Who Do We Think We Are

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Who Do We Think We Are

სტუდიური ალბომი - Deep Purple
გამოცემის თარიღი იანვარი, 1973 (აშშ)
თებერვალი, 1973 (ბრიტანეთი)
ჩაიწერა ივლისი, 1972 (რომი)
ოქტომბერი, 1972 (ფრანკფურტი)
ჟანრი მძიმე როკი
ხანგრძლივობა 34:27 (ორიგინალური გამოცემა)
72:31 (2000 წლის კომპაქტ-დისკი)
ლეიბლი EMI / Purple (ბრიტანეთი)
Warner Bros. (აშშ)
პროდიუსერი Deep Purple
Deep Purple – ქრონოლოგია

Machine Head
(1972)
Who Do We Think We Are!
(1973)
Burn
(1974)
სინგლები ალბომიდან Who Do We Think We Are
  1. „Woman from Tokyo“
    გამოვიდა: 1973
  2. „Super Trouper / Blood Sucker“
    გამოვიდა: 1973 (მხოლოდ ევროპაში)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2/5 stars[1]
Sputnik Music 2/5 stars[2]

Who Do We Think We Areმძიმე როკ ჯგუფ Deep Purple-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1973 წელს. იგი ჩაიწერა რომსა და ფრანკფურტში, პორტატულ ხმისჩამწერ სტუდიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ „Woman from Tokyo“ პოპულარული სინგლი იყო, ალბომი არ იყო ისეთი გაყიდვადი და წარმატებული, როგორიც წინა სტუდიური დისკები. მიუხედავად ამისა, Deep Purple კვლავ იყო აშშ-ში 1973 წლის ყველაზე გაყიდვადი ჯგუფი.

„Woman from Tokyo“ ჩაიწერა 1972 წლის ივლისში. მასში საუბარი იაპონიაში პირველ მოგზაურობაზე. რომში ასევე ჩაიწერა Painted Horse. ალბომის დარჩენილი ნაწილი ჩაიწერეს გერმანიაში. „Mary Long“ და „Rat Bat Blue“ ჟღერს Deep Purple-ის კლასიკურ სტილში, თუმცა უფრო ახლოს არის რიჩი ბლეკმორის ჯგუფთან რეინბოუ. „Place in Line“ ბნელი ბლუზის განწყობას ატარებს და ჰგავს Deep Purple-ის „Child in Time“-ს.

ალბომის ციფრული რემასტერინგი 2000 წელს გამოიცა დამატებით სიმღერებთან ერთად. „First Day Jam“, მაგალითად, არის ხანგრძლივი ინსტრუმენტული ჯემი, რომელსაც ასრულებენ ბლეკმორი (ბას გიტარა), ჯონ ლორდი და იენ პეისი. როჯერ გლოვერი ამ დროს სტუდიაში არ იმყოფებოდა.

იენ გილანმა ალბომის ჩაწერის შემდეგ დატოვა ჯგუფი, მისივე თქმით, ბლეკმორთან უთანხმოებების გამო. ამასთან, 1984 წელს დისკის Perfect Strangers გამოცემის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა: 18 თვე ვიმოგზაურეთ და უკვე დრო და დრო ავად ვიყავით. ჩვენ რომ კარგი მენეჯმენტი გვყოლოდა, გვეტყოდა - ’შევჩერდეთ. დაისვენეთ სამი თვით. ინსტრუმენტიც არ დავინახო თქვენს ხელში’. სინამდვილეში კი გვაწვებოდნენ და ალბომი დროზე დაგვასრულებინეს. უნდა შევჩერებულიყავით. ასე რომ გაგვეკეთებინა, Deep Purple დღემდე იარსებებდა.

Mk II შემადგენლობით ჯგუფის უკანასკნელი კონცერტი გაიმართა ოსაკაში (იაპონია), 1973 წლის 29 ივნისს. როჯერ გლოვერმა ასევე ოფიციალურად დატოვა ჯგუფი, მას შემდეგ რაც 15 ივნისს შეიტყო, რომ ბლეკმორს მისი გაგდება სურს.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ტექსტის ავტორი — რიჩი ბლეკმორი, იენ გილანი, როჯერ გლოვერი, ჯონ ლორდი და იენ პეისი.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Woman from Tokyo“5:48
2.„Mary Long“4:23
3.„Super Trouper“2:54
4.„Smooth Dancer“4:08
#სახელწოდებახანგრძლივობა
5.„Rat Bat Blue“5:23
6.„Place in Line“6:29
7.„Our Lady“5:12

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Allmusic review
  2. http://www.sputnikmusic.com/review/31974/Deep-Purple-Who-Do-We-Think-We-Are!/