The Voice (აშშ)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
The Voice
TheVoiceTitleCard.png
ჟანრი რეალითი შოუ
ავტორი ჯონ დე მოლი
რეჟისორი ალან კარტერი [1]
წამყვანი კერსონ დეილი
ალისონ ჰეისლიპი (2011)
კრისტინა მილიანი (2012–13)
ჟიური კრისტინა აგილერა
ადამ ლევინი
ბლეიკ შელტონი
სი ლოუ გრინი (2011–13)
შაკირა (2013-14)
აშერი (2013-14)
გვენ სტეფანი (2014-)
ფარელ უილიამსი (2014-)
კომპოზიტორი მარტინ შიმერი
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 12
ეპიზოდი 299
საიტი nbc.com/the-voice/

The Voice — ამერიკული ვოკალისტების რეალითი შოუ, რომელიც NBC-ზე გადის. ის ეფუძნება ჰოლანდიის The Voice-ს, რომელის მიზანია იპოვოს ახალი ნიჭიერი (სოლო ან დუეტი) შემსრულებლები 15 წლიდან ზევით[2] ქასთინგის საშუალებით. გამარჯვებული ვლინდება ტელემაყურებლის ხმის მიცემით ტელეფონის, ინტერნეტის, SMS ტექსტის და iTunes Store-ის მეშვეობით. გამარჯვებული იღებს 100,000 აშშ დოლარს და შოუში გამრჯვებისთვის Universal Music Group-ში უწერენ ალბომს. ამერიკის The Voice-ს ამდროისთვის 6 გამარჯვებული ჰყავს: ხავიერ კოლონი, ჯერმეინ პოლი, კასადე პოპი, დენიელ ბრედბერი, ტესეან ჩინი და ჯოშ კაუფმენი.

The Voice გამოვიდა 2011 წლის 26 აპრილს. შოუ გახდა NBC-ის ჰიტი, რომელიც მოგვიანებით გაუმჯობესდა, როდესაც 2012 წლის 10 სექტემბერს მესამე სეზონი გამოვიდა. შოუს აქვს მწვრთნელების პანელი, რომელიც აფასებს მომღერლის გამოსვლას. ყველა მწვრთნელი ხელმძღვანელობს თავის გუნდს, რომელშიც მისივე არჩეული მომღერლები შედიან. ისინი ცდილობენ გახდნენ გამარჯვებული მომღერლის მწვრთნელი. პანელის ნამდვილ მწვრთნელებში შედიან ადამ ლევინი, ბელიკ შელტონი, კრისტინა აგილერა და სი ლოუ გრინი. შაკირამ და აშერმა აგილერა და გრინი მეოთხე და მეექსვსე სეზონებში ჩაანაცვლეს. ანალოგიურად, ფარელ უილიამსმა და გვენ სტეფანიმ შაკირა და აშერი მეშვიდე სეზონში შეცვალეს.[3][4]

კონცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლანდიის The Voice-ის ადაპტაციის მიხედვით, NBC-მ 2010 წლის დეკემბერში დააანონსნა, რომ შოუს სახელი The Voice of America იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით მან სახელი შეამოკლა The Voice-ით.[5] ყველა სეზონში გამარჯვებული იღებს $100,000-ს და Universal Republic Records-ში (1 და 2 სეზონებში) და Universal Music Group-ში (მესამე სეზონი–) ალბომს უწერენ.

