„Woman“ — ჯონ ლენონის 1981 წლის სიმღერა და სინგლი. იგი შეტანილია ლენონის უკანასკნელ სტუდიურ ალბომში Double Fantasy (1980). სიმღერის ტექსტის ავტორები არიან ლენონი და იოკო ონო. სიმღერა ეძღვნება ონოს და ყველა ქალს.[1]
სიმღერა იყო პირველი სინგლი ალბომიდან[2]. თავდაპირველად სინგლმა გაერთიანებულ სამეფოში #3 ადგილი დაიკავა, მაგრამ მოგვიანებით #1 ადგილზეც გადაინაცვლა. აშშ-ში სინგლმა #2 ადგილი დაიკავა. ახალ ზელანდიურ ჩარტებში სინგლმა #1 ადგილი დაიკავა. ეს პოზიცია მას 5 კვირის განმავლობაში ეკავა.
2005 წელს ოზი ოსბორნმა ამ სიმღერის საკუთარი ვერსია გამოუშვა, რომელიც შევიდა მის 2005 წლის ალბომ Under Cover-ში.