აბიბოს ნეკრესელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბიბოს ნეკრესელი
Sabinin. St. Abibos Nekreseli.jpg
დაიბადა VI საუკუნე
გარდაიცვალა მცხეთა
ხსენების დღე 12 დეკემბერი და 29 ნოემბერი

აბიბოს ნეკრესელიVI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 12 (25) დეკემბერი). თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას. დააარსა მონასტერი. დასაფლავებულია სამთავროს მონასტრის ტერიტორიაზე. [1]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები. ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) გავლენას. მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი, რისთვისაც VI დამლევს მარზპანის ბრძანებით ჩაქოლეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა).

ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში ემყარებოდა ანტიკურ ფილოსოფიას, კერძოდ, ოთხი ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან. ეს თეორია აბიბოს ნეკრესელის შეხედულებებში შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენაზე ღმერთზე, როგორც შემოქმედზე. აბიბოს ნეკრესელის შეხედულებები ანტიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მოძღვრების შეერთების ცდაა.

ცნობები აბიბოს ნეკრესელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელი მამების ცხოვრების ტექსტებში. ცალკე თხზულებას აბიბოს ნეკრესელზე, რომელიც შედგენილი ყოფილა VI-VII საუკუნეებში, ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ქართლის კათოლიკოს არსენ I დიდის მიერ ამ თხზულების საფუძველზე შედგენილი აბიბოს ნეკრესელის „ცხოვრების“ ტექსტი.

ხსენების დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პიროს ბრეთელის ხსენების დღეს 12 დეკემბერს [ძვ. სტ. 25 დეკემბერი] აღნიშნავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც. თბ., 1955;
  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
  • ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.29