არჩევის პროცესი და ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სეზონი იწყება „ბრმა ქასთინგით“, სადაც მწვრთნელები ირჩევენ მომღერლებს თავიანთი გუნდებისთვის (პირველ სეზონში 8; მეორე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სეზონებში 12; მესამე სეზონში 16), რომლებსაც ისინი მთელი სეზონის განმავლობაში მენტორობას გაუწევენ. მწვრთნელების სავარძლები მოქცეულია ზურგით მომღერლებისკენ, სანამ ისინი შესრულებას დაასრულებენ. თუ მწვრთნელი ღილაკს დააჭერს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ირჩევს კონკურსანტს. როდესაც მომღერალი თავის გამოსვლას დაასრულებს, იმ შემთხვევაში თუ მას ერთი მწვრთნელი შემოუტრიალდა ის ავტომატურად მის გუნდში ხვდება, მაგრამ თუ მას ერთზე მეტი შემოუტრიალდა, მას შეუძლია თავად აირჩიოს სასურველი მწვრთნელი.[6]

„რინგზე“ ყველა მწვრთნელი თავისი გუნდის ორ კუნკურსანტს აწყვილებს და ერთ-ერთი მათგანი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შემდეგ ტურში გადადის. თითოეულ სეზონში მწვრთნელს ეხმარება ცნობილი მენოტორი, რომელიც ყველა სეზონში სხვადასხვაა. „რინგს“ ახალი ელემენტი მესამე სეზონში დაემატა; მწვრთნელებს მიეცათ 2 „მოტაცება“ საშუალება, რაც მათ ანიჭებს იმის უფლებას, რომ კონკურსანტი, რომელიც სხვა გუნდიდან გამოეთიშა, თავის გუნდში წაიყვანოს.

ნოკაუტ რაუნდებიც მესამე სეზონში დაემატა. თითოეული გუნდიდან წყვილდება 2 მომღერალი, რომელებიც ინდივიდუალურად ასრულებენ თავიანთ სიმღერებს. კონკურსანტები მათი გამოსვლიდან რამდენიმე წუთით ადრე იგებენ თუ ვინ იქნებიან მათი მეტოქეები. ამ ტურში ისნი თავად ირჩევენ სიმღერას, თუმცა მათ მენოტრობას ისევ თავიანთი მწვრთნელები უწევენ. შესრულების დამთავრების შემდეგ მწვრთნელი თავად წყვეტს ვინ გადავა შემდეგ ტურში[6]. მეხუთე სეზონიდან ისევე, როგორც რინგზე, მწვრთნელებს საშუალება ეძლევათ „მოიტაცონ“ ერთი მომღერალი, რომელიც სხვა გუნდიდან გამოეთიშა.

მეექვსე სეზონში ნოკაუტ რაუნდი „რინგის მეორე რაუნდმა“ ჩაანაცვლა[6]. ნოკაუტ რაუნდების მსგავსად, თითოეული კონკურსანტი დაწყვილდება თავისი გუნდის წევრთან. ერთი ცნობილი მრჩეველი ოთხივე მწვრთნელს დაეხმარება თავისი გუნდის მომზადებაში. მწვრთნელები რინგის წყვილს მისცემენ სიმღერების სიას და კონკურსანტები და მწვრთნელები ერთად გადაწყვეტენ რომელ სიმღერას იმღერებენ[7]. თითოეული მწვრთნელი გადაწყვეტს თუ რომელი კონკურსანტი გადავა შემდეგ ტურში. მათ აგრეთვე ეძლევათ ერთი „მოტაცების“ საშუალება.

მწვრთნელები (ყოფილი და ამჟამინდელი)

შოუს საბოლოო ეტაპი „ლაივ შოუებია“, სადაც მომღერალი ყოველ კვირა მაყურებლის ეთერში წარდგება. კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს გამარჯვებული ხდება. მწვრთნელებს აქვთ უფლება გადაარჩინონ ერთი მომღერალი, რომელმაც ვერ მიიღო საკმარისი ხმა შემდეგ ლაივ შოუზე გადასასვლელად. მეორე სეზონიდან კონკურსანტებს შანსი ეძლევათ შეასრულონ ერთი დამატებითი სიმღერა, რომლითაც მწვრთნელების "გულს მოიგებენ". პირველ და მეორე სეზონში თითოეული გუნდიდან ფინალში ერთი მომღერალი გადადიოდა. თუმცა მესამე სეზონიდან წესები შეიცვალა; კონკურსანტი, რომელიც ხმების ყველაზე დაბალ რაოდენობას მიიღებს, პროექტს ეთიშება. ფინალში სამი კონკურსანტი გადის, რომელთაგანც შესაძლებელია ყველა მათგანი ერთი გუნდიდან იყოს.[8]

