გლენ ჰიუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰიუზი.
გლენ ჰიუზი
Glenn Hughes 2012.jpg
ბიოგრაფია
მეტსახელი „როკის ხმა“
დაბ. თარიღი 21 აგვისტო, 1952 (1952-08-21) (64 წლის)
წარმოშობა კენოკი, სტაფორდშირის საგრაფო, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი
საქმიანობა გიტარისტი, მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა
აქტიური 1967 - დღემდე
საიტი ოფიციალური საიტი

გლენ ჰიუზი (ინგლ. Glenn Hughes; დ. 21 აგვისტო, 1952, კენოკი, სტაფორდშირის საგრაფო) — ინგლისელი ბას გიტარისტი და მომღერალი, ასევე ცნობილი, როგორც „როკის ხმა“. 1960-იანი წლების ბრიტანული ფანკ როკ-ჯგუფ Finders Keepers-ის ლიდერი, შემდეგ უკრავდა ჯგუფ Trapeze-ში. 1980-იან წდებში იყო Black Sabbath-ის წამყვანი მომღერალი. დევიდ კოვერდეილთან ერთად უკრავდა მძიმე როკ ჯგუფ Deep Purple-ში. 1976 წელს Deep Purple-ის დაშლის შემდეგ ჰიუზმა დაიწყო სოლო კარიერა.

1980-იან წლებში გლენ ჰიუზმა ალბომები ჩაწერა ისეთ ჯგუფებსა და მუსიკოსებთან როგორიცაა: Phenomena, გარი მური, Black Sabbath. მაგრამ 1980-იან წლების ბოლოს ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებამ ჰიუზი ჩამოაშორა მუსიკალურ კარიერას. გლენი მხოლოდ 1990-იან წლებში დაუბრუნდა სცენას. 1999 წელს ჰიუზმ ტეხასში მოაწყო ტომი ბოლინისადმი მიძღვნილი ტურნე, სადაც ტომის ძმა ჯონისთან ერთად (დასარტყმელი საკრავები) შეასრულა ტომი ბოლინის სიმღერები.

2005 წელს თავის ძველ მეგობართან ჯგუფ Black Sabbath-ის გიტარისტ ტონი აიომისთან ერთად ჩაწერა ალბომი Fused.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: