Haasiophis

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Haasiophis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  Simoliophiidae
გვარი:  Haasiophis
სახეობა:  H. terrasanctus
ლათინური სახელი
Haasiophis terrasanctus (Tchernov et al., 2000)[1]

Haasiophis — უკანაკიდურებიანი ნამარხი გველების გვარი. მოიცავდა ერთადერთ სახეობას — Haasiophis terrasanctus-ს. იგი ერთ-ერთია იმ 3 გვარიდან, რომელთა წარმომადგენლები ცხოვრობდნენ სენომანურ ერაში (გვიანი ცარცული პერიოდი[2] დაახლ. 99,6–93,5 მლნ წლის წინ) და გააჩნდათ რუდიმენტირებული უკანა კიდურები[3].

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო პალეონტოლოგ ჯორჯ ჰაასის პატივსაცემად. ჰაასმა პირველმა წამოიწყო ეინ-იაბრუადში აღმოჩენილი ნაშთის შესწავლა და გარდაცვალებამდე ცდილობდა აღეწერა ნაპოვნი გველი. რაც შეეხება სიტყვის ბოლო ნაწილს „ophis“, იგი ბერძნულად „გველს“ ნიშნავს. სახეობის ლათინური სახელწოდება „terrasanctus“ კი ნიშნავს „წმინდა მიწას“[1].

ნაშთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

H. terrasanctus-ის ერთადერთი ნაშთი აღმოჩენილია ეინ-იაბრუადში, იუდეის მთები, რამალას[4] მახლობლად, იერუსალიმის ჩრდილოეთით 20 კილომეტრში[1], მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ასევე მონათესავე გვარი Pachyrhachis[1][4]. ნაშთი ნაპოვნია ზღვის დანალექი ქანების თავზე მდებარე კირქვის კარბონატში[1]. ერთადერთი ცნობილი ეგზემპლარი H. terrasanctus დაცულია იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში, როგორც ნიმუში HUJ-Pal. EJ 695[1]. ნაშთი სიგრძით 88 სანტიმეტრს აღწევდა, არ გააჩნდა მხოლოდ კუდის ბოლო[4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა ცნობილი ნამარხი გველები უკანა კიდურებით:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ავტორი ეიტან ტჩერნოვი, 2000. "ნამარხი გველი კიდურებით". Science 287:2010-2012
  2. პალეობიოლოგიის მონაცემთა ბაზა Haasiophis
  3. სენომანური ერა: უკანაკიდურებიანი გველების არსებობის პერიოდი
  4. 4.0 4.1 4.2 ავტორი ოლივიერ რიეპელი, 2003 „გვიან ცარცული პერიოდის ნამარხი, უკანაკიდურებიანი გველის Haasiophis terrasanctus ანატომია და აღწერილობა“ Journal of Paleontology 77(3):536-558
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Haasiophis&oldid=3730584“-დან