიანი სახელით გადმოცემული განსაზღვრება, რომელიც საზღვრუი სახელის შემდეგაა, დაირთავს ბრუნვის ნიშნებს.

6.გათიშული განსაზღვრება დაირთავს ბრუნვის ნიშნებსმაშინაც, როცა ის უსწრებს საზღვრულ სახელს.

7. მართულია განსაზღვრება, რომელიც საზღვრულის წინ დგას, არ იცვლება.