ჯონ ლეჯენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ლეჯენდი
John Legend 2019 by Glenn Francis.jpg
ლეჯენდი iHeartRadio Music Awards-ის დაჯილდოებაზე 2019 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ როჯერ სტივენსი
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1978 (1978-12-28) (44 წლის)
დაბ. ადგილი სპრინგფილდი, ოჰაიო, აშშ[1]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • ჩანაწერის პროდიუსერი
  • მსახიობი
  • პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 2000-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
ჯილდოები გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლისთვის[2] , NAACP Image Award for Outstanding Music Video, ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის[3] , honorary doctor of the Berklee College of Music[4] , Primetime Emmy Award for Outstanding Special Class Program[5] და Tony Award for Best Revival of a Play[6]
საიტი johnlegend.com
ჯონ ლეჯენდი ვიკისაწყობში

ჯონ როჯერ სტივენსი (ინგლ. John Roger Stephens; დ. 28 დეკემბერი, 1978), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ჯონ ლეჯენდი (ინგლ. John Legend) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი, აქტივისტი და მსახიობი. სტივენსი მისი სადებიუტო ალბომის — „Get Lifted“-ის (2004) გამოშვებამდეც თანამშრომლობდა ცნობილ არტისტებთან და კანიე უესტის ჩამწერი კომპანიის GOOD Music-ის წევრი გახდა. Legend-მა მონაწილეობა მიიღო მრავალი ჰიტის შექმნაში, მათ შორისაა Jay-Z-ის „Encore“, ალიშა კისის „You Don't Know My Name“, Dilated Peoples-ის „This Way“, Slum Village-ის „Selfish“, Fort Minor-ის „High Road“ და ლორინ ჰილის „Everything is Everything“. ლეჯენდის სინგლი „All Of Me“, რომელიც მისი მეოთხე სტუდიური ალბომის („Love in the Future“-ის) ნაწილი იყო, Billboard Hot 100-ის პირველ ადგილას მოხვდა.

2007 წელს ლეჯენდმა მიიღო სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზის ჯილდო Hal David Starlight Award.[7] 2015 წელს გადაეცა ოსკარი და ოქროს გლობუსი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის „Glory“ ფილმიდან „სელმა“. ლეჯენდი აგრეთვე ათი გრემის (15 ნომინაციიდან)[8][9][10][11] და ერთი ტონის ჯილდოს მფლობელია.[12] 2018 წელს ლეჯენდმა განასახიერა იესო ქრისტეს როლი ენდრიუ ლოიდ ვებერის როკ-ოპერის ადაპტაციაში „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“. იგი პირველი შავკანიანია, რომელიც ერთდროულად ფლობს ემის, გრემის, ოსკარსა და ტონის ჯილდოებს.[13][14]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
თანამშრომლობა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Southern, Nathan. John Legend – Biography. Allmovie. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2009.
  2. http://www.rockonthenet.com/grammy/newartist.htm
  3. English Wikipedia community Wikipedia — 2001.
  4. https://college.berklee.edu/about/honorary-degree-recipients
  5. https://www.emmys.com/bios/john-legend
  6. https://www.tonyawards.com/winners/year/2017/category/revival-play/show/any/
  7. Songwriters Hall of Fame. Induction for John Legend. Artisan News (June 22, 2007). ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2009.
  8. Complete list of Grammy Award nominations. USA Today (2019-01-06). ციტირების თარიღი: 2008-11-01.
  9. Silverman, Stephen M.. (2006-02-08) U2 Lead Pack with 5 Grammy Wins. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-30. ციტირების თარიღი: 2008-11-04.
  10. 49th Annual Grammy Awards Winners List. Grammy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-10. ციტირების თარიღი: 2008-11-01.
  11. The 51st Annual Grammy Awards Nominations List. Grammy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2008-12-04.
  12. Platon, Adelle. (June 11, 2017) John Legend Wins Tony Award for 'Jitney,' is One Emmy Away from EGOT Status. Billboard. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2017.
  13. Wanshel, Elyse (2018-09-10). „John Legend Becomes First Black Man To Reach EGOT Status“. Huffington Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-09-11.
  14. Scheibelhut, Ashley (2018-09-11). „John Legend Is First Black Man To Achieve EGOT Status“. Chill Magazine (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-10-09.