Live in New York City (ჯონ ლენონის ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Live in New York City

საკონცერტო ალბომი - ჯონ ლენონი
გამოცემის თარიღი 10 თებერვალი 1986 (1986-02-10)
ჩაიწერა 30 აგვისტო 1972, მედისონ-სკვერ-გარდენი
ჟანრი როკ-ენ-როლი, როკი, ბლუზ-როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 42:30
ლეიბლი Parlophone/EMI
Capitol (ჩრდილოეთი ამერიკა)
პროდიუსერი იოკო ონო
ჯონ ლენონი - ქრონოლოგია
Milk and Honey
(1984)
Live in New York City
(1986)
Menlove Ave.
(1986)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 2.5/5 stars[1]
MusicHound 2.5/5 stars[2]
Rolling Stone (კეთილგანწყობილი)[3]
The Rolling Stone Album Guide 3/5 stars[4]

Live in New York Cityჯონ ლენონის საკონცერტო ალბომი. გამოვიდა მუსიკოსის სიკვდილშემდგომ, 1996 წელს. იგი მოამზადა იოკო ონომ.

გამოსვლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასალა, შეტანილი ამ ალბომში, ჩაწერილია 1972 წლის 30 აგვისტოს ნიუ-იორკში, მედისონ-სკვერ-გარდენზე, სადაც გაიმართა ორი კონცერტი, პირველი დღისით, მეორე კი - საღამოს. კონცერტი საქველმოქმედო იყო და მიზნად ისახავდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვების ფულად დახმარებას, ლენონის მეგობარ ჯერალდო რივერას თხოვნით. რივერა თავად წარადგენს იოკოს და ჯონს ჩანაწერის დასაწყისში. იგი აგრეთვე ნახსენებია პირველ სიმღერაში, იმპროვიზებულ ტექსტში "New York City."

ლენონის გარდა კონცერტებში ეგიდით One to One მონაწილეობდნენ სტივი უანდერი, რობერტა ფლეკი, მელანი საფკა და Sha-Na-Na, თუმცა მათი გამოსვლა არც ამ ალბომში მოხვდა, არც ოფიციალურ ვიდეოში.

Live in New York City ასახავს ლენონის უკანასკნელ სრულ კონცერტს, ჩატარებულს უკვე Some Time in New York City-ს გამოცემის შემდეგ. ონოსთან და ჯონთან ერთად უკრავს ჯგუფი Elephant's Memory, რომელიც Some Time in New York City-ს ჩაწერაში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მასალა, შესრულებული ამ კონცერტებზე, აღებული იყო იმ პერიოდის სამი უკანასკნელი ალბომიდან (John Lennon/Plastic Ono Band, Imagine და Some Time in New York City), სეტლისტში აგრეთვე შეტანილია The Beatles-ის ჰიტი "Come Together" და მიძღვნა ელვის პრესლისადმი, "Hound Dog", შემდეგ კი მაყურებლები ჯონთან ერთად მღერიან "Give Peace a Chance"-ს. "Come Together", რომელიც სინამდვილეში რე მინორის ტონალობაშია ჩაწერილი, კონცერტზე მი მინორის ტონალობაში სრულდება.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი - ჯონ ლენონი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
  1. New York City – 2:56
  2. It's So Hard – 3:18
  3. Woman Is the Nigger of the World (ჯონ ლენონი/იოკო ონო) – 5:30
  4. Well Well Well – 3:51
  5. Instant Karma! – 3:40
მხარე 2
  1. Mother – 5:00
  2. Come Together (ლენონი/მაკ-კარტნი) – 4:21
  3. Imagine – 3:17
  4. Cold Turkey – 5:29
  5. Hound Dog (ლიბერი/სტოლერი) – 3:09
  6. Give Peace a Chance – 1:00

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Power to the People
  2. New York City
  3. It's So Hard
  4. Woman Is the Nigger of the World (ლენონი/ონო)
  5. Sisters O Sisters (ონო)
  6. Well Well Well
  7. Instant Karma!
  8. Mother
  9. Born in a Prison (ონო)
  10. Come Together (ლენონი/მაკ-კარტნი)
  11. Imagine
  12. Cold Turkey
  13. Hound Dog (ლიბერი/სტოლერი)
  14. Give Peace a Chance

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Live in New York City საიტზე AllMusic
  2. Gary Graff & Daniel Durcholz (eds), MusicHound Rock: The Essential Album Guide, Visible Ink Press (Farmington Hills, MI, 1999; ISBN 1-57859-061-2), p. 667.
  3. http://www.rollingstone.com/artists/johnlennon/albums/album/134866/review/5945312/live_in_new_york_city დაარქივებული 13 ივლისი 2007 საიტზე Wayback Machine
  4. John Lennon: Album Guide | Rolling Stone Music. Rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 February 2014. წაკითხვის თარიღი: 16 August 2014.