ახსითან I
ახსითან I | |
---|---|
ახსითან I-ის მონეტა, რომელიც მოჭრილია შემახაში 1175–1194 წლებში | |
შირვანშაჰი | |
კორონაცია: | 1160 |
მმართ. დასაწყისი: | 1160 |
მმართ. დასასრული: | 1197 |
წინამორბედი: | აფრიდუნ II |
მემკვიდრე: | შაჰანშა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | შემახა |
გარდ. თარიღი: | 1197 |
გარდ. ადგილი: | შემახა |
სრული სახელი: | Jalallad Douwla val Din Abul-Muzaffar Malik Al-Muazzam Akhsitan |
დინასტია: | ქესრანიდები |
მამა: | მანუჩაჰრ III |
ახსითან I, აგრეთვე ცნობილი როგორც აბუ-ლ-მუზაფარ მანუჩაჰრ ახსითან ბენ-ქესრანი (ქართული წყაროების მიხედვით აღსართან შირვანშა) — შირვანშაჰი 1149-1203 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან. მისი მმართველობის დროს შირვანის სახელმწიფო მნიშვნელოვნად გაძლიერდა და გაფართოვდა. ახსითან I-ს ახლო დინასტიური კავშირი ჰქონდა საქართველოს სამეფო კართან, იგი გიორგი III-ის დისწული იყო. შირვანი მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს ყმადნაფიცად ითვლებოდა. XII საუკუნის 60-იან წლებში შირვანს დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის მაჰმადიანი მფლობელები. ახსითანმა დახმარება სთხოვა გიორგი III-ს, რომელმაც 1167 წლს აიღო შაბურანი და დარუბანდი, თავის ვასალს გადასცა და ამით შირვანის ჩრდილოეთი საზღვრების უსაფრთხოება უზრუნველყო. 1192 წელს, როდესაც სამხრეთ აზერბაიჯანის ათაბაგმა აბუბექრმა შირვანი დალაშქრა და ახსითან I და მისი ძმა ამირ-მირმანი გააძევა, ახსითან I-მა დახმარებისათვის კვლავ საქართველოს მიმართა. 1195 წელს საქართველოს ლაშქარმა დაამარცხა აბუბექრი შამქორის ბრძოლაში და უკუაგდო იგი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 109.
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ. 1965
ახსითან I დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1197
| ||
წინამორბედი: აფრიდუნ II |
შირვანშაჰი 1160-1197 |
შემდეგი: შაჰანშა |
|