„ექსპერიმენტული მეტალი“ ამ გვერდზე გადმოდის. ჟანრისთვის, რომელზედაც გავლენა მოახდინა პოსტ-როკმა და ასევე ცნობილია ექსპერიმენტული მეტალის სახელით, იხილეთ პოსტ-მეტალი.
ავანგარდული მეტალი, ცნობილი ასევე როგორც ექსპერიმენტული მეტალი,[1] — მძიმე მეტალი ქვეჟანრია, რომელიც ხშირად იყენებს ინოვაციას მუსიკაში, ავანგარდულ ელემენტებს, ცდებს ფართო დიაპაზონით და არასტანდარტულ ხმებს, ინსტრუმენტებს, მუსიკის სტრუქტურას, დაკვრის სტილსა და ვოკალის ტექნიკას.[1][2] მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ჟანრის ზუსტი განსაზღვრების კრიტერიუმები, ექსპერიმენტების ჩატარება მეტალ მუსიკაში ჟანრისთვის მიკუთვნებისთვის, ხშირად, საკმარისი საფუძველია.[3] ავანგარდული მეტალი ახლოსაა პროგრესულ როკთან, მაგრამ მისგან მეტი ექპერიმენტები განასხვავებს,[3] პროგრესული როკი კი ხასიათდება ფოკუსირებით ტრადიციული მეტალის დაკვრის სტილზე და მაღალი დონის რთულ ტექნიკურ შესრულებაზე.[2]