ტიტანობოა (ნიშნავს „გიგანტურ ბოას“[1]) — ნამარხი გველების გვარი, რომლებიც ცხოვრობდნენ 60-58 მლნ. წლის წინ, პალეოცენურ პერიოდში[2]. ერთადერთი ცნობილი სახეობაა Titanoboa cerrejonensis, რომელიც დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ გველს წარმოადგენს[2]. მისი ნაშთიდან გამომდინარე შესაძლოა დავასკვნათ, რომ სიგრძეში გველი 13 მეტრს აღწევდა, სისქეში 1 მეტრს, წონით კი მიახლოებით 1,25 ტონა იყო. 2009 წელს, ქვანახშირის საბადოებში, კერეიონში, კოლუმბია[1][2] აღმოჩენილი იქნა T. cerrejonensis-ის 28 დამოუკიდებელი ნაშთი. ამ აღმოჩენამდე ცოტაოდენი ნაშთი აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკის უძველეს ტროპიკულ გარემოში[3].
ვინაიდან გველებიცივსისხლიანები არიან, მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტროპიკები-ამ გველის საცხოვრებელი-გაცილებით ცხელი ადგილი ყოფილა, ვიდრე ამას გამოკვლევები ადასტურებენ. ტემპერატურას აქ, საშუალოდ, 32°C უნდა მიეღწია[5].
კოლუმბიაში აღმოჩენილ 28 გველიდან 8 განსაკუთრებით დიდი ზომით გამოირჩეოდა: მათი წონა - 1100 კილოგრამს აღწევდა, სიგრძე კი 12-15 მეტრს. დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე დიდი გველი ბადისებრი პითონია, სიგრძით 9 მეტრამდე, მწვანე ანაკონდა კი 7,5 მეტრს აღწევს.[6].