შინაარსზე გადასვლა

The Flood (Take That-ის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Flood“
სინგლიTake That
ალბომიდან Progress
B-მხარე ინსტრუმენტული ვერსია
გამოსვლის თარიღი 7 ნოემბერი 2010
ჩაიწერა ივნისი-აგვისტო 2010
ჟანრი პოპი, პოპ-როკი
ხანგრძლივობა 4:51
ხმისჩამწერი ლეიბლი Polydor
ავტორ(ებ)ი გერი ბარლოუ
პროდიუსერი სტიუარტ პრაისი
Take That — სინგლების ქრონოლოგია
„Hold Up A Light“
(2009)
The Flood
(2010)
„Kidz“
(2011)

The Flood — ჯგუფ Take That-ის პირველი სინგლი 2010 წლის სტუდიური ალბომიდან Progress. იგი ჩაიწერა 2010 წლის ზაფხულში, როდესაც ჯგუფში დაბრუნდა ყოფილი წევრი რობი უილიამსი. ვოკალს ასრულებენ რობი უილიამსი და გერი ბარლოუ.

სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში ჯგუფის წევრები სპორტსმენთა გუნდს ნავით მდინარეზე ეჯიბრებიან. საბოლოოდ, მეტოქე გუნდი იმარჯვებს, მაგრამ Take That სცდება ფინიშს და მოგზაურობს უფრო დიდ მანძილზე, მდინარე თემზაზე.. საგულისხმოა, რომ ჯგუფის ნავს აწერია Progress, სტუდიური ალბომის აღსანიშნავად.

ძირითადად სინგლს მსოფლიო მედიაში დადებითი შეფასება ხვდა წილად. BBC Radio 1-ის ეთერში პრემიერის შემდეგ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა და ჯგუფის მოყვარულებმა სინგლს წარმოუდგენელი უწოდეს.[1] დოკუმენტურ ფილმში Take That: Look Back, Don't Stare შეტანილია ალბომის ჩაწერის დროს სტუდიაში ელტონ ჯონის ვიზიტი, რომელიც უსმენს სიმღერის დემო-ვერსიას და აღნიშნავს: ბრწყინვალეა, იცით რა დიდებული რამ იქნება ეს?[2]

რესურსმა Digital Spy სინგლს მიანიჭა 4 ვარსკვლავი და აღნიშნა, რომ ეს არის ნამდვილი ეპიკური პოპი[3], ხოლო The News of The World-ისგან სინგლმა 5 ვარსკვლავი დაიმსახურა, კომენტარით ეს უკვე არის კლასიკა და Back for Good-ის მეტოქე. ეს გიგანტური ჰიმნი უფრო კარგად გაიჟღერებს საკონცერტო შესრულებისას.[4]

The Telegraph-ის აზრი: The Flood არის ჩვენ-სამყაროს-წინააღმდეგ სტილის პოპ ჰიმნი[5] Orange ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამატებს, რომ როდესაც საუბარია სრულყოფილ პოპ-მუსიკაზე, ეს ჯგუფი თავისი საქმის ოსტატია.[6]

  • ბრიტანული დისკი
  1. The Flood – 4:51
  2. The Flood (ინსტრუმენტული) – 4:51
  • ბრიტანული DVD სინგლი
  1. The Flood (ვიდეო) – 5:00
  2. The Flood (გადაღება) – 2:30

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]