საქართველოში მოვიდა ქალაქ ედესიდანVI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფელ მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქალაქ ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ. ეს ლეგენდა ფართოდ გამოიყენა კათოლიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ თავის პატრიოტულ ჰიმნოგრაფიაში. ცნობები ანტონ მარტომყოფელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრებაში. ცალკე თხზულება მის შესახებ (გადაკეთებული XII-XIII სს.) ჩართულია „ქართლის ცხოვრების“ანასეულ ნუსხაში (XV ს.).