Najash

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Najash
კიდურებიანი გველი მხატვრის ხედვით
კიდურებიანი გველი მხატვრის ხედვით
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
გვარი: Najash
სახეობა: N. rionegrina
ლათინური სახელი
Najash rionegrina
აპესტეგუია და ზაჰერი, 2006

Najash — ნამარხი გვარი ბაზალური ჯგუფის გველისა. ცარცული პერიოდის სხვა გველების მსგავსად, მასაც გააჩნდა უკანა 2 კიდურის რუდიმენტი. გველის ხერხემალი და უკანა ფეხები ადაპტირებული იყო მთხრელი ცხოვრების წესთან. ეს ადასტურებს, რომ გველები წარმოიშვნენ ხმელეთის ცხოველებიდან, ხვლიკისმაგვარი არსებებისაგან და თანდათანობით დაკარგეს კიდურები.

ეს გველი სიგრძეში 1,5 მეტრამდე აღწევდა და ცხოვრობდა გვიან ცარცულ პერიოდში (დაახლოებით 90 მილიონი წლის წინ) ტერიტორიაზე, რასაც ახლა ეწოდება რიო ნეგროს პროვინცია (აქედან წარმოიშვა მისი მეცნიერული სახელწოდება rionegrina), პატაგონია, არგენტინა.

შერჩენილი ჰქონდა გავას ძვლის რუდიმენტები, რომლებიც არც თანამედროვე და არც სხვა ნამარხ გველებს არ გააჩნიათ[1]. ამ გველის აღმოჩენამ უარყო მე-19 საუკუნის პალეონტოლოგის, ედვარდ დრინკერ კოპის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გველები წარმოიშვნენ ზღვის მტაცებელი მოზაზავრებისგან. თუმცაღა 1990-იან წლებში ბაზალური ჯგუფის კიდურების რუდიმენტებიანი გველების აღმოჩენამ ლიბანის ზღვიურ დანალექ ქანებში კოპის თეორიას მისცა ბიძგი.

გველის სახელწოდება მომდინარეობს ბიბლიური ფეხებიანი გველი - ნაჩასგან, რომელმაც შეაცდინა ადამი და ევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სხვა ცნობილი ნამარხი გველები უკანა კიდურების რუდიმენტებით: Haasiophis, Pachyrhachis და Eupodophis—ყოველი მათგანი ნაპოვნია დანალექ ქანებში— არც ერთ მათგანს არ გააჩნია გავის ძვალი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Najash&oldid=2808477“-დან