Wet Dream — რიჩარდ რაიტის პირველი სოლო-ალბომი, რომელიც გამოვიდა 1978 წელს. იგი წარუმატებელი იყო, მაგრამ წლების შემდეგ პინკ ფლოიდის მოყვარულების ინტერესი მის მიმართ გაიზარდა. ალბომის ყველა სიმღერის ერთადერთი ავტორი რიჩარდია, გარდა „Against the Odds-ისა“, რომელიც თავის მეუღლესთან, ჯულიეტ რაიტთან ერთად, დაწერა. სიმღერა „Pink's Song“ ეძღვნება მათი შვილების მასწავლებელს.
„ ამ ალბომით ძალები მოვიკრიბე პინკ ფლოიდის შემდეგი ალბომის ჩასაწერად . “
ალბომის ყდა შექმნა სტორმ თორგერსონის დიზაინერულმა ჯგუფმა Hipgnosis. დღესდღეობით, ბრიტანეთში ალბომი ოფიციალურად აღარ გამოდის, თუმცა 1990-იან წლებში გამოვიდა აშშ-სა და კანადაში, 2008 წელს კი, რაიტის სიკვდილის შემდეგ, — ავსტრალიაში.