უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუზეუმის ფასადი.

უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი (The Whitney Museum of American Art) ნიუ-იორკში ინახავს მე-20 საუკუნის თანამედროვე ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციას. მუზეუმი დააარსა გერტრუდ ვანდერბილტ უიტნიმ 1931 წელს დაახლ. 700 ხელოვნების ნიმუშით ოჯახის კოლექციიდან.

ამჟამინდელი შენობა დააპროექტეს და ააგეს 1963-66 წლებში მარსელ ბრუერმა და ჰამილტონ სმითმა. შენობას თავისებული კიბისებრი გრანიტით მოპირკეთებული ფასადი და თავდაღმა დატრიალებული გარე ფანჯრები აქვს.

მუზეუმში გამოფენილია ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ინსტალაციები, ვიდეო და ფოტო მასალები. ყოველ ორ წელიწადში უიტნი ატარებს ბიენალეს - საერთაშორისო ხელოვნების შოუს, რომელზეც გამოფენილია მრავალი, ამერიკული ხელოვნების წრეებისთვის ახალი ნაკლებად ცნობილი ხელოვანის ნამუშევარი.

მუზეუმის მუდმივ კოლექციაში მრავალი განთქმული ხელოვანის 12.000-ზე მეტი ნამუშევარია. აქ წარმოდგენილ ხელოვანთა შორის არიან ალექსანდრე კალდერი, ენდი უორჰოლი, ჯასპერ ჯონსი, კეით ჰერინგი, ვილემ დე კუნინგი და ედვარდ ჰოპერი, რომლებმაც მრავალი საკუთარი ნამუშევარი უიტნის უსასყიდლოდ გადასცეს.

უიტნის ვებგვერდზე, სახელად "არტპორტი" წარმოდგენილია ე.წ. ნეტ-არტი, რომელიც ყოველთვიურად ახლდება.

მუზეუმის მიმდინარე დირექტორია ადამ ვაინბერგი (2003-დან).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]