სტივ მორსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივ მორსი
Steve Morse 2005.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1954 (1954-07-28) (61 წლის)
წარმოშობა ჰამილტონი, ოჰაიო, აშშ
ჟანრ(ებ)ი ინსტრუმენტული როკი, პროგრესული როკი, მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ჯაზ-ფიუჟენი[1]
საქმიანობა გიტარისტი, მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარები
აქტიური 1969 - დღემდე
ასოციაციები Dixie Dregs, Kansas, Deep Purple, Living Loud, Angelfire, Flying Colors
საიტი ოფიციალური საიტი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Music Man Steve Morse Signature guitar, Fender Telecaster

სტივენ ჯეი მორსი (დ. 28 ივლისი, 1954, ოჰაიო, აშშ) — მძიმე როკ-ჯგუფ Deep Purple-ის სოლო გიტარისტი. მისი კარიერა მოიცავს როკის, ქანთრი, ჯაზის, კლასიკისა და ამ მუსიკალურ მიმდინარეობათა ნაზავს. მორსი Deep Purple-ის წევრია 1994 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სტივის მშობლები პროფესიით ფსიქოლოგები იყვნენ. ჰამილტონიდან ოჯახი ტენესიში გადავიდა, შემდეგ ქალაქ იპსილენტში (მიჩიგანი), სადაც სტივმა ბავშვობა გაატარა.მიუხედავად იმისა, რომ მორსი ფორტეპიანოსა და კლარნეტზე უკრავდა, მან საბოლოოდ გიტარა აირჩია.

სტივი თავის ძმა დეივთან ერთად უკრავდა ჯგუფ The Plague-ში. რიჩმონდის აკადემიაში მორსი შეხვდა ბასისტ ენდი ვესტს. მათ ჯონ კართან (კლავიშები), ფრენკ ბრიტინჰემსა (გიტარა და ვოკალი) და დეივ მორსთან (დასარტყმელი საკრავები) ერთად შექმნეს ჯგუფი Dixie Grits, თუმცა ჯგუფმა დიდხანს არ იარსება.

ვესტი და მორსი აგრძელებდნენ ერთად დაკვრას, მანამდე სანამ სტივი სკოლიდან გარიცხეს (მან უარი განაცხადა, თმები შეეჭრა). სტივმა მაიამის უნივერსიტეტში ჩააბარა. 1970-იან წლებში იქ რამდენიმე, მომავალში ცნობილი მუსიკოსი სწავლობდა. ენდი ვესტიც მაიამის უნივერსიტეტში მოხვდა.

1993 წელს Deep Purple-ის ალბომ The Battle Rages On-ის მხარდამჭერ ტურნეს დროს, რიჩი ბლექმორმა ჯგუფი დატოვა. სანამ ჯგუფში სტივს აიყვანდენ, ტურნეს დასასრულებლად დროებით გიტარისტი ჯო სატრიანი მოიწვიეს. მას შემდეგ მორსი Deep Purple-ის წევრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Steve Huey The Dixie Dregs. Allmusic