The Greatest Day – Take That Present: The Circus Live — ჯგუფ Take That-ის რიგით პირველი ცოცხლად ჩაწერილი ალბომი. იგი ჩაწერილი იქნა ჯგუფის ტურნეს The Circus დროს, 2009 წლის ივლისში, უემბლის სტადიონზე, ლონდონში. ალბომი გამოდის 2009 წლის 30 ნოემბერს, DVD დისკთან ერთად, რომელზეც ჩაწერილი იქნა სრული კონცერტი.
Take That Present: The Circus Live გამოვიდა DVD-ზე და Blu-ray-ზე 2009 წლის ნოემბერში. მასში შეტანილია ოთხეულის საკონცერტო გამოსვლა, ჩაწერილი უემბლიზე იმავე წელს. დამატებითი დისკის სახით გამოცემას ახლავს ჯგუფის სპეციალური სესიის ვიდეო, ჩაწერილი ები-როუდის სტუდიებში.