ალბანეთის ტრადიციული ტანსაცმელი
ალბანეთის ტრადიციული ტანსაცმელი (ალბ. veshjet tradicionale shqiptare, veshjet kombëtare, veshjet popullore ose kostumet kombëtare) — შეიცავს 200-ზე მეტი სახის ტანსაცმელს მთელ ალბანეთში და ალბანეთის დასახლებულ მიწებზე. ეს უკავშირდება შუა საუკუნეებში ალბანეთის სამთავროებად დაშლას. ალბანეთის ხალხურ კაბას ხშირად ამშვენებს სიმბოლური ელემენტები, რომელიც ანტიკური წარმართული წარმოშობისაა, როგორიცაა მზე, არწივი, მთვარე, ვარსკვლავები და გველი.[1] ალბანეთში თითქმის ყველა რეგიონში აქვთ საკუთარი ტრადიციული კაბა, ხოლო ქალის ტანსაცმელი განსაკუთრებით ფერადი და დეტალებით მდიდარია. ნაწარმი ტრადიციულად მზადდება ქსოვის დახმარებით. დღესდღეობით ზოგიერთი კონსერვატიული მოხუცი კაცი და ქალი ატარებს ტანისამოსს, ძირითადად ჩრდილოეთის მხარე იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრადიციულ ტანსაცმელს. ამის ნაცვლად, მოხუცი ქალი სამხრეთიდან ჩვეულებრივ ატარებს მხოლოდ შავი ფერის ტანსაცმელს.
ნაწილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბანური ტანისსამოსი შედგება შემდეგი კომპონენეტებისგან:
თავსაბურავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაცისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამაკაცები გამოიყენებენ შემდეგ თავსაბურავებს:[2]
- ქელეშე [cɛˈlɛʃɛ] ან პლისი: ქუდის ტიპი, რომელსაც ხმარობენ ჩრდილო ალბანეთის მამაკაცები, კოსოვო, ასევე მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაწილებში, სადაც ცხოვრობენ ალბანელები. ამ ტიპის ქუდი ძალიან ჰგავს ან იდენტურია კიდეც ბერძნული „თავისუფლების“ ქუდის, რომელსაც უწოდებენ პილეუსს, არა მხოლოდ ფორმით, არამედ ეტიმოლოგიითაც (ძველ ბერძნული „პილოს“, ალბანური „პლის“). ცენტრალურ ალბანეთში (ტირანა, დურესი, კავაია) ამ ქუდს აქვს კონუსის ფორმა, ხოლო ჩრდილოეთ ალაბანეთში და კოსოვოში ის სფეროსებრი ფორმისაა.
- ალბანური ქუდი (ფრანგ. Chapeau albanois)[3] როგორც წესი იხმარებოდა XV-დან XVIII საუკუნემდე[4] და უკვდავყოფილი ონუფრის ნახატებში.
- ქილაფიე [ˈcylaf]: შალის მაღალი ქუდი, რომელიც იხმარება სამხრეთ ალბანეთში.
ქალისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალები გამოიყენებენ შემდეგ თავსაბურავებს:[5]
- კაპიცა [kaˈpitsa]: თავსაბურავი ქალებისთვის.
- ლანგი, სხვა სახელებია: პეშქირა, რიზა, მარჰამიე, პაშნიკი.
- ლიევერე [ləˈvɛɾɛ]: სწორი ფორმის თავსაბურავი.
- კრიქე [ˈkɾycɛ]: კვადრატული ფორმის თავსაბურავი.
შარვალი და ზედა ტანის საფარველი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფუსტანელა [fustaˈnɛɫa]: ტრადიციული ქვედაბოლო, ტანსაცმლის მსგავსი, რომელსაც ატარებენ კაცები.
- ტრიქი [tiɾc]: გრძელი შარვალი, რომელსაც ატარებენ მამაკაცები.
- ბრეკუშა [bɾɛˈkuʃa]: კაცისთვის და ქალისთვის.
- ხუბლეტა [dʒuˈblɛta]: ატარებენ მხოლოდ ქალები.
- მბიეშტიელიესე: ატარებენ მხოლოდ ქალები.
ხამადანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხამადანი არის ტრადიციული შიგა პერანგი, რომელსაც ატარებს ალბანელი მამაკაცი მთელ ალბანეთში, სერბეთში (კოსოვოს ჩათვლით), ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და არბეირეშის სოფლებში (იტალიაში).
ბრეზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრეზი არის ტრადიციული ქამრები, რომელსაც ატარებს ალბანელი მამაკაცი მთელ ალბანეთში, სერბეთში (კოსოვოს ჩათვლით), ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და არბეირეშის სოფლებში (იტალიაში).
კორაპე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორაპე არის ტრადიციული ნასკები, რომელსაც ატარებს ალბანელი მამაკაცი მთელ ალბანეთში, სერბეთში (კოსოვოს ჩათვლით), ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და არბეირეშის სოფლებში (იტალიაში).
ოპინგა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოპინგა [ɔˈpiŋɡa]: (ხელოვნური სანდლები), ტრადიციული ფეხსაცმელი, რომელსაც ატარებს ალბანელი მამაკაცი მთელ ალბანეთში, სერბეთში (კოსოვოს ჩათვლით), ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და არბეირეშის სოფლებში (იტალიაში).
სტილი სხვადასხვა ადგილზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ ალბანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ ალბანეთს აქვს ბევრი ფილიალი, რომელიც მოდის სამხრეთის სხვადსახვა ქალაქებიდან.
ვლორა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვლორას რეგიონის მამაკაცების ტრადიციული კოსტუმი ისეთივეა, როგორც მარჯვენა სურათზეა მოცემული. ისინი იყენებენ ქელეშეს ქუდს. ამის შემდეგ მათ აცვიათ მოკლე შავი პიჯაკი, რასაც მოჰყვება თეთრი პერანგი ფართო სახელოებით. მათ ასევე აქვთ ერთგვარი ქამარი, რომელის წითელი და შავი ფერისაა, როგორც ალბანეთის დროშა. ეს კოსტუმი შეიცავს შავ შარვალს, გრძელი თეთრი ნასკებით. ფეხსაცმლისთვის მათ აცვიათ ოპინგა, რომელსაც ატარებენ ალბანეთში, რუმინეთსა და სერბეთში. კოსტუმი ძალიან ფერადია.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
სორფა დარდანეს ფესტივალი
-
კოსტუმი დიბრადან
-
ქალი და კაცი ჩრდილო ალბანეთიდან
-
ცენტრალური ალბანეთის ჯელეკუ
-
ცენტრალური ალბანეთის ქალების ტანსაცმელი
-
ალბანეთში გლეხების კოსტუმი
-
ალბანეთის მაღალი საზოგადოების წევრების ჯგუფი
-
კორაპე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andromaqi, Gjergj (2004). Albanian Costumes Through the Centuries: Origin, Types, Evolution. Mësonjëtorja. ISBN 978-99943-614-4-1.
- Andromaqi, Gjerjgi (1999). Albanian Folk Costumes. Instituti i Kulturës Popullore, Departamenti Etnologjisë. ISBN 978-99927-654-6-3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Albanian Costumes at Albanian-Folklore.com
- Albanian Folk Costumes in Early Postcards დაარქივებული 2012-01-29 საიტზე Wayback Machine.
- Traditional Albanian Costumes Group on Flickr.com
- Infoarkiv: Etnografia e rrezikuar დაარქივებული 2011-07-13 საიტზე Wayback Machine. (ალბანური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Leyla Belkaid (2013), „Albania“, Jill Condra, Encyclopedia of National Dress: Traditional Clothing Around the World, I, ABC-CLIO, p. 16, ISBN 9780313376368, https://books.google.com/books?id=lazWAQAAQBAJ&pg=PA15&dq=brez+clothing&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjZlMDggfvJAhVMdD4KHQY_DpUQ6AEIMTAA#v=onepage&q=moons%2C%20stars%2C%20and%20snakes&f=false
- ↑ Gjergji 2004: S. 191
- ↑ de La Curne de Sainte-Palaye, Jean-Baptiste (1875). Dictionnaire historique de l'ancien langage françois (French). Champion (T. 01-09), გვ. 316–.
- ↑ Anamali, Skënder (2002). Historia e popullit shqiptar në katër vëllime (Albanian). Botimet Toena, გვ. 300. OCLC 52411919.
- ↑ Gjergji 2004: S. 194