მწვრთნელები და წამყვანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Gnarls Barkley-ის წევრი, სი ლოუ გრინი და Maroon 5-ის სოლისტი, ადამ ლევინი 2011 წლის თებერვალში[9] მწვრთნელებად დასახლედნენ, ხოლო ამავე წლის მარტში მათ კრისტინა აგილერა[10] და ბლეიკ შელტონი შეუერთდნენ[11]. აიგლერა და გრინი მეოთხე სეზონში აღარ დაბრუნდნენ და ისინი შაკირამ და აშერმა ჩაანაცვლეს, როგორც შემცვლელმა მწვრთნელებმა[12]. მეხუთე სეზონში აგილერა და გრინი კვლვ დაბრუნდნენ, ხოლო შაკირამ და აშერმა მეექსვსე სეზონში ისინი კვლავ ჩაანაცვლეს.[13][14] 2014 წლის თებერვალში, ელენ დეჯენერესთან ინტერვიუში, გრინმა განაცხადა, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა The Voice-ში.[15] 2014 წლის 31 მარტს დაანონსდა, რომ ფარელ უილიამსი გახდებოდა გრინის ჩამნაცველებელი.[3] 2014 წლის 19 აპრილს დაანონსდა, რომ აგილერას ორსულობის გამო მას მეშვიდე სეზონში No Doubt-ის სოლისტი, გვენ სტეფანი შეცვლიდა[4]. 2014 წლის 20 მაისს შაკირამ და აშერმა განაცხადეს, რომ მეექსვსე სეზონის შემდეგ, ისინი მიხედავენ თავიანთ კარიერას. თუმცა არ გამორიცხავენ იმას, რომ The Voice-ში დაბრუნდებიან.[16] 2014 წლის 14 ოქტომბერს NBC-მ ოფიციალურად დააანონსა, რომ 2015 წელს მწვრთნელების პანელს კრისტინა აიგლერა დაუბრუნდებოდა.[17]

კერსონ დეილი შოუს პირველივე სეზონიდან მისი წამყვანია[18]. ალისონ ჰეისლიპი იყო წამყვანი კულისებს მიღმა და ონლიან და სოციალური მედიის კორესპონდენტი[19], რომელიც შემდგომში კრისიტნა მილიანმა ჩაანაცვლა. მილიანი აღარ დაბრუნებულა მეხუთე სეზონში, რადგან იგი Dancing with the Stars-ის მე-17 სეზონის წამყავი გახდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სოციალური მედიის კორესპონდენტობაც დეილს ევალებოდა.

