მიმი სმითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმი სმითი
მშობლიური სახელი მერი ელიზაბეთ სტენლი
ინგლ. Mary Elizabeth Stanley
დაბადების თარიღი 24 აპრილი, 1906
ლივერპული, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 6 დეკემბერი, 1991 (85 წლის)
პული, დორსეტის საგრაფო, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა დიასახლისი, მედდა, მდივანი
მეუღლე(ები) ჯორჯ სმითი
(1939–1955)
მშობლები მამა: ჯორჯ სტენლი
ინგლ. George Stanley
დედა: ენი ჯეინ მილუორდი
ინგლ. Annie Jane Millward

მერი ელიზაბეთ „მიმი“ სმითი (ინგლ. Mary Elizabeth (Mimi) Smith; ქალწულობის გვარი სტენლი, ინგლ. Stanley; დ. 24 აპრილი, 1906, ლივერპული, ინგლისი — გ. 6 დეკემბერი, 1991, პული, დორსეტის საგრაფო, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსისა და კომპოზიტორის, „The Beatles-ის“ დამაარსებლის ჯონ ლენონის დეიდა. იყო სტენლების ოჯახში ხუთი დიდან ყველაზე უფროსი.

ჯონ ლენონმა მიმისა და მისი მეუღლის, ჯორჯ სმითის სახლში თავისი ბავშვობის უდიდესი ნაწილი გაატარა. მას მიმი მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე არასდროს მიუტოვებია და რაც არ უნდა შორს ყოფილიყო მისგან, კვირა ისე არ გაივლიდა, რომ ერთხელ მაინც არ დაერეკა საყვარელი დეიდისათვის.

როდესაც The Beatles-მა დიდ წარმატებას მიაღწია, ჯონმა მიმის პულში, დორსეტი, ბუნგალო შეუძინა, სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე, ანუ 1991 წლამდე ცხოვრობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]