Take That

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Take That

ტრიოს გამოსვლა 2015 წლის 23 თებერვალს, Shepherds Bush Empire, ლონდონი, ინგლისი
ბიოგრაფია
წარმოშობა მანჩესტერი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი პოპი
პოპ-როკი
საცეკვაო პოპი
აქტიური 1990–1996
2005–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი BMG
Universal
Polydor
Interscope[1]
წევრები გერი ბარლოუ
ჰოვარდ დონალდი
მარკ ოუენი
ყოფილი წევრები ჯეისონ ორენჯი
რობი უილიამსი
საიტი takethat.com
Take That ვიკისაწყობში

Take Thatბრიტანული ჯგუფი, რომელშიც შედიან გერი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი და მარკ ოუენი. ბარლოუ არის ჯგუფის ძირითადი ვოკალისტი და სიმღერების ავტორი [2][3][4] 2005 წელს Take That, თითქმის 10 წლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა უილიამსის გარეშე და მიაღწია დიდ წარმატებას მსოფლიო ჩარტებში, გაყიდა რა 40 მილიონი დისკი. 2010 წლის ივლისში რობის დაბრუნება ჯგუფში დადასტურდა. მთლიანად Take That-ს აქვს 25 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულებში, მხოლოდ ბრიტანეთში კი - 16 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 5-ეულებში. [5] აქედან 11 მოხვდა ჩარტების პირველ პოზიციებზე. ჯგუფის ექვსი ალბომი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა ჩარტების #1 პოზიციაზე.

1990-იანი წლებიდან დიდი წარმატებით სარგებლობდა მათი საცეკვაო პოპ და ბალადების სტილის სიმღერები. ჯგუფის ორი ალბომი იქცა 90-იანების ბესტსელერად - Everything Changes (1994 წელს ნომინირებული მერკურის ჯილდოზე[6]) და Greatest Hits (1996). პორტალის Allmusic თანახმად, "ამ დროს მათ ევროპაში ჰქონდათ გიგანტურ სუპერვარსკვლავთა სტატუსი, ძირითად საკითხს წარმოადგენდა არა მათ მიერ ჰიტ-სინგლის გამოცემა, არამედ ის, თუ რამდენი და რომელი მოხვდებოდა პირველ პოზიციაზე". ჯგუფს ასევე მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო BRIT Awards-ის ცერემონიაზე. 1995 წელს უილიამსმა დატოვა კოლექტივი, Take That-ის დარჩენილმა წევრებმა კი ერთად მოღვაწეობა 1996 წლამდე განაგრძეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2005 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Take That: For The Record და კრებული Never Forget – The Ultimate Collection, ცნობილი გახდა, რომ Take That ოფიციალურად ბრუნდებოდა სცენაზე, საკონცერტო ტურნეთი The Ultimate Tour. 2006 წლის მაისს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იგი უბრუნდებოდა სტუდიასაც. მეოთხე ალბომი Beautiful World გამოვიდა 2006 წელს, ხოლო 2008 წელს - შემდეგი დისკი, The Circus. მეექვსე სტუდიური ალბომი, Progress ჩაწერილი იქნა რობი უილიამსის ჯგუფში დაბრუნების შემდეგ და გამოვიდა 2010 წლის 15 ნოემბერს. იგი იქცა ახალი საუკუნის რიგით პირველ ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად.[7] და რიგით მეორე ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად ბრიტანეთის ისტორიაში.[8] იგი აგრეთვე იყო ჯგუფის პირველი ალბომი ახალი მასალით, ჩაწერილი ორიგინალური შემადგებლობით. 2011 წელს Take That-მა დაამყარა რეკორდი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ტურნეს მხრივ, როდესაც გაყიდვაში გამოჩნდა Progress Live-ის ბილეთები - წინა რეკორდი ჰქონდა ტურნეს Circus Live (2009).[9] ბრიტანული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზე Take That-ს მიენიჭა საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის წოდება. [10] გარდა ამისა, იგი დასახელდა Amazon-ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად.[11] 2012 წელს Forbes-მა აღნიშნა Take That, როგორც მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავები.[12] იმავე წელს ჩარტების ოფიციალურმა კომპანიამ გამოავლინა ბრიტანული მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი სინგლების შემსრულებლები. Take That მოხვდა სიის მე-15 პოზიციაზე და იქცა ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველაზე გაყიდვად ბოიბენდად.[13]

2014 წლის სექტემბერში ჯეისონ ორენჯმა Take That დატოვა.[14]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები (1989–1993)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს ნაიჯელ მარტინ-სმითმა გადაწყვიტა ბიჭებისგან შემდგარი ჯგუფის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში აშშ-ში სახელი გაითქვა ბოიბენდმა New Kids on the Block. მაგრამ ბრიტანეთში მათი ანალოგი ჯერ კიდევ არ არსებობდა. მარტინის გეგმაში შედიოდა უფრო მეტად მოზარდებზე ორიენტირებული კოლექტივის შეგროვება. კასტინგი ჩატარდა მანჩესტერსა და სხვა ქალაქებში. მარტინმა გერი ბარლოუ გაიცნო თავისი მეგობრის დახმარებით. მან მოიწონა გერის მიერ დაწერილი საავტორო სიმღერები და საბოლოო შემადგენლობის სავარაუდო კანდიდატებშიც შეიყვანა. 22 წლის ასაკის ჰოვარდ დონალდი იყო მომავალი ჯგუფის ყველაზე უფროსი წევრი, მაგრამ მაინც მოხვდა შემადგენლობაში, ვინაიდან სხვა სამსახური დაკარგა და დაუღალავად ცდილობდა, კასტინგზე ყველასთვის თავი მოეწონებინა. მან კონკურსზე თავისი მეგობარი, ჯეისონ ორენჯი მოიყვანა, რომელიც კარგი მოცეკვავე იყო. მარკ ოუენისა და რობი უილიამსის ერთმანეთთან გაცნობა კასტინგისა და გასაუბრების დღეს შედგა.

