ფარელ უილიამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფარელ უილიამსი
N.E.R.D @ Pori Jazz 2010 - Pharrell Williams 1.jpg
ფარელ უილიამსის გამოსვლა N.E.R.D-თან Pori Jazz-ზე, 2010 წელს
ბიოგრაფია
მეტსახელი ფარელი
დაიბადა 5 აპრილი, 1973 (1973-04-05) (46 წლის)
ვირჯინია-ბიჩი, ვირჯინია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ ჰოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ფანკი
საქმიანობა პროდიუსერი, მუსიკოსი, მომღერალი-სიმღერების ავტორი, რეპერი, მოდის დიზაინერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, გიტარა, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1992–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Star Trak, Interscope, i am OTHER, Columbia
ასოციაციები Child Rebel Soldier, The Neptunes, N.E.R.D, Clipse, ჯეი-ზი, მაკ მილერი, სნუპ დოგი, T.I., Tyler The Creator
საიტი

ფარელ უილიამსი აგრეთვე ცნობილი, როგორც უბრალოდ ფარელი (დ. 5 აპრილი, 1973) — ამერიკელი მომღერალი-სიმღერების ავტორი, რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკოსი და მოდის დიზაინერი. ჩედ ჰუგოსთან ერთად შეადგენს დუეტს The Neptunes, რომელიც ასრულებს სოულის, რიტმ-ენდ-ბლუზის და ჰიპ ჰოპის ჟანრის სიმღერებს. სადებიუტო სინგლი „Frontin'“ ფარელმა 2003 წელს გამოსცა, რასაც მოჰყვა 2006 წლის სადებიუტო ალბომი In My Mind.[1] მეორე ალბომი, Girl 2014 წლის 3 მარტს გამოვიდა.[2][3]

The Neptunes-ში უილიამსი არის სხვადასხვა შემსრულებლის მრავალი ჰიტ-სინგლის პროდიუსერი.[4] არის შვიდი გრემის მფლობელი, აქედან ორის - The Neptunes-თან ერთად. ამჟამად ფლობს მედია ბიზნესს, რომელიც მოიცავს მუსიკას, მოდას და ხელოვანთა კოლექტივს i am OTHER, რომელსაც ექვემდებარება ფარელის ჩაცმულობის ბიზნესები, როგორიც არის Billionaire Boys Club და Ice Cream, აგრეთვე Billionaire Girls Club, ტექსტილის კომპანია Bionic Yarn და YouTube-ის არხი, გაშვებული 2012 წელს.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BBC. წაკითხვის თარიღი: December 11, 2011.
  2. Michaels, Sean. “Pharrell Williams signs to Columbia“, The Guardian, December 18, 2013. წაკითხვის თარიღი: December 22, 2013. 
  3. G I R L by Pharrell Williams. iTunes. წაკითხვის თარიღი: 2014-02-24.
  4. Lee, Chris. “LA Times“, Los Angeles Times, June 1, 2008. წაკითხვის თარიღი: December 11, 2011. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[[]]