შინაარსზე გადასვლა

ადელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ადელი (მომღერალი))
ადელი

ადელი 2021 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ადელ ლორი ბლუ ედკინსი
დაბ. თარიღი 5 მაისი, 1988 (1988-05-05) (36 წლის)
დაბ. ადგილი ტოტენჰემი, ლონდონი, ინგლისი
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი რიტმ ენდ ბლუზი, სოული, ბლუზი, ჯაზი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო, ბასი, ჩელესტა, პერკუსია, კლავიშებიანი საკრავები
აქტიური 2006–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი adele.com
ადელი ვიკისაწყობში

ადელ ლორი ბლუ ედკინსი[1] (ინგლ. Adele Laurie Blue Adkins, დ. 5 მაისი 1988 წელი, ენფილდი, ჩრდილოეთი ლონდონი) ცნობილია სასცენო სახელით ადელიინგლისელი მომღერალი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი. იგი იყო BRIT Awards-ის ცერემონიის ნომინაციის „კრიტიკოსთა არჩევანი“ გამარჯვებული. 2008 წელს BBC-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით მას ეწოდა წლის გარღვევა. 2009 წელს ადელმა მიიღო ორი გრემი (საუკეთესო ახალი შემსრულებლისა და საუკეთესო ვოკალისტი ქალის კატეგორიებში).[2][3]

ადელმა მიიქცია ლეიბლის XL Recordings ყურადღება სამი სიმღერისგან შემდგარი დემო ჩანაწერით, რომელიც გამოქვეყნდა საიტზე MySpace. ლეიბლთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩაიწერა და გამოიცა მომღერლის სადებიუტო ალბომი 19. ადელს წილად ხვდა როგორც კომერციული, ასევე კრიტიკული წარმატება. ბრიტანულ ჩარტში ალბომი მოხვდა #1 ადგილზე და მიიღო ოთხი გზის პლატინის სტატუსი.[4] აშშ-ში ადელის კარიერას ხელი შეუწყო შოუს Saturday Night Live (2008) ერთ-ერთმა ეპიზოდმა, რომელსაც იმ დროისათვის მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა ჰყავდა. მეორე ალბომი 21 გამოვიდა 2011 წლის 24 იანვარს ბრიტანეთში, ხოლო აშშ-ში - იმავე წლის 22 თებერვალს.[5] როგორც კომერციულად, ასევე კრიტიკულად დისკი წარმატებული იყო და გამოცემიდან მხოლოდ პირველი კვირის მანძილზე ბრიტანეთში 208.000 ასლის ოდენობით გაიყიდა. იგი მოხვდა ბრიტანული ალბომების ჩარტის #1 ადგილზე და ეს პოზიცია 16 კვირის მანძილზე ეკავა.[6] ბრიტანეთში 21-ს მიენიჭა რვა გზის პლატინის სტატუსი (2.4 მილიონი გაყიდული დისკისათვის).[4]ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის ჩარტში (აშშ) დისკი ასევე #1 პოზიციაზე მოხვდა, გაიყიდა რა გამოცემიდან პირველი კვირის მანძილზე 352.000 ასლის ოდენობით.[5][7] ჩარტებში წარმატება განმეორდა 17 ევროპულ ქვეყანასა და შტატებში.[8]

BRIT Awards-ის 2011 წლის ცერემონიაზე სიმღერის „Someone Like You“ შესრულებამ აღნიშნული სინგლი მოახვედრა ბრიტანული #1 სინგლების სიაში. პარალელურად ალბომი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებდა. „Someone Like You“ ამ პოზიციას ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა.[9][10] ჩარტების ოფიციალური კომპანიის განცხადებით, ადელი არის პირველი ცოცხალი პიროვნება, რომელმაც სინგლების ოფიციალურ ჩარტში მიიღო ორი ჩანაწერი, მოხვედრილი საუკეთესო ხუთეულში და ალბომების ჩარტშიც იგივე წარმატება გაიმეორა. მსგავსი შემთხვევა, ჩარტში რამდენიმე ალბომის სახით მანამდე მხოლოდ The Beatles-ის ისტორიაში დაფიქსირდა, 1964 წელს.[9][10][11] 21 საერთო ჯამში ბრიტანულ