მწვრთნელების მრჩეველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ადამ ლევინი სი ლოუ გრინი კრისტინა აგილერა ბლეიკ შელტონი სქოლიო
1 ადამ ბლექსტონი მონიკა სია ფურლერი რება მენტირი [20]
2 ალანის მორისეტი
რობინ თიკი
Babyface
Ne-Yo
Jewel
ლაიონელ რიჩი
კელი კლარკსონი
მირანდა ლამბერტი
[21]
3 მერი ჯეი ბლაიჯი რობ თომასი
ჯენიფერ ჰადსონი1
ბილ ვითერსი2
პატ მონაჰანი3
ბილი ჯო არმსტრონგი
რონ ფეირი1
მაიკლ ბუბლეი
სკოტ ჰენდრიკსი1
[22]
[23]
[24]
4 ჰილარი სკოტი4 შაკირა აშერი შერილ კროუ4 [25]
[26]
[27]
[28]
ჯოელ მადენი
სი ლოუ გრინი4
ფარელ უილიამსი4
აკომონ ჯონსი5
ტეილორ სვიფტი6
5 რაიან ტედერი სი ლოუ გრინი კრისტინა აგილერა შერი [29]
[30]
მიგელი ედ შირანი
ჯერი სლოუტერი7
6 ალოე ბლეკი
კრის მარტინი8
გრემ ნეში9
ჯეიმზ ვალენტაინი10
შაკირა აშერი The Band Perry
კრის მარტინი8
სკოტ ჰენდრიკსი9
გვენ სებასტიანი10
[31]
[32]
[33]
[34]
[35]
მირანდა ლამბერტი
კრის მარტინი8
busbee9
ჯილ სკოტი
კრის მარტინი8
Natural9
7 სტივი ნიქსი
ტეილორ სვიფტი
პეტრიკ სტამპი
გვენ სტეფანი ფარელ უილიამსი Little Big Town
ტეილორ სვიფტი
კოლბი კელეიტი
[36]
[37]
[38]
[39]
[40]
გევინ როსდეილი
ტეილორ სვიფტი
კრისტინა აგილერა
ალიშა კისი
ტეილორ სვიფტი
დაიანა როსი
8 ელი გოლდინგი
ნეიტ რუესი
რიბა მაკინტაირი
დევიდ ალან სტიუარტი
აშერი
ფარელ უილიამსი კრისტინა აგილერა მეგან ტრეინორი
ნეიტ რუესი
რიბა მაკინტაირი
სკოტ ჰენდრიკსი
სი ლოუ გრინი
[41]
[42]
[43]
[44]
[45]
ლაიონელ რიჩი
ნეიტ რუესი
რიბა მაკინტაირი
რაიან ტედერი
გვენ სტეფანი
ნიკ ჯონასი
ნეიტ რუესი
რიბა მაკინტაირი
მარკ რონსონი
გვენ სტეფანი

