Cold Turkey

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Cold Turkey“
სინგლიჯონ ლენონი
გამოსვლის თარიღი 24 ოქტომბერი 1969
ჩაიწერა 28 სექტემბერი 1969
ჟანრი მძიმე როკი
ხანგრძლივობა 5:01
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple Records
პროდიუსერი ჯონ ლენონი და იოკო ონო
ჯონ ლენონი — სინგლების ქრონოლოგია
„Give Peace a Chance“
(1969)
Cold Turkey
(1969)
„Instant Karma!“
(1970)

Cold Turkeyჯონ ლენონის სიმღერა. მან ის დაწერა ჯგუფ The Plastic Ono Band-ში მოღვაწეობისას. პირველად ამ სიმღერის შესრულება მოხდა კანადის ქალაქი ტორონტოში. მოგვიანებით უკვე ეს სიმღერა შევიდა ჯონ ლენონის საკონცერტო ალბომ Live Peace In Toronto 1969. ამ სიმღერას ჯონ ლენონთა ერთად სხვა ცნობილი მომღერლებიც ასრულებდნენ ტორონტოს კოცერტზე, მათგან აღსანიშნავია ერიკ კლეპტონი (სოლო გიტარა), კლაუს ფორმანი (ბასი), ალან უაიტი (დასარტყმელი საკრავები) და დამატებითი ვოკალისტი იოკო ონო.

სიმღერა სინგლის სახით გამოიცა 1969 წლის ოქტომბერში და ეს იყო ჯონ ლენონის მეორე სოლო სინგლი ("Give Peace a Chance" იყო პირველი სინგლი). ამ პერიოდისთვის ლენონ/მაკ-კარტნის პარტნიორობა დასრულებული იყო და ჯონ ლენონს ახალი სოლო კარიერა დაწყებული ჰქონდა. ეს სიმღერა ჩაწეილი იქნა ები-როუდის სტუდიებიში. ამ პერიოდისთვის უკვე ჯონ ლენონი აქტიურადაა ჩართულია პაცეფისტურ საქმიანობაში, ის პროტეტს გამოთქვამდა დიდი ბრიტანეთის ინსპირირებით დაწყებულ ნიგერიის სამოქალაქო ომზე, ლენონი ასევე თავის უკმაყოფილებას გამოთქვამდა ამერიკელების მიერ დაწყებულ ვიეტმანის ომზე. ანტი ომის პროპაგანდა ლენონის სიმღერებში, ბლომადაა.

ეს სიმღერა შევიდა ლენონის 1972 წლის ექსპერიმენტული ხასიათის მქონე ალბომ Some Time in New York City, ამ ალბომში შესულ სიმღერების უმრავლესობაში ჯონთან ერთად სხვა ცნობილი მომღელებიც მონაწილეობდა მთ შორის აღსანიშნავია კიტ მუნი, ჯორჯ ჰარისონი და ერიკ კლეპტონი.

ეს სიმღერა ასევე შევიდა ჯონ ლენონის 1975 წელს გამოშვებულ პირველ კრებულ Shaved Fish-ში.

2005 წელს ჟურნალმა Q-მ, სიმღერა "Cold Turkey" მოათავსა 74 პოზიციაზე, 100 საუკეთესო გიტარის კომპოზიციაში.

ადგილი ჩარტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1969) მაქსიმალური
პოზიცია
ნიდერლანდის ტოპ 40[1] 39
გ.ს სინგლების ჩარტი[2] 14
ჩარტი (1970) მაქსიმალური
პოზიცია
აშშ ბილბორდის ცხელი ასეული[3] 30

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. De Nederlandse Top 40, week 50, 1969. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-08. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2008 (2008-12-05).
  2. everyhit.com search results. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2008 (2008-12-05).
  3. Allmusic - John Lennon - Billboard Singles. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2008 (2008-12-05).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Cold_Turkey&oldid=4585678“-დან