ელენ დეჯენერესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენ დეჯენერესი

დეჯენერესი ლოს-ანჯელესში, 2011 წლის 10 ოქტომბერს
მშობლიური სახელი Ellen DeGeneres
დაბადების სახელი ელენ ლი დეჯენერესი
დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1958 (1958-01-26) (66 წლის)[1]
მეტერი, ლუიზიანა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ახალი ორლეანის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • კომიკოსი
  • ტელეწამყვანი
  • მწერალი
  • მსახიობი
აქტიური 1978-დღემდე
მეუღლე(ები) პორშია დე როსი (იქ. 2008)
ჯილდოები
ხელმოწერა

ელენ ლი დეჯენერესი (ინგლ. Ellen Lee DeGeneres; /dəˈɛnərəs/; დ. 26 იანვარი 1958) — ამერიკელი კომიკოსი, ტელეწამყვანი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი. ცნობილი გახდა სიტკომ „ელენში“ (1994-1998) მონაწილეობით, რომელიც ABC-ზე გადაიცემოდა. 2003 წლიდან დღემდე არის ტელეშოუ „ელენ დეჯენერესის შოუს“ წამყვანი.

კინოკარიერა დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში. მისი ადრეული ფილმებია: „მისტერ შეცდომა“ (1996), „ედი ტელევიზორიდან“ (1999), „სასიყვარულო ბარათი“ (1999), იგი აგრეთვე ახმოვანებს პერსონაჟ დორის Pixar-ის ანიმაციურ ფილმებში „ნემოს ძიებაში“ (2003) და „დორის ძიებაში“ (2016). 2010 წელს იყო რეალითი შოუ „American Idol“-ის მეცხრე სეზონის ჟიურის წევრი.

1994-1998 წლებში მონაწილეობდა ტელესერიალში „ელენი“, 2001-2002 წლებში სიტკომში —„ელენის შოუ“. 1997 წელს ოპრა უინფრის შოუში განაცხადა, რომ იგი არის ჰომოსექსუალი. 2008 წლიდან დაქორწინებულია პორშია დე როსიზე.

ელენ დეჯენერესი იყო ოსკარის, გრემის და პრაიმტაიმის ემის დაჯილდოების ცერემონიების წამყვანი. იგი აგრეთვე 4 წიგნის ავტორია. 2010 წელს დააარსა საკუთარი ხმის ჩამწერი კომპანია Eleveneleven. მიღებული აქვს ემის 30, People's Choice Awards 20[2] და ასევე სხვა ჯილდოები. 2016 წელს დაჯილდოვდა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ellen DeGeneres Biography (1958-. Filmreference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი, 2011. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2011.
  2. Editor, Bill Bradley Entertainment; Post, The Huffington (18 იანვარი, 2017). „Watch Ellen DeGeneres Win More People's Choice Awards Than Anyone“. Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იავნარი, 2017. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი: ავტორების სია (link)
  3. Andrea Mandell. (16 ნოემბერი, 2016) Obama awards Springsteen, Redford and DeGeneres Medal of Freedom. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო,, 2017. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2016.