შინაარსზე გადასვლა

არშილ გორკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არშილ გორკი
დაიბადა 15 აპრილი, 1904(1904-04-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი Dilkaya[11] [12]
გარდაიცვალა 21 ივლისი, 1948(1948-07-21)[1] [13] [2] [3] [4] [14] [5] [6] [8] [15] [9] [10] [11] (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი Sherman[16] [17]
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა[18] , აბსტრაქციონიზმი[13] , ავტოპორტრეტი[13] , ნატურმორტი[13] და პორტრეტი[13]

არშილ გორკი (სომხ. Ոստանիկ Մանուկ Ատոյեան; დ. 15 აპრილი, 1904 — გ. 21 ივლისი, 1948) — სომეხი-ამერიკელი მხატვარი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმზე. მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, როგორც შეერთებული შტატების მოქალაქემ. [19] მარკ როტკოსთან, ჯექსონ პოლოკთან და ვილემ დე კუნინგთან ერთად, გორკი აღიარებულია, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამერიკელი მხატვარი. სომხების გენოციდში განცდილმა საშინელებამ გადამწყვეტი გავლენა იქონია გორკის, როგორც მხატვრის განვითარებაზე.

არშილ გორკის მხატვარი და მისი დედა (დაახლ. 19261936), ვიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი .

გამოჩენილი მხატვარი, არშილ გორკი დაიბადა 1904 წლის 15 აპრილს, სოფელ ხორგომში (დღევანდელი დილკაია), რომელიც მდებარეობს ოსმალეთის იმპერიის ვანის ტბის სანაპიროზე. [20] მისი დაბადების თარიღი ხშირად მითითებულია 1904 წლის 15 აპრილად; თუმცა, შეიძლება დაბადებულიყო 1902 ან 1903 წელს. [21] 1908 წელს მამამისი ემიგრაციით ამერიკაში წავიდა, რათა თავიდან აეცილა ჯარში წასვლა, ამის გამო მან ოჯახი დატოვა ქალაქ ვანში . [22]

1915 წელს გორკი სომხების გენოციდის დროს დედასთან და სამ დასთან ერთად გაიქცა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გენოციდის შემდგომ, გორკის დედა შიმშილით გარდაიცვალა ერევანში 1919 წელს. 1920 წელს ამერიკაში ჩასვლისთანავე, 16 წლის გორკი დაბრუნდა მამასთან, თუმცა მათ ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. [23]

ვინაობის ხელახალი გამოძიების პროცესში მან შეიცვალა სახელი (არშილი/არჩილი) და ამტკიცებდა რომ იყო ქართველი დიდგვაროვანი, [24] ხალხს კი ეუბნებოდა, რომ ის იყო რუსი მწერლის მაქსიმ გორკის ნათესავი. [25]

1923 წელს გორკი ჩაირიცხა ახლად დაარსებულ New England School of Art-ში ბოსტონში. 1920-იანი წლების დასაწყისში იგი იმპრესიონიზმის გავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა მოგვიანებით, მან შექმნა პოსტიმპრესიონისტული ნაწარმოებებიც. ამ ხნის განმავლობაში ის ცხოვრობდა ნიუ-იორკში, სადაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა მხატვარმა, პოლ სეზანმა. 1925 წელს მას ედმუნდ გრიასენმა სთხოვა, რომ მასწავლებელი ყოფილიყო ხელოვნების დიდ ცენტრალურ სკოლაში ; გორკიმ მიიღო წინადადება და დარჩა მათთან ერთად 1931 წლამდე. [26] 1927 წელს გორკიმ გაიცნო ეთელ კრემერ შვაბახერი, რომელიც მისი პირველი ბიოგრაფი გახდა.

1931 წელს გორკიმ ნიუ იორკის Downtown Gallery-ში გაგზავნა ნამუშევრების ჯგუფი, რომელთა ფასი 100 დოლარიდან 450 დოლარამდე მერყეობდა. (მხატვრის სახელი გალერეის ჩანაწერებში დაწერილი იყო, როგორც „არჩელე გორკი“. ამ პერიოდის გორკის ნამუშევრების უმეტესობა ძირითადად ხელმოუწერელია.) ქალბატონმა. ჯონ დ. როკფელერმა გალერეიდან შეიძინა გორკის ნატურმორტი, სახელწოდებით Fruit.

1933 წელს არშილ გორკი გახდა ერთ-ერთი პირველი მხატვარი, რომელიც დასაქმდა Works Progress Administration-ის ფედერალური ხელოვნების პროექტში. მოგვიანებით მასში მონაწილეობდნენ ისეთი მხატვრები, როგორებიც არიან ალისა ნილი, ლი კრასნერი, ჯექსონ პოლოკი, დიეგო რივერა და მარკ როტკო.

1935 წელს გორკიმ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა გილდიის ხელოვნების გალერეასთან. რომელიც თანადაფუძნებულია ანა უალინშკას და მარგარეტ ლეფრანკის მიერ. გალერეამ გორკის პირველი გამოფენა ნიუ-იორკში გახსნა, სახელწოდებით არშილ გორკის აბსტრაქტული ნახატები.