სერიების მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი პრემიერა ფინალი გამარჯვებული მეორე ადგილოსანი სხვა ფინალისტი(ები) გამარჯვებული მწვრთნელი წამყვენბი მწვრთნელები
1 26 აპრილი, 2011 29 ივნისი, 2011 ხავიერ კოლონი დია ფრამფტონი ვიკი მარტინეზი ადამ ლევინი კერსონ დეილი (მთავარი)
ალისონ ჰეისლიპი (კულისებს მიღმა)
ადამ ლევინი
სი ლოუ გრინი
კრისტინა აგილერა
ბლეიკ შელტონი
ბევერლი კლელენი
2 5 თებერვალი, 2012 8 მაისი, 2012 ჯერმეინ პოლი ჯულიეტ სიმსი ტონი ლუკა ბლეიკ შელტონი კერსონ დეილი (მთავარი)
კრისტინა მილიანი (კულისებს მიღმა)
კრის მენი
3 10 სექტემბერი, 2012 18 დეკემბერი, 2012 კასადე პოპი ტერი დერმოტი ნიკოლას დევიდი
4 25 მარტი, 2013 18 ივნისი, 2013 დანიელ ბრედბერი მიშელ ჩამუელი The Swon Brothers
ზაჩ და კოლტონ სვონი
ადამ ლევინი
შაკირა
აშერი
ბლეიკ შელტონი
5 23 სექტემბერი, 2013 17 დეკემბერი, 2013 ტესეან ჩინი ჯექი ლი ვილ ჩამპლინი ადამ ლევინი კერსონ დეილი ადამ ლევინი
სო ლოუ გრინი
კრისტინა აგილერა
ბლეიკ შელტონი
6 24 თებერვალი, 2014 20 მაისი, 2014 ჯოშ კაუფმენი ჯეიკ ვორთინგტონი კრისტინა გრიმი აშერი ადამ ლევინი
შაკირა
აშერი
ბლეიკ შელტონი
7 22 სექტემბერი, 2014 16 დეკემბერი, 2014 კრეიგ უეინ ბოიდი მეტ მეკენდრიუ კრის ჯემისონი ბლეიკ შელტონი ადამ ლევინი
გვენ სტეფანი
ფარელ უილიამსი
ბლეიკ შელტონი
დემიენ ლაუსონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. About 'The Voice'. NBC. წაკითხვის თარიღი: June 8, 2013.
  2. How to Audition for "The Voice". NBC. წაკითხვის თარიღი: May 17, 2013.
  3. 3.0 3.1 Bibel, Sara. Pharrell Williams Named Coach for Season 7 of 'The Voice'. Zap2it. წაკითხვის თარიღი: March 31, 2014.
  4. 4.0 4.1 Enriquez, Justin. “Gwen Stefani To Join The Voice As A Judge While A Pregnant Christina Aguilera Sits Out The Next Season.“, MailOnline. წაკითხვის თარიღი: April 18, 2014. 
  5. NBCUniversal (December 17, 2010). „NBC's New Singing Competition Series 'The Voice' (Working Title) Announces Open Auditions in Cities Across America in 2011“. პრეს-რელიზი. http://www.nbc.com/news/2010/12/17/nbcs-new-singing-competition-series-the-voice-working-title-announces-open-auditions-in-cities-acros/. წაკითხვის თარიღი: April 2, 2011.
  6. 6.0 6.1 6.2 The Voice – All Bios – Newest. NBC. წაკითხვის თარიღი: April 11, 2013.
  7. Twitter / NBCTheVoice: #BattlesRound2 Fun Fact: Coaches. Twitter.com (2014-03-27). წაკითხვის თარიღი: 2014-08-02.
  8. Zeba Blay. (May 13, 2012) 'The Voice' adds spinning chairs to battle rounds – The Voice News – Reality TV. Digital Spy. წაკითხვის თარიღი: November 1, 2012.
  9. Ng, Philiana. “Cee Lo Green, Maroon 5's Adam Levine Join NBC's 'The Voice'“, The Hollywood Reporter, February 28, 2011. წაკითხვის თარიღი: April 2, 2011. 
  10. Hibberd, James. (March 2, 2011) Official: Christina Aguilera joins NBC's 'The Voice'. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: April 2, 2011.
  11. Ng, Philiana. “Blake Shelton Joins NBC's 'The Voice' as Fourth Judge“, The Hollywood Reporter, March 7, 2011. წაკითხვის თარიღი: April 2, 2011. 
  12. Prudom, Laura. “'The Voice' Shake-Up: Find Out Who's Replacing Christina & Cee Lo Next Season“, Huffington Post, September 17, 2012. 
  13. Gil Kaufmann. (May 14, 2013) Christina Aguilera Returning To 'The Voice,' Cee Lo Green Near Deal. MTV News. Viacom. წაკითხვის თარიღი: May 15, 2013.
  14. James Hibberd. (May 16, 2013) 'The Voice': Shakira, Usher, Cee Lo ALL coming back. Entertainment Weekly. Time Inc.. წაკითხვის თარიღი: May 18, 2013.
  15. Cee Lo Green: I'm Not Returning to 'The Voice' (Video)
  16. Harnick, Chris. “Are Usher and Shakira Done With The Voice? Get the Latest Scoop!“, E!Online. წაკითხვის თარიღი: May 20, 2014. 
