შინაარსზე გადასვლა

ზენონ იყალთოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზენონ იყალთოელიათცამეტი ასურელი მამათაგანი, იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე და მიმდევარი. ქართული საეკლესიო ტრადიციის მიხედვით VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იყალთოს მონასტერი, დასაფლავებულია იქვე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, ხსენების დღეა 16 (29) ოქტომბერი.

ზენონ იყალთოელის შესახებ წერილობითი ცნობები უკიდურესად მწირია. მისი სახელი ცნობილია „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ ორივე მეტაფრასტულ ვარიანტში მოყვანილი სიიდან. ზენონი უნდა იგულისხმებოდეს „ცხოვრების“ ძირითად ტექსტში მოყვანილ ცნობაში, რომელიც იოანეს მიერ თავისი მოწაფეების სხვადასხვა მხარეს, მათ შორის კახეთში გაგზავნას ეხება. ზენონი იოანე ზედაზნელის მოწაფეთა შორის დასახელებულია ასევე სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ახლადაღმოჩენილ ხელნაწერთა ქართულ კოლექციის კრებულში (N/Sin-50), რომელიც ასურელ მამათა შესახებ არსებულ ყველა რედაქციაზე უფრო ძველია (X საუკუნის I ნახევარი), თუმცა ამ ვერსიის მიხედვით ზენონი „მადალოთს“ დამკვიდრებულა, იყალთოელად კი პიმენი იხსენიება.

  • ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 357.
  • რაქვიაშვილი ხ., ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები. თბ., 2015. — გვ. 155.
  • მეტრეველი ს., წმინდა ასურელ მამათა „წამება“–„ცხოვრებანი“. თბ., 2010. — გვ. 6-7, 78.
  • ალექსიძე ზ., სინური ხელნაწერი ასურელ მამათა შესახებ, „ნათელი ქრისტესი“, წიგნი I, თბ., 2003.
  • ალექსიძე ზ., მანდილიონი და კერამიონი ძველ ქართულ მწერლობაში, ჟურნ. „აკადემია“, №1, თბ., 2000. — გვ. 11-12.
  • კეკელიძე კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ. „ეტიუდები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. I. თბ., 1956.