ამ დროს შექმნილი ნახატებიდან აღსანიშნავია: პეიზაჟი სეზანის მანერით (1927) და პეიზაჟი, სტეტენის კუნძული (1927-1928). 1920-იანი წლების ბოლოს და 1930-იან წლებში მან ექსპერიმენტები ჩაატარა კუბიზმის მიმდინარეობაში, თუმცა საბოლოოდ გადავიდა სიურრეალიზმზე. ზემოთ ილუსტრირებული ნახატი, მხატვარი და მისი დედა, (დაახლ. 1926-1936) არის დასამახსოვრებელი, მოძრავი და ინოვაციური პორტრეტი. აღნიშნული ნახატი ემყარება ვანში გადაღებულ ბავშვობის ფოტოს, სადაც ის დედის გვერდით დგას. გორკიმ გააკეთა ნახატის ორი ვერსია, მეორე ინახება ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში.

ღამისთევა, ენიგმა, ნოსტალგია (1930-1934) არის კომპლექსური ნამუშევრების სერია. ტილო პორტრეტი ოსტატი ბილი, როგორც ჩანს, ასახავს გორკის მეგობარს, ვილემ დე კუნინგს. თუმცა ბოლოდროინდელი პუბლიკაციები ეწინააღმდეგება იმ მტკიცებას, რომ ნახატზე დე კუნინგია გამოსახული. სინამდვილეში პორტრეტზე ასახულია შვედი დურგალი, ოსტატი ბილი. [27]

  • Matossian, Nouritza (2001). Black Angel: The Life of Arshile Gorky. New York: Overlook Press. ISBN 9781585670062.
  • Meaker, M.J. (1964). Sudden Endings: 13 Profies in Depth of Famous Suicides. Garden City, NY: Doubleday & Company, Inc. p. 151–167: "The Bitter One: Arshile Gorky".
  • Rosenberg, Harold (1962). Arshile Gorky: The Man, the Time, the Idea. New York: Grove Press.
  • Spender, Matthew (1999). From a High Place: A Life of Arshile Gorky. New York: Knopf. ISBN 9780375403781.
  • Spender, Matthew (2009). Arshile Gorky: A Life Through Letters and Documents. London: Ridinghouse, London. ISBN 9781905464258.[28]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Kunstindeks Danmark
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Rand H. Gorky, Arshile // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T033360
  7. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 The Fine Art Archive — 2003.
  11. 11.0 11.1 11.2 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  12. Ով ով է. հայեր / Հ. ԱյվազյանԵրևան: Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2005. — ტ. 1. — გვ. 290.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 RKDartists
  14. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  15. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  16. Union List of Artist Names
  17. The Fine Art Archive
  18. Smithsonian American Art Museum person/institution ID
  19. Arshile Gorky: A Summation Too Soon, by Tom Birchenough, The Tretyakov Gallery Magazine
  20. Kerr, Melissa (2009). "Chronology", in: Michael R. Taylor (ed.), Arshile Gorky: A Retrospective. Philadelphia, Pa.: Philadelphia Museum of Art. ISBN 9780876332139. pp. 352-365; here: p. 353. Also available on the website of the Arshile Gorky Foundation. "...  born in the village of Khorkom, within the Armenian province of Van, on the eastern border of Ottoman Turkey".
  21. Kerr, Melissa (2009). "Chronology", in: Michael R. Taylor (ed.), Arshile Gorky: A Retrospective. pp. 352-365; here: 353, 366. Also available on the website of the Arshile Gorky Foundation. Kerr gives Gorky's birth date in the chronology as "c. 1902". In a footnote she states that the often cited birth date of April 15, 1904 is the date that Gorky declared on his citizenship papers. She goes on to recount other conflicting reports of his birth date, including the fact that "his older sisters maintained that he was born in 1902 or 1903"; she finally concludes that "the 1902 birth date seems most plausible" (p. 366). What Kerr does not mention, however, is that the date that actually appears in the citizenship papers is not 1904 but 1903. Gorky's "Petition for Naturalization", filed in New York on January 18, 1939, as well as his earlier "Declaration of Intention", filed on May 7, 1936, both give the date of birth as April 15, 1903. The citizenship documents are retrievable via Ancestry.com; the citation: National Archives and Records Administration, Washington D.C. Petitions for Naturalization from the U.S. District Court for the Southern District of New York, 1897-1944, NARA Series: M1972, Roll 1173. Arshile Gorky, Petition No. 321324.
  22. Barnes, Rachel (2003). Abstract Expressionists. Chicago: Heinemann Library, გვ. 14. ISBN 9781588106445. 
  23. Theriault, Kim Rethinking Arshile Gorky. Penn State Press. ISBN 0271047089. 
  24. Independent, 2013, Mougouch Fielding: Painter who became muse to Arshile Gorky
  25. Los Angeles Times, 2010, Arshile Gorky a Retrospective at MoCA
  26. http://www.metmuseum.org/toah/ho/11/waa/ho_56.205.1.htm
  27. Haydon Herrara, Arshile Gorky: His Life and Work, p.299, 2005 Retrieved August 20, 2010
  28. A Life in Letters and Documents. Ridinghouse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 5 August 2012