მზეჭაბუკ ათაბაგი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან მზეჭაბუკი)
მზეჭაბუკი | |
---|---|
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1500 |
მმართ. დასასრული: | 1515 |
წინამორბედი: | ქაიხოსრო I |
მემკვიდრე: | მანუჩარ I |
გარდ. თარიღი: | 1516 |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | ყვარყვარე II |
მზეჭაბუკ ჯაყელი (გ. 1516) — სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1500-1515 წლებში, ყვარყვარე II-ის ძე. ტახტი მიიტაცა უფროსი ძმის ქაიხოსრო I-ის გარდაცვალების შემდეგ. თავდაპირველად იცავდა საქართველოს მეფე-მთავრებს შორის 1490-1492 წლებში დადებულ ზავს, შემდეგ კი საკუთარი სამფლობელოს გაძლიერების მიზნით ოსმალეთს მორჩილება გამოუცხადა და მისი დახმარებით ჭანეთი და აჭარა სამცხე-საათაბაგოს შეუერთა. მზეჭაბუკი ცდილობდა სამცხე-საათაბაგოს ეკლესია ჩამოეშორებინა საქართველოსაგან. მან ერთხანს მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ ბოლოს დამარცხდა, 1515 წელს ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს და ბერად აღიკვეცა იაკობის სახელით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 658.
წინამორბედი: ქაიხოსრო I |
სამცხის ათაბაგი 1500 - 1515 |
შემდეგი: მანუჩარ I |
|