ჯგუფის პირველი გამოსვლის თარიღად ითვლება 1990 წელს, სერიალში The Hitman & Her (სადაც ორენჯი მანამდე გამოდიოდა) გამოჩენა. ერთ-ერთ ეპიზოდში მათ იმღერეს ორი სიმღერა - „Love“ და „My Kind of Girl“ (რომლებიც არსად გამოცემულა). ისინი დაბრუნდნენ იმავე შოუში მოგვიანებით, ამჯერად სიმღერებით "Waiting Around" (მეორე სინგლის, „Do What U Like“ b-მხარე), „Promises“ და „Once You've Tasted Love“.

გარღვევა ხუთეულმა მოახდინა 1970-იანი წლების ჯგუფის Tavares ჰიტის „It Only Takes a Minute“ ქავერ-ვერსიით. იგი ბრიტანული ჩარტის #7 პოზიციაზე აღმოჩნდა. წარმატება გამყარდა შემდეგი სინგლით „I Found Heaven“ და ბარლოუს საავტორო ბალადით „A Million Love Songs“ - ორივე საუკეთესო 20-ეულში მოხვდა. ბარი მანილოუს დისკო-ჰიტის „Could It Be Magic“ ქავერ-ნომრით Take That აღმოჩნდა ბრიტანული ჩარტების #3 ადგილზე. ხოლო პირველი სტუდიური ალბომი, Take That & Party, გამოიცა 1992 წელს და შეიცავდა ყველა მანამდე გამოსულ სინგლს და სხვა სიმღერებს.

პოპულარობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს გამოვიდა ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომი Everything Changes, რომელშიც ძირითადად ბარლოუს მიერ დაწერილი მასალა იყო შეტანილი. აქ იყო სინგლები „Pray“, „Relight My Fire“, „Babe“ და „Everything Changes“. მეხუთე სინგლი „Love Ain't Here Anymore“ მოხვდა ბრიტანული ჩარტის #3 პოზიციაზე. მთლიანად ამ სტუდიური ალბომით ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, თუმცა აშშ-ში, მიუხედავად სინგლის „Love Ain't Here Anymore“ სპეციალური ვერსიის გამოცემისა, ნაკლებად მიიქცია ყურადღება. 1994 წლისათვის რადიო და ტელეეთერში Take That უკვე როგორც ევროპისა, ასევე აზიის ტერიტორიაზე ჟღერდა. 1995 წელს კი შედგა მისი პირველი მსოფლიო ტურნე.

კოლექტივის წარმატება აღინიშნა ცერემონიაზე BRIT Awards გამარჯვებით და Top of the Pops-ის მსგავს გადაცემებში გამოსვლით. MTV Europe Music Awards-ზე 1995 წელს მას ერგო ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო ცოცხალ ჯგუფს - ამ დროისათვის მან ყველას დაამახსოვრა თავი სასცენო ცეკვებით, მელოდიური ჰარმონიებით, ორიგინალური კოსტუმებით და სასცენო გაფორმებითაც.[15].

1995 წელს გამოვიდა ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომი Nobody Else, რომელზეც ხუთეულის მუსიკა უფრო მეტი ფანკისაკენ გადაიხარა. ალბომის სინგლმა „Back for Good“ ყველას თავი დაამახსოვრა, როგორც ჯგუფის ერთადერთმა აშშ ჰიტმა (იგი მოხვდა საუკეთესო 10-ეულში). სიმღერა შესრულდა ალბომის გამოცემამდე, BRIT Awards-ის დაჯილდოებაზე. ინტერესი მსმენელის მხრიდან იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ Nobody Else გამოიცა უფრო ადრე, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. მისი ყდა, თავის მხრივ, წარმოადგენს The Beatles-ის ალბომის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band გარეკანის პაროდიას.

რობი უილიამსის წასვლა და დაშლა (1995–1996)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის ივლისში რობი უილიამსის მიერ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ პიკს მიაღწია. დოკუმენტური ფილმის Take That: For The Record თანახმად, უილიამსს ამ პერიოდში არ სიამოვნებდა, რომ ბარლოუს და ნაიჯელ მარტინ-სმითს არ მოსწონდათ მისი მუსიკალური იდეები. „Nobody Else“-ის ჩაწერისას უკვე გამოყენებული იქნა მისი ინიციატივით შემოტანილი ჰიპ-ჰოპი და რეპი, მაგრამ შესამჩნევი იყო, რომ ეს ჯგუფის მუსიკასთან მკვეთრ კონფლიქტში იმყოფებოდა. ბარლოუს აღიარებით, უილიამსმა საკუთარი იდეების შემოტანა შეწყვიტა და ჯგუფის რეპეტიციებზე დასწრებასაც უკლო. ჯეისონ ორენჯი ბარლოუსთან ერთად ცდილობდა, დაერწმუნებინა სმითი, რომ რობის ჯგუფიდან გაშვება ტურნეს დასრულებამდე არ შეიძლებოდა. მაგრამ ტურნეს დაწყებამდე მათ ვეღარ აიტანეს მისი ქცევა და კვლავ დაუპირისპირდნენ, აღნიშნეს რა, რომ ტურნე მის გარეშე შედგებოდა. იგი დაეთანხმა და დატოვა ჯგუფი. თავის მხრივ, ამან დიდი სკანდალი გამოიწვია და ჯგუფის მსმენელთა რიგებში ისტერიამ დაისადგურა.

მოგვიანებით უილიამსი გამოჩნდა ჯგუფ Oasis-ის წევრთა საზოგადოებაში. იმატა ჭორებმა, რომ იგი სოლო-კარიერას იწყებდა და ჯორჯ მაიკლის წრეშიც ტრიალებდა. კონტრაქტის მიხედვით, მას არ შეეძლო სოლო-კარიერის დაწყება, სანამ ჯგუფიც არ დაიშლებოდა და ვინაიდან პირობები დარღვეული იქნა (როგორც მოგვიანებით გამოჩნდა), სმითმა მისგან 200.000 ფუნტის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. მიუხედავად დანაკარგისა, ჯგუფმა მოაწყო მოკლე საკონცერტო ტურნე Nobody Else, ოთხი წევრის სახით. ამ ტურს ივლისში წერტილი დაესვა, რასაც თან დაერთო სინგლის „Never Forget“ გამოცემა.