  17. See Which Coaches Are Returning to The Voice — And Who Isn't!“, TV Guide, tvguide.com, October 14, 2014. წაკითხვის თარიღი: October 14, 2014. 
  18. Carson Daly to Host NBC's 'The Voice'“, The Hollywood Reporter, February 1, 2011. წაკითხვის თარიღი: April 2, 2011. 
  19. NBC Names Alison Haislip, G4's "Attack of the Show!", As Backstage Online and Social Media Correspondent for New Musical Competition Series "The Voice". The Futon Critic (March 28, 2011). წაკითხვის თარიღი: April 2, 2011.
  20. NBC's 'The Voice' enlists Monica, Reba McEntire, Sia and Adam Blackstone as advisors“, The L.A. Times Music Blog, Los Angeles Times, April 29, 2011. წაკითხვის თარიღი: 6 June 2013. 
  21. Goldberg, Lesley. “'The Voice' Nabs Ne-Yo, Robin Thicke, Miranda Lambert, 5 More As Advisers“, The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: 6 June 2013. 
  22. Kimberly Nordyke. (July 27, 2012) Green Day's Billie Joe Armstrong to Mentor on 'The Voice'. Billboard. წაკითხვის თარიღი: November 1, 2012.
  23. Ford, Rebecca. “'The Voice' Recap: Top 10 Perform, Jennifer Hudson Mentors“, November 19, 2012. წაკითხვის თარიღი: 11 June 2013. 
  24. Gustaf, Amy Carlson. “'The Voice': St. Paul singer finds making Top 4 a 'surreal' experience (w/ video)“, December 5, 2012. წაკითხვის თარიღი: 11 June 2013. 
  25. Bueno, Antoinette. The 'Voice' Mentors Prepare for Battle. ET Online. წაკითხვის თარიღი: 6 June 2013.
  26. Lee, Ashley. “'The Voice' Recap: Top 12 Feel the Heat“, May 13, 2013. წაკითხვის თარიღი: 11 June 2013. 
  27. Lee, Ashley. “'The Voice' Recap: Rock and ReligPUMPKINTen“, 20 May 2013. წაკითხვის თარიღი: 11 June 2013. 
  28. A Fierce competitor! Usher likens hopeful Sasha Allen to Beyoncé on The Voice“, 4 June 2013. წაკითხვის თარიღი: 4 June 2013. 
  29. The Voice. Facebook. წაკითხვის თარიღი: 2014-08-02.
  30. The Voice recap: top eight take some risks“, The Star. 
  31. The Voice: Shakira Bringing On Miranda Lambert To Advise Her Contestants
  32. The Voice: Blake Shelton Taps The Band Perry as Season 6 Advisors
  33. 'The Voice': Jill Scott Joins Team Usher as Guest Mentor!
  34. Twitter / NBCTheVoice: Drumroll please...@adamlevine's. Twitter.com (2014-02-10). წაკითხვის თარიღი: 2014-08-02.
  35. 'Voice' brings Chris Martin aboard via Snapchat reveal
  36. Stevie Nicks Joins ‘The Voice’ as Season 7 Advisor for Adam Levine’s Team : Trending News. Fashion Times (2014-07-09). წაკითხვის თარიღი: 2014-08-02.
  37. Parker, Lyndsey. (2014-07-11) Exclusive! Gavin Rossdale to Mentor Team Gwen on 'The Voice' | Reality Rocks - Yahoo Music. Music.yahoo.com. წაკითხვის თარიღი: 2014-08-02.
  38. The Voice Scoop: Pharrell Williams Taps Alicia Keys as Season 7 Adviser. E! Online. წაკითხვის თარიღი: 2014-08-02.
  39. Corriston, Michele. Little Big Town Joins The Voice as Blake Shelton's Adviser (PHOTO) - Little Big Town, The Voice, TV News, Blake Shelton. People.com. წაკითხვის თარიღი: 2014-08-02.
  40. http://www.accesshollywood.com/taylor-swift-joins-the-voice-as-season-7-adviser_article_98181
  41. ‘The Voice’ Season 8 Mentors Revealed: Nick Jonas, Meghan Trainor & More. Hollywood Life (2015-01-21).
  42. Breaking: Nate Ruess Of Fun To Join “The Voice” As A Key Adviser (2015-03-16).
  43. SHERROW, Rita. TVtype: Oklahoma's Reba McEntire set to advise 'The Voice' Top 12.
  44. Gallo, Phil. Mark Ronson & Ryan Tedder to Advise 'The Voice' Singers.
  45. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Gallo, Phil. .