შინაარსზე გადასვლა

Yurlunggur

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Wonambi
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  †Madtsoiidae
გვარი:  Yurlunggur
სკანლონი, 1992
სახეობა:  Yurlunggur camfieldensis
ლათინური სახელი
Yurlunggur camfieldensis
სკანლონი[1], 1992

Yurlunggurგველების ნამარხი გვარი Madtsoiidae ოჯახისა. გვარი წარმოადგენდა ავსტრალიის უნიკალური მეგაფაუნის ერთ-ერთ ნაწილს და შეიცავდა ერთადერთ სახეობას Yurlunggur camfieldensis[2][1] , რომელიც არსებობდა მიოცენიდან - ოლიგოცენამდე. მისგან განსხვავებით Madtsoiidae ოჯახის წარმომადგენელი Wonambi naracoortensis ავსტრალიის ტერიტორიაზე ბინადრობდა პლეისტოცენშიც კი[3]. გვარის სახელწოდება მომდინარეობს არნემ-ლენდის ხალხის მითოლოგიური ე.წ. ცისარტყელას გველიდან.

დიდი ზომის გველი იყო, სიგრძეში 6 მეტრს, სიგანეში კი 300 მმ. აღწევდა. ამ ზომებით იგი ვარანებს უფრო ემსგავსება, ვიდრე პატარა, მთხრელ ხვლიკებს, რომლებიც თანდათანობით უკიდურო გველებად გარდაიქმნენ. თითქმის სრულყოფილი ნაშთი აღმოჩენილი იქნა რბილ კირქვაში რივერსლეიჯში, კუინზლენდის ჩრდილო-დასავლეთით[4].

სახეობის ტიპური ადგილმდებარეობაა ბულოკ კრიკი, ავსტრალია[5].

  1. 1.0 1.1 ჯ. დ. სკანლონი. 1992. ახლადაღმოჩენილი დიდი გველი madtsoiid ოჯახისა [ავსტრალიის] ჩრდილო ტერიტორიიდან. The Beagle, [ავსტრალიის] ჩრდილო ტერიტორიის ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმის ჩანაწერები 9(1):49-60 paleodb.org[მკვდარი ბმული]
  2. Yurlunggur დაარქივებული 2012-09-30 საიტზე Wayback Machine. პალეობიოლოგიის მონაცემთა ბაზა
  3. ჰუტჩინსონი, მარკ ნ. (1993). „26. ქერცლიანების ბიოგეოგრაფია და ფილოგენია“, [1], ავსტრალიის ფაუნა. ავსტრალიის მთავრობის საბეჭდი სამსახური, გვ. 15. ISBN 978 0 644 32429 8. ციტირების თარიღი: 2009-02-11. დაარქივებული 2011-03-20 საიტზე Wayback Machine.
  4. სალე, ანა (16 თებერვალი 2006). „სრულყოფილი ნაშთი: გასაღები გველთა ევოლუციის შესასწავლად“. ABC Science Online. ავსტრალიის რადიომაუწყებლობა. განახლების თარიღია 2009-01-31
  5. Yurlunggur camfieldensis დაარქივებული 2012-10-12 საიტზე Wayback Machine. პალეობიოლოგიის მონაცემთა ბაზა
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Yurlunggur&oldid=4638756“-დან