1996 წლის 13 თებერვალს ჯგუფმა განაცხადა, რომ იშლებოდა. დამშვიდობების სახით გამოიცა კრებული Greatest Hits, სადაც მოხვდა ბი ჯიზის ბალადის „How Deep Is Your Love“ ქავერ-ვერსია, შემდგომში ქცეული ჯგუფის უკანასკნელ #1 სინგლად (2006 წლის დაბრუნებამდე). ოთხეულის უკანასკნელი შოუ მოეწყო 1996 წლის აპრილში, ამსტერდამში.[16] მაგრამ განცხადებას დაშლის შესახებ მშვიდად არ ჩაუვლია - მილიონობით მსმენელი დეპრესიაში ჩავარდა. ინგლისში, მაგალითად, ეს გამოიხატა მრავალი მოზარდი გოგონას თვითმკვლელობის მცდელობებით. მთავრობამ სპეციალურად აამუშავა ცხელი სატელეფონო ხაზი, რომელზეც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ახალგაზრდებს კონსულტაციებით ამშვიდებდნენ.[17]

Never Forget – The Ultimate Collection და The Ultimate Tour (2005–2006)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის 14 ნოემბერს გამოვიდა ჯგუფის კრებული Never Forget – The Ultimate Collection - როგორც მრავალი ძველი, ასევე ერთი ახალი სიმღერით „Today I've Lost You“, რომელიც დაიწერა გერი ბარლოუს მიერ მრავალი წლის წინ, მაგრამ მხოლოდ 2005 წელს იქნა ჩაწერილი. 2005 წელს ასევე გამოვიდა ჯგუფის დოკუმენტური ფილმი Take That: For The Record, სადაც ოთხეული საუბრობს იმაზე, თუ რა ხდებოდა მისი წევრების ცხოვრებაში წინა 10 წლის მანძილზე და რატომ დაიშალა კოლექტივი. 2005 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რეფორმირებული Take That გაემგზავრებოდა საკონცერტო ტურნეთი. ტურნე სახელწოდებით Ultimate Tour გაგრძელდა 2005 წლის აპრილიდან ივნისამდე. „Relight My Fire“ ამ შოუებზე სრულდებოდა როგორც ბევერლი ნაითის, ასევე მომღერალ ლულუს მოწვეული სტუმრების სახით გამოჩენისას. დუბლინის კონცერტს ხსნიდა Pussycat Dolls, ხოლო ტურნეს ფინალურ კონცერტებს - Sugababes.

Beautiful World (2006–2008)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 9 მაისს Take That სრულად დაუბრუნდა მუსიკალურ სცენას, მოაწერა რა ხელი კონტრაქტს ლეიბლთან Polydor Records (როგორც ცნობილი გახდა, დაახლოებით 3 მილიონი ფუნტის თანხაზე). ჯგუფმა ჩაწერა ახალი სტუდიური ალბომი Beautiful World, რომელიც მოხვდა ბრიტანული ჩარტების #1 პოზიციაზე. 2009 წლის ივნისისათვის ბრიტანეთში გაყიდულია მისი 2.6 მილიონი ასლი, ხოლო ბრიტანული მუსიკის ისტორიაში იგი ითვლება რიგით 35-ე ყველაზე გაყიდვად ალბომად.[18]

Beautiful World გამოირჩევა იმით, რომ ჯგუფის ოთხივე წევრს მიეცა საშუალება, წამყვანი ვოკალი შეესრულებინა. თუკი წინა სამ ალბომში სიმღერების დიდი ნაწილი გერი ბარლოუს ეკუთვნის, ამ დისკზე ოთხივე მონაწილე მითითებულია, როგორც სიმღერების თანაავტორი, განურჩევლად იმისა, იმყოფებოდა თუ არა რომელიმე მათი სიმღერის შექმნისას სტუდიაში.[19] ფენომენალური წარმატება იქონია სინგლმა „Patience“, რომელიც 2006 წლის 20 ნოემბერს გამოვიდა. მანამდე, 5 ნოემბერს, შედგა მისი პრემიერა. 26 ნოემბერს "Patience" მოხვდა ბრიტანული ჩარტის #1 პოზიციაზე, სადაც ასეთი წარმატებით 4 კვირის მანძილზე იმყოფებოდა. Take That-ისათვის ეს იყო რიგით მეცხრე #1 ჰიტი. ლეონა ლუისთან ერთად შოუს The X Factor ეთერში, სანამ ლუისმა გაიმარჯვა შოუში, კოლექტივმა შეასრულა „A Million Love Songs“.

Beautiful World“-ის გამოცემიდან ერთი კვირის თავზე ცნობილი გახდა, რომ Take That იქცა პირველ შემსრულებლად, რომელიც ბრიტანული სინგლებისა და ალბომების ოფიციალურ ჩარტში ჩამოსატვირთი ფორმატის სინგლის, ალბომისა და DVD გამოცემის დახმარებით იმავე კვირაში მოხვდა, ისევე როგორც რადიოეთერი დაიკავა.[20]

კიდევ ერთ #1 ჰიტ-სინგლად იქცა 2007 წლის 26 თებერვალს გამოცემული „Shine“. მისი მუსიკალური ვიდეოს პრემიერა 2007 წლის 25 იანვარს, არხზე Channel 4 შედგა. წარმატება გამყარდა 2007 წლის 14 თებერვალს, როდესაც ჯგუფი გამოვიდა BRIT Awards-ის ცერემონიაზე, ერლს კორტში. სინგლმა „Patience“ ამ დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრიტანული სინგლის კატეგორიაში გაიმარჯვა. ალბომის მესამე სინგლის სახით 2007 წლის 18 ივნისს გამოვიდა „I'd Wait For Life“, თუმცა იგი ბრიტანეთში მხოლოდ #17 პოზიციაზე მოხვდა, საუკეთესო 40-ეულიდან კი შემდეგ კვირას ამოვარდა. ძირითადად, ეს პრომოკამპანიის არარსებობის გამო იყო, ვინაიდან ჯგუფი საკონცერტო ტურამდე ისვენებდა საკუთარი პროექტისგან.

