შინაარსზე გადასვლა

ბლანტირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბლანტირე
ინგლ. Blantyre
ქვეყანა მალავის დროშა მალავი
რეგიონი მალავის სამხრეთი რეგიონი
რაიონი ბლანტირეს რაიონი
კოორდინატები 15°47′10″ ს. გ. 35°00′21″ ა. გ. / 15.78611° ს. გ. 35.00583° ა. გ. / -15.78611; 35.00583
დაარსდა 1876
ფართობი 228 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1039
მოსახლეობა 732 518 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 3212,80 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
ბლანტირე — მალავი
ბლანტირე

ბლანტირე (ინგლ. Blantyre) — მალავის საფინანსო და სავაჭრო ცენტრი, მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი ქვეყანაში, დედაქალაქ ლილონგვეს შემდეგ. მალავის სამხრეთი რეგიონის და ბლანტირეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი ტელეკომპანია Malawi Broadcasting Corporation-ის (MBC) შტაბ-ბინა, მალავის უზენაესი სასამართლო, რამდენიმე კოლეჯი.

ქალაქი მდებარეობს 15°47′-ით ეკვატორის სამხრეთით და 35°-ით აღმოსავლეთით გრინვიჩის მრიდიანიდან, ბორცვებიან ადგილზე, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის რელიეფი, დაწყებული ზღვის დონიდან დაახლოებით 780 მეტრი სიმაღლიდან 1612 მეტრამდე.

წელი მოსახლეობა[1]
1977 219 011
1987 333 120
1998 478 155
2008 732 518

ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად იზრდება. თუ 1990-იანი წლების ბოლოს ის არ აღწევდა 500 ათას ადამიანს, 2000-იანი წლების ბოლოს მან შეადგინა დაახლოებით 750 ათასი.

მთავარი სატრანსპორტო კვანძია, რომელსაც აქვს საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო კავშირი ქვეყნის სხვა ნაწილებთან და მეზობელ ქვეყნებთან — მოზამბიკთან, ტანზანიასთან, ზიმბაბვესთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. ქალაქის ცენტრიდან 14,5 კმ-ში მდებარეობს ჩილეკის საერთაშორისო აეროპორტი (ინგლ. Chileka International Airport) და აქვს ორი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.

ქალაქში ფუნქციონირებს საფეხბურთო კლუბი «მიჩირუ კასლსი».

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. World Gazetteer: Malawi: largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-25. ციტირების თარიღი: 2016-01-17.
  2. Städtepartnerschaften der Landeshauptstadt Hannover. Hannover.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-16. ციტირების თარიღი: 2011-03-26.