ტომი ბოლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტომი ბოლინი
Rock guitarist Tommy Bolin.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1951
დაბ. ადგილი Sioux City
გარდ. თარიღი 4 დეკემბერი, 1976 (25 წლის)
გარდ. ადგილი მაიამი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, ბლუზ-როკი, ფანკ-როკი, ჯაზ-ფიუჟენი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი, ფორტეპიანო, ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1966–1976
ლეიბლ(ებ)ი Columbia
ასოციაციები Zephyr, ბილი კობემი, James Gang, Deep Purple, Moxy
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Stratocaster
Gibson Les Paul
საიტი ოფიციალური საიტი
ტომი ბოლინი ვიკისაწყობში
Tommy Bolin.jpg

ტომას რიჩარდ „ტომი“ ბოლინი (Thomas Richard „Tommy“ Bolin; 1 აგვისტო 1951, ქალაქი სიუ, აიოვა - 4 დეკემბერი 1976) ამერიკელი გიტარისტი და სიმღერების ავტორი. ცხოვრების მანძილზე მოღვაწეობდა ჯგუფებში Zephyr (1969-1971 წლებში), James Gang (1973-1974 წლებში) და Deep Purple (1975-1976 წლებში). ასევე გაითქვა სახელი სოლო კარიერითაც.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომიმ გიტარაზე დაკვრა ადრეულ ასაკში დაიწყო. ბოლინი უკრავდა გჯუფ American Standard-ში, შემდეგ შეუერთდა ჯგუფ Ethereal Zephyr. ჯგუფს ერქვა მატარებლის სახელი, რომელიც დენვერიდან ჩიკაგომდე დადიოდა. როდესაც ხმის ჩამწერი სტუდიები ჯგუფით დაინტერესდნენ, ჯგუფს სახელად მხოლოდ Zephyr დატოვეს.

ამ დროისათვის შემადგენლობაში იყვნენ ტომი ბოლინი (გიტარა), დევიდ გივენსი (ბას-გიტარა) და გივენსის მეუღლე ქორდი გივენსი (ვოკალი).

ორი ალბომის ჩაწერის შემდეგ ბოლინმა გადაწყვიტა ახალი პროექტები განეხორციელებინა. 1972 წელს 20 წლის ასაკში მან შექმნა ჯაზ-როკ-ბლუზ გჯუფი სახელად Energy . ჯგუფის რამდენიმე ალბომი მხოლოდ ტომის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. 1975 წელს ტომი ბოლინმა ჯგუფიდან წასული რიჩი ბლეკმორი შეცვალა და Deep Purple-ს შეუერთდა.1975 წელს აშშ-ში გამოვიდა ალბომი მოდი გასინჯე ჯგუფი. მიუხედავად კრიტიკოსთა განსხვავებული აზრისა, ახალმა ალბომმა გამოაცოცხლა ჯგუფი და ახალი ჟღერადობა შესძინა მათ მუსიკას. ბოლინის გავლენა მნიშვნელოვანი იყო, მას მრავალი ახალი იდეა ჰქონდა. თუმცა ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებამ მას მათ განხორციელებაში ხელი შეუშალა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარკოტიკებისადმი მიჯაჭვულობის გამო ტონი ბოლინი ხშირად ვერ ახერხებდა გიტარაზე დაკვრას. მის გამო კონცერტის გადადებაც ბევრჯერ მოუწიათ Deep Purple-ის წევრებს. 1968-1976 წლების Deep Purple-ის ფინალური შოუს დროს, გიტარის სოლოს შესრულებისას, ჰეროინის ცუდად შერეული დოზის გამო ბოლინს მარცხენა ხელი დროებით წაერთვა. Deep Purple-ის დაშლის შესახებ საბოლოდ 1976 წლის ივლისში გამოაცხადეს.მაგრამ ნამდვილი ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც ბოლინმა თავის მეორე სოლო ალბომზე ფრაივით აის დაამთავრა. წლის 4 დეკემბერს , მაიამიში, ბოლინი მისმა მეგობარმა გოგონამ უგონოდ იპოვა. როდესაც ტონის გაღვიძება ვერ შესძლო, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მაგრამ უკვე გვიან ოყო. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სხვადასხვა სახის ნარკოტიკით ინტოქსიკაცია დასახელეს. ტომი ბოლინი მხოლოდ 25 წლის იყო.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Patch of Blue[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Zephyr[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Energy[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

James Gang[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილი კობემი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Alphonse Mouzon[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Moxy[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Deep Purple[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიძღვნილი ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mister Bolin's Late Night Revival (2010)
  • Great Gypsy Soul (2012)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]