2007 წელს გამოვიდა ფილმი „ვარსკვლავური მტვერი“, სადაც შეტანილი იქნა ჯგუფის ახალი სიმღერა „Rule the World“. იგი მოხვდა ბრიტანული ჩარტის #2 პოზიციაზე და აღნიშნული იქნა, როგორც წლის რიგით 5-ე ყველაზე გაყიდვადი სინგლი. ამასობაში ალბომი Beautiful World უკვე ითვლებოდა 2007 წლის რიგით მეოთხე ყველაზე გაყიდვად ჩანაწერად. 2007 წლის დასაწყისში ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ ლეიბლთან Interscope, რათა მას კანადაში Beautiful World გამოეცა. 11 ოქტომბერს ბელფასტში დაიწყო Take That-ის საკონცერტო ტურნე Beautiful World Tour 2007. ევროპასა და ბრიტანეთში სულ მისი 49 შოუ ჩატარდა, სანამ 2007 წლის 23 დეკემბერს ტურნე მანჩესტერი დასრულდებოდა. 2008 წლის BRIT Awards-ზე ჯგუფი ნომინირებული იყო ოთხ კატეგორიაში - „საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი“, „საუკეთესო ბრიტანული სინგლი“ („Shine“), „საუკეთესო ბრიტანული ალბომი“ (Beautiful World) და „წლის ცოცხალი ჯგუფი“. Take That-მა გაიმარჯვა სინგლისა და წლის ჯგუფის კატეგორიაში.

The Circus (2008–2009)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Greatest Day“, სიმღერა მომავალი ალბომიდან The Circus, ეთერში გამოჩნდა 2008 წლის 13 ოქტომბერს. სინგლი გამოიცა 24 ნოემბერს და 30 ნოემბერს მოხვდა ბრიტანული ჩარტის #1 პოზიციაზე.[16] ალბომის წარდგენა მოხდა პარიზში, 2 დეკემბერს. ჯერ კიდევ ოფიციალურ გამოცემამდე დისკმა წინასწარი შეკვეთების რეკორდი დაამყარა და ამ კატეგორიაში ყველა დროის ალბომის სტატუსიც შეიძინა.[21] გამოცემის პირველ დღეს გაიყიდა მისი 113.000 ასლი,[22][23] ხოლო ოთხი დღის შემდეგ - 306.000 (რამაც მას პლატინის სტატუსი მიანიჭა). შედეგად The Circus აღინიშნა, როგორც წყლის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი.[24] ბრიტანულ ჩარტში 2008 წლის 7 დეკემბერს იგი მოხვდა #1 პოზიციაზე. ამ დროისათვის გაყიდული იქნა მისი 432.490 ასლი.[25]

2008 წლის 28 ოქტომბერს პირველი რადიოს ეთერში, კრის მოილზის შოუს ეთერში ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის ივნისში-ივლისში ჯგუფი ბრიტანეთსა და ირლანდიაში საკონცერტო ტურნეს, Take That Present: The Circus Live ჩაატარებდა. ბილეთები ამ ტურნეზე გაყიდვაში გამოჩნდა 31 ოქტომბერს და Take That-ს აქაც დიდი წარმატება ხვდა წილად - ტურნეს პრომოუტერ SJM-ს თქმით, იგი იმ დროისათვის იქცა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვად საკონცერტო სერიად.[26]

2008 წლის 22 მაისს ბარლოუ და დონალდი დაესწრნენ აივორ ნოველოს ჯილდოს გადაცემის ცერემონიას, სადაც Take That-ს გადაეცა პრიზი „Shine“-ისთვის. 2008 წლის ჯილდოებს შორის ასევე იყო Sony Ericsson-ის ჯილდო წლის საკონცერტო ტურნესთვის (ჯგუფი ცერემონიას ვერ დაესწრო, ვინაიდან ალბომზე მუშაობდა, თუმცა დარბაზში ნაჩვენები იქნა მის მიერ გამოგზავნილი სპეციალური ვიდეო). 22 ნოემბერს Take That გამოვიდა შოუს The X Factor ეთერში. ფონდი Children in Need მიერ ორგანიზებულ სპეციალურ მარათონზე მათ მიერ იმავე წელს შესრულებული იქნა „Greatest Day“, ხოლო იმავე ფონდის ანგარიშზე შეწირული იქნა 250.000 ფუნტი. Take That ასევე დასახელდა ყველა დროის საუკეთესო ბოიბენდად, რასაც ხაზს უსვამდა მათი მნიშვნელობა და წარმატება პოპ-სცენაზე, ჩამოყალიბებიდან 2 ათწლეულის თავზეც. Brit Award-ის ცერემონიაზე (2009 წელს) ოთხეული ნომინირებული იყო მხოლოდ ’საუკეთესო ჯგუფის’ კატეგორიაში. შოუზე მის მიერ შესრულებული იქნა „Greatest Day“.

The Circus-ის პრომოკამპანიის ფარგლებში 2009 წლის 2 მარტს გამოიცა მეორე სინგლი „Up All Night“, რომელიც, მიუხედავად რადიოეთერში ხშირი მოთხოვნებისა, ბრიტანულ ჩარტში მხოლოდ #14 ადგილზე მოხვდა [16]. პარალელურად გერმანიასა და ავსტრალიაში გამოვიდა სინგლი „The Garden“. 2009 წლის 7 მაისს ჯგუფის ოფიციალურ საიტზე დადასტურდა, რომ მესამე სინგლის სახით გამოვიდოდა „Said It All“. იგი გამოიცა 2009 წლის 15 ივნისს და მოხვდა ბრიტანული ჩარტის #9 პოზიციაზე. სიმღერის მუსიკალური ვიდეოს პრემიერა გაიმართა 2009 წლის 8 მაისს, GMTV-ზე. მასში ჯგუფის ოთხივე წევრი წარმოდგენილია საცირკო კლოუნების ფორმებში, ისევე როგორც ეს ტურნეს Take That Present: The Circus Live მსვლელობისას ხდებოდა.

