Greatest Day (Take That-ის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Greatest Day“
სინგლიTake That
ალბომიდან The Circus
B-მხარე Sleepwalking
Here
გამოსვლის თარიღი 24 ნოემბერი 2008
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 4:01
ხმისჩამწერი ლეიბლი Sony Music
პროდიუსერი Take That, ჯონ შენქსი
Take That — სინგლების ქრონოლოგია
„Rule the World“
(2007)
Greatest Day
(2008)
„Up All Night“
(2009)

Greatest Day — ჯგუფ Take That-ის პირველი სინგლი მეხუთე სტუდიური ალბომიდან The Circus. იგი გამოვიდა 2008 წლის 24 ნოემბერს. სიმღერა დაიწერა ჯგუფის მიერ. მისი პროდიუსერია ჯონ შენქსი.

კომპოზიცია იწერებოდა სტუდიაში Sarm West, ნოტინგ ჰილში. მისი ხმის მიქსი შედგა ლოს ანჯელესში, ჯიმ ჰენსონის სტუდიაში. სიმღერის პირველი საკონცერტო შესრულება შედგა 2008 წლის 6 ნოემბერს MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოების ფარგლებში. 2008 წლის 14 ნოემბერს Take That გამოვიდა BBC-ს ეთერში და კვლავ შეასრულა იგი, რასაც დაემატა მათი მხრიდან საქველმოქმედო ფონდ Children in Need-ისათვის 250.000 ფუნტის გადაცემა.

ბრიტანეთში გაიყიდა სინგლის 355.000 ასლი. მას მიენიჭა ვერცხლის სტატუსი.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთი[1]
  1. Greatest Day (რადიოს მიქსი) - 4:01
  2. Sleepwalking - 3:07
გერმანია[2]
  1. Greatest Day (რადიოს მიქსი) - 4:01
  2. Sleepwalking - 3:07
  3. Here - 3:41
  4. Greatest Day (ვიდეო) - 4:01

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]