ტურნე Circus Live დაიწყო 2009 წლის 5 ივნისს, სანდერლენდში და დასრულდა უემბლის სტადიონზე, ლონდონში, 2009 წლის 5 ივლისს, 80.000 მაყურებლის თანდასწრებით. ეს ტურნეც ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი აღმოჩნდა - ოთხნახევარ საათში გაიყიდა მასზე დასასწრები 650.000 ბილეთი.[26]

2009 წლის ნოემბერში ოფიციალურად გამოვიდა ტურნეს DVD.[27] ეს არის The Greatest Day - Take That Present: The Circus Live, ფილმი და CD ჯგუფის ცოცხალი გამოსვლით, რომელიც გამოსვლის პირველ დღეს 98.000 ასლის ოდენობით გაიყიდა და იქცა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვად DVD გამოცემად. 2009 დეკემბერში მან პლატინის სტატუსი შეიძინა.[28] ასევე გამოვიდა სინგლი „Hold up a Light“, რომელიც რადიოსადგურებს დაურიგდა და საკონცერტო ალბომის მხარდასაჭერად ციფრული სინგლის სახით გაიყიდა.

Progress და რობი უილიამსის დაბრუნება (2010–დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრომო-ფოტო რობისთან ერთად

2010 წლის 7 ივნისს ცნობილი გახდა სინგლის „Shame“ გამოცემის შესახებ, რომელიც გერი ბარლოუმ რობი უილიამსთან ერთად ჩაწერა. იგი გამოვიდა, როგორც უილიამსის სინგლი, ალბომიდან In and Out of Consciousness: The Greatest Hits 1990–2010. ეს იყო მუსიკოსების პირველი თანამშრომლობა 1995 წლის შემდეგ.[29] სინგლი მოხვდა ბრიტანული ჩარტის #2 პოზიციაზე და წარმატება იქონია ევროპაში.

15 ივლისს ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უილიამსი ჯგუფს დაუბრუნდა. პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ ნოემბერში დაგეგმილი იყო მასთან ერთად ჩაწერილი ახალი სტუდიური ალბომის გამოცემა.[30]

Progress დასახელდა ჯგუფის მომავალი ალბომის სათაურად.[31]. 7 ნოემბერს ციფრული სახით, ხოლო 8 ნოემბერს - კომპაქტ დისკზე, მისი პირველი სინგლის სახით გამოვიდა „The Flood“. ალბომი გამოვიდა 15 ნოემბერს.[32]

26 ნოემბერს ჯგუფმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2011 წელს ბრიტანულ სტადიონებს ტურნეთი Progress Live 2011 მოივლიდა. ამის შემდეგ მას დაგეგმილი ჰქონდა ევროპული ტურნეც. კონცერტების ბილეთებზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ გაყიდვის დაწყებისთანავე შესაბამისი საიტები და სატელეფონო ხაზები გადატვირთული იქნა.[33]

ტურნე Progress Live 2011 ამჟამად ჯგუფის კარიერაში რეკორდულად ითვლება - ერთ დღეში გაიყიდა მასზე დასასწრები 1.1 მილიონი ბილეთი.[34]

გამოსვლის პირველივე დღეს Progress იქცა საუკუნის ყველაზე გაყიდვად ალბომად. ერთ დღეში გაიყიდა მისი 235.000 ასლი[35]. ალბომი გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის ჩარტებში #1 პოზიციაზე. პირველ კვირაში გაიყიდა მისი 520.000 ასლი, რამაც იგი აქცია რიგით მეორე ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად ზოგადად მუსიკის ისტორიაში.[36] 6 დეკემბრის მონაცემებით, ალბომი მსოფლიო მასშტაბით 900.000 ასლის ოდენობით გაიყიდა.[37]

2011–14: ინტერვალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 4 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის ხუთკაციანი შემადგენლობა შეისვენებდა ტურნეს Progress ევროპული ეტაპის დასასრულს, ხოლო გერი განაგრძობდა ბრიტანულ The X Factor-ის ჟიურიში წევრობას. უილიამსი აპირებდა ახალი სოლო მასალის ჩაწერას.[38][39][40] ამ ინტერვალის დროს Take That-ს 2012 წლის მაისში გადაეცა აივორ ნოველოს ჯილდო ბრიტანულ მუსიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის.[41]

2012 წლის აგვისტოში ჯგუფი გამოვიდა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე, მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირაში გერის შვილი მკვდარი დაიბადა. უილიამსი უნდა გამოსულიყო ჯგუფთან, მაგრამ დაახლოებით ამ დროს მისი ცოლიც მშობიარობდა და ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით გამოვიდა.[42] 2012 წლის ნოემბერში ჯგუფი მუსიკალური ინდუსტრიის ტრესტის დაჯილდოებაზე გამოვიდა, პირველად ტურნეს Progress Live შემდეგ. მან შეასრულა „Never Forget“,

რობი უილიამსის მეორედ წასვლა, ჯეისონ ორენჯის მიერ ჯგუფის დატოვება და III[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეისონ ორენჯმა ჯგუფი 2014 წელს დატოვა

2013 წლის მაისში ოუენმა განაცხადა, რომ ჯგუფი მეშვიდე სტუდიურ ალბომზე მუშაობას 2014 წელს დაიწყებდა. 2014 წლის 14 იანვარს დონალდმა და ბარლოუმ Twitter-ში დაწერეს, რომ ჯგუფი შევიდა სტუდიაში და მუშაობა დაიწყო ახალ ალბომზე,[43] თუმცა თავდაპირველად უცნობი იყო, დაესწრებოდა თუ არა უილიამსი მის ჩაწერას. გერიმ აგრეთვე განაცხადა, რომ ალბომი სავარაუდოდ 2014 წლის შობისთვის გამოიცემოდა. 2014 წლის 28 აპრილს უილიამსმა Twitter-ში გამოაცხადა, რომ მას მეორე შვილი შეეძინებოდა და ივარაუდა, რომ Take That-ს ალბომისთვის და ტურნესთვის ვეღარ დაუბრუნდებოდა.[44] გერიმ დაადასტურა, რომ უილიამსმა ჯგუფი მეორედ დატოვა, თუმცა ეს მშვიდი წასვლა იყო და უილიამსს შეეძლო დაბრუნება ნებისმიერ დროს[45]. 2 სექტემბერს ბარლოუმ Twitter-ში დაწერა, რომ Take That ახალი წლიდან ალბომზე მუშაობდა.[46]

2014 წლის 24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ჯეისონ ორენჯმა დატოვა. მან განაცხადა: „გასულ კვირაში ჯგუფის წევრების შეკრებაზე მე დავუდასტურე მარკს, გერისა და ჰოვარდს, რომ არ მსურს ახალი ალბომის ჩაწერა და პრომოუშენი. ტურნეს The Progress Tour დასასრულს დავფიქრდი, ხომ არ იქნებოდა სწორედ ის დრო, აღარ გამეგრძელებინა Take That-თან მუშაობა. ერთმანეთზე ნაწყენები არ ვყოფილვართ, ეს არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება, რომ აღარ მსურს გაგრძელება.“ ბარლოუმ, დონალდმა და ოუენმა შემდეგი კომენტარი გააკეთეს: „სამწუხაროა. ჯეისონის წასვლა დიდი დანაკარგია, როგორც პროფესიონალურად, ასევე პირადულად. ჯეისონის ენერგიამ და ამ ჯგუფის მომავლის რწმენამ დღემდე მოგვიყვანეს. ჩვენ მუდამ მადლობელი ვიქნებით წლების განმავლობაში მისი ენთუზიაზმის, მონაწილეობისა და შთაგონებისთვის.“[47]

2014 წლის 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა ჯგუფის ახალი ალბომის სინგლის შესახებ. ეს სიმღერა, სახელწოდებით "These Days", გამოვიდა 23 ნოემბერს და ბრიტანეთის სინგლების ჩარტში #1 ადგილი დაიკავა.[48] ალბომი III 2014 წლის 28 ნოემბერს გამოვიდა და ჯგუფის რიგით მეშვიდე ალბომი იყო, რომელიც ჩარტში #1 ადგილზე მოხვდა.

2015 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა სინგლი "Hey Boy", რომელიც მოხვდა III-ის სპეციალურ, ახალ გამოცემაში[49] ალბომის ეს ვერსია 20 ნოემბერს გამოვიდა.[50]

2015 წლის 21 დეკემბერს NME-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ვარაუდობდნენ ჯგუფის სრული შემადგენლობით 2017 წელს აღდგენას.[51]

2016–დღემდე: Wonderland, გაერთიანება უილიამსთან და 25 წლიანი იუბილე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 2 თებერვალს, ინტერვიუში The Sun-თან ბარლოუ ახსენა, რომ Take That წლის ბოლოს მერვე სტუდიურ ალბომს გამოსცემდა, ისევე, როგორც ჰიტების ახალ კომპილაციას, რომელიც აღნიშნავდა ჯგუფის 25 წლიან იუბილეს. 4 მაისს ჯგუფმა Sigma-მ გამოაცხადა, რომ მათი შემდეგი სინგლი იქნებოდა თანამშრომლობა Take That-თან. ამ სიმღერამ, „Cry“, პირველად გაიჟღერა 20 მაისს და გამოვიდა ამავე დღეს.

21 ოქტომბერს გამოქვეყნდა მოკლე ვიდეო, ხოლო ჯგუფის საიტზე ასახული იყო მოციმციმე ლოგო ტეგით „#WONDERLAND“[52] შემდეგ დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალი ალბომი Wonderland გამოვიდოდა 2017 წლის 24 მარტს. მას მოჰვებოდა ბრიტანული ტურნე Wonderland Live 2017 Tour, რომელიც 5 მაისს ბირმინგემში დაიწყებოდა.[53][54][55][56][57]

2016 წლის 7 ნოემბერს რობი უილიამსი ჯგუფს შეუერთდა Brits Icon Award-ის დაჯილდოებაზე და მათთან ერთად, პირველად 2012 წლის შემდეგ, შეასრულა „The Flood“ და „Back for Good“. 2017 წლის 17 თებერვალს გამოვიდა ახალი ალბომის პირველი სინგლი „Giants“, რომელიც უმალვე მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #13 პოზიციაზე და იყო ჯგუფის ისტორიაში რიგით 24-ე სინგლი ამ ქვეყნის საუკეთესო ოცეულში.

25 თებერვალს უილიამსი Take That-თან კვლავ გაერთიანდა და „The Flood“ შეასრულა ბრიტანული გადაცემის Let It Shine ეთერში. 8 აპრილს ITV-მ აჩვენა სპეციალური ერთსაათიანი გადაცემა An Evening With Take That, რომელშიც ჯგუფმა შეასრულა ახალი ალბომის რამდენიმე სიმღერა და ძველი ჰიტები.

8 თებერვალს ITV-მ ეთერში გაუშვა ერთსაათიანი An Evening With Take That, რომლის ფარგლებში ჯგუფმა შეასრულა სიმღერები ახალი ალბომიდან და ძველი ჰიტები. 27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალბომის Wonderland შემდეგი სინგლი იქნებოდა „New Day“. ჯგუფის მონაწილეები იღებდნენ სიმღერისთვის ოფიციალურ ვიდეოს ტურნეს Wonderland Live დაწყებამდე.[58]

სოლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2010 Take That Q-ს ჯილდო Hall of Fame[59] მოგებული
2009 Take That GQ Men Of The Year Awards - საუკეთესო ჯგუფი მოგებული
Take That Q-ს ჯილდო - საუკეთესო ცოცხალი ჯგუფი ნომინირებული
Take That BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი ნომინირებული
2008 Shine აივორ ნოველოს ჯილდო მოგებული
Take That Sony Ericsson Tour Of The Year Award - ტურნე Take That Arena Tour მოგებული
Shine BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული სინგლი მოგებული
Take That BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული ცოცხალი ჯგუფი მოგებული
Beautiful World BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული ალბომი ნომინირებული
Take That BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი ნომინირებული
2007 Patience BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული სინგლი მოგებული
2006 Take That Q Idol Award მოგებული
1996 Back for Good BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული სინგლი მოგებული
1995 Take That MTV Europe Music Awards - საუკეთესო ცოცხალი ჯგუფი მოგებული
1994 Pray BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული სინგლი მოგებული
Pray BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული ვიდეო მოგებული
Take That MTV Europe Music Awards - საუკეთესო ჯგუფი მოგებული
1993 Could it be Magic BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული სინგლი მოგებული
A Million Love Songs BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული სინგლი[60] ნომინირებული
It Only Takes a Minute BRIT Award - საუკეთესო ბრიტანული სინგლი[60] ნომინირებული

ჯგუფი სხვა მედიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს ბარლოუმ და ლეიბლმა EMI მიუზიკლის Never Forget შემქმნელებს მისცეს უფლება, გამოეყენებინათ Take That-ის სიმღერები ამ დადგმაში [61] , რომელიც ეფუძნება კოლექტივის მიერ 1990-იან წლებში დაწერილ კომპოზიციებს. თუმცა, Take That-ის მხრიდან გაიჟღერა ოფიციალურმა განცხადებამ, რომ მათ ამ დადგმის შექმნაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ.

ჯგუფის სიმღერა „Rule the World“ 2007 წელს შეტანილი იქნა ფილმში „ვარსკვლავური მტვერი“. იმავე წელს სიმღერა „Back for Good“ გამოყენებული იქნა კორეული დრამის „ყავის უფლისწულის პირველი მაღაზია“ საუნდტრეკის სახით.

2008 წლის 7 დეკემბერს ეთერში გავიდა ჯგუფის საკუთარი შოუ Take That Come To Town, სადაც საკუთარი ცნობილი ჰიტ-სიმღერები შეასრულეს. შოუს თან ახლდა სახუმარო სკეტჩებიც. ჯგუფი აგრეთვე გამოჩნდა ტაივანურ გადაცემაში Kangxi Lai Le (Take That იქ ტაივანის საზღვრებს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან ერთ-ერთი ცნობილი კოლექტივია). შედგა ინტერვიუ ჯგუფთან და რამდენიმე სახუმარო სკეტჩის დემონსტრირება.

2010 წლის ნოემბერში ტელეარხმა ITV უჩვენა ფილმი Take That: Look Back, Don't Stare, რომელშიც ჯგუფის შესახებ დოკუმენტური კადრები იქნა შეტანილი.[62] 2010 წლის 18 ნოემბერს რობი უილიამსი და გერი ბარლოუ გამოვიდნენ გერმანულ გადაცემაში "Popstars", სადაც სიმღერა "Shame" შეასრულეს.

2011 წელს Take That-ის სიმღერა „Love Love“ არჩეული იქნა ფილმისთვის „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“. მოგვიანებით „When We Were Young“ იქცა ფილმის „სამი მუშკეტერი“ თემატურ სიმღერად. ორივე სიმღერა შეტანილია EP-ში Progressed.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაიკ სტივენსი - მუსიკალური რეჟისორი, კლავიშებიანი საკრავები, გიტარა, საქსოფონი
  • მილტონ მაკ-დონალდი - გიტარა და ვოკალი
  • ლი პომროი - ბას გიტარა, გიტარა, ვოკალი
  • კარლოს ედვარდსი - პერკუსია
  • დონავან ჰეპბერნი - დასარტყმელი საკრავები
  • ჯეიმზ ნორტონი - კლავიშებიანი საკრავები
  • დევიდ ტენჩი - კლავიშებიანი საკრავები
  • ბენ მარკი - ბას გიტარა

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Interscope Records Take That Press release 2007. Previewstock.com (11 December 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 30 July 2012.
  2. http://www.thisismoney.co.uk/celebrity/article.html?in_article_id=517621&in_page_id=181
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-05. ციტირების თარიღი: 2010-12-07.
  4. http://www.bbc.co.uk/news/entertainment-arts-11733276
  5. http://www.everyhit.com/searchsec.php
  6. Mercury/Nationwide Music Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-18. ციტირების თარიღი: 2010-12-07.
  7. Take That Re-Release Tops U.K. Album Chart; Example Single Remains at No. 1. Billboard.com (14 September 2009). ციტირების თარიღი: 18 July 2011.
  8. McLean, Craig (29 May 2011). „Take That interview“. London: Telegraph. ციტირების თარიღი: 18 July 2011.
  9. Demand for Take That tour tickets 'greater than Michael Jackson' say organisers as websites crash.. and band announce third date at Hampden. Daily Record (29 October 2010). ციტირების თარიღი: 18 July 2011.
  10. Alexandra Topping (15 February 2011). „Brit awards 2011: Take That win best British group 21 years after their debut“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 18 July 2011.
  11. Take That are Amazon’s ‘top-selling music artist of all time’. Metro (31 December 2010). ციტირების თარიღი: 30 May 2011.
  12. Corner, Lewis (29 November 2012). „Forbes Music Rich List: Take That top Bieber, Rihanna, Jay-Z and GaGa“. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი 2014.
  13. Official Singles Charts' biggest selling artists of all time revealed. Officialcharts.com. ციტირების თარიღი: 22 November 2012.
  14. Official Statement. takethat.com. ციტირების თარიღი: 25 September 2014.
  15. url="http://www.thisislondon.co.uk/music/review-23714722-take-that-are-true-sultans-of-pop.do დაარქივებული 2010-02-24 საიტზე Wayback Machine. "
  16. 16.0 16.1 16.2 UK Top 40 Chart Archive, British Singles & Album Charts. everyHit.com (2000-03-16). ციტირების თარიღი: 2010-08-13.
  17. url="https://web.archive.org/web/20110709173420/http://www.independent.co.uk/arts-entertainment/music/reviews/take-that-metro-radio-arena-newcastle-475430.html
  18. BPI list of best selling albums in the UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-22. ციტირების თარიღი: 2010-11-16.
  19. Take That: Where Did All Go Right? (Channel 5, 2009)
  20. Take That Appreciation Pages. Take-that.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-18. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  21. Take That's new LP The Circus is the most pre-ordered album of all time | The Sun |Showbiz|Bizarre. The Sun (2008-11-28). ციტირების თარიღი: 2010-08-13.
  22. http://www.newsdaily.com/stories/tre4b605x-us-takethat/[მკვდარი ბმული]
  23. Take That beating Britney Spears in 'Circus' album battle | News. Nme.Com. ციტირების თარიღი: 2010-08-13.
  24. Take That album Circus is a record breaker | The Sun |Showbiz|Bizarre. The Sun (2008-12-06). ციტირების თარიღი: 2010-08-13.
  25. „Leona record-breaker tops chart“. BBC News. 7 December 2008.
  26. 26.0 26.1 Take That embark upon record-breaking Circus Live tour | Latest celebrity news. Hellomagazine.com. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  27. Take That Circus tour DVD smashes sales record in just one day | Showbiz | STV Entertainment. Entertainment.stv.tv (2009-11-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-19. ციტირების თარიღი: 2010-07-10.
  28. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-06. ციტირების თარიღი: 2010-11-16.
  29. In And Out Of Consciousness: Robbie's Greatest Hits 1990-2010 Is Coming!. RobbieWilliams.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-18. ციტირების თარიღი: 2010-08-13.
  30. Digital Journal, 2010-21-07. Retrieved 21 July 2010.
  31. http://www.thesun.co.uk/sol/homepage/showbiz/bizarre/3158696/Take-That-make-real-Progress.html The Sun 28-09-10 Retrieved 28-09-10
  32. http://www.takethat.com/news/2010/10/release-change[მკვდარი ბმული] Take That official 27-10-10
  33. http://latimesblogs.latimes.com/music_blog/2010/10/reunited-boy-band-take-that-cripples-uk-ticketing-market.html LA Times, 29-10-10
  34. http://www.metro.co.uk/music/845636-take-that-sell-one-million-tickets-in-a-day-for-progress-tour#ixzz13slldtIb 29-10-10
  35. http://www.takethat.com/news/2010/11/success-for-progress დაარქივებული 2011-05-18 საიტზე Wayback Machine. Take That Official 16-11-10
  36. http://uk.news.yahoo.com/22/20101121/tuk-uk-britain-music-charts-fa6b408.html Yahoo 21-11-10
  37. http://www.billboard.com/news/take-that-marks-third-week-at-no-1-on-u-1004133737.story#/news/take-that-marks-third-week-at-no-1-on-u-1004133737.story
  38. The Metro 4 Oct 2011. Official Statement inc. Metro.co.uk (4 October 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
  39. Digital Spy October 4, 2011 Paul Millar. Digitalspy.co.uk (3 October 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
  40. OK Mag October 4, 2011. Ok.co.uk (4 October 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
  41. Take That Official Ivor Novello Outstanding Contribution Award. Takethat.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 30 July 2012.
  42. Paul Martinovic. Take That, George Michael to feature in London 2012 closing ceremony. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-18. ციტირების თარიღი: 2014-09-25.
  43. Take That Tease New Album With Studio Tweet | MTV UK. Mtv.co.uk (2014-04-22). ციტირების თარიღი: 2014-06-06.[მკვდარი ბმული]
  44. Robbie Williams: No Take That Tour With Baby. News.sky.com (2014-04-30). ციტირების თარიღი: 2014-06-06.
  45. [1]თარგი:Nonspecific
  46. Gary Barlow - Twitter (2 September 2014). ციტირების თარიღი: 2 September 2014.
  47. http://m.digitalspy.co.uk/music/news/a598978/jason-orange-quits-take-that-group-to-continue-as-a-trio.html?utm_source=tw&utm_medium=dsuk&utm_campaign=twdsuk#~oQOLX6mrpBtO81 დაარქივებული 2014-10-16 საიტზე Wayback Machine. Digital Spy 24.09.14
  48. http://www.officialcharts.com/chart-news/take-that-score-12th-number-1-single-with-these-days-3317/ Take That score 12th number 1 single with These Days. Official UK Chart Company 30 November 2014
  49. Ben Travis. (13 October 2015) TFI Friday: Take That to perform brand new song in series return on Fr. Evening Standard.
  50. III - 2015 Edition by Take That: Amazon.co.uk: Music. amazon.co.uk.
  51. დემიან ჯოუნზი. (22 დეკემბერი 2015) Original Take That line-up in talks for 25th anniversary tour in 2017. NME.
  52. Take That tease a very exciting announcement for Saturday. Digital Spy. ციტირების თარიღი: 23 October 2016.
  53. Take That announce 2017 tour with special guests All Saints. Daily Mirror. ციტირების თარიღი: 23 October 2016.
  54. Take That announce 22-date arena tour to showcase their new album Wonderland next year... but Robbie Williams WON'T be joining. Daily Mail. ციტირების თარიღი: 23 October 2016.
  55. Take That confirm Manchester gigs as part of 2017 Wonderland tour in support of new album. Manchester Evening News. ციტირების თარიღი: 23 October 2016.
  56. Take That and All Saints announce joint 2017 UK and Ireland tour. NME. ციტირების თარიღი: 23 October 2016.
  57. Take That announce gigs in Birmingham as part of Wonderland Tour - here's how to get tickets. Birmingham Mail. ციტირების თარიღი: 23 October 2016.
  58. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  59. http://www.google.com/hostednews/ukpress/article/ALeqM5jj8oCq6kPCjp3C0xacJjN-0mHtlw?docId=N0083341288008158705A Press Association 25-10-10
  60. 60.0 60.1 1993 - British Single - Take That. Brits.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20-11-2010. ციტირების თარიღი: 11-11-2010.
  61. „We can relight our own fire, thank you - Times Online“. London: entertainment.timesonline.co.uk. 11 June 2007. ციტირების თარიღი: 24 May 2010.
  62. http://www.digitalspy.co.uk/tv/news/a284175/itv1-to-screen-take-that-documentary.html დაარქივებული 2012-10-22 საიტზე Wayback Machine. Paul Millar Digital Spy 26-10-10
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Take_That&oldid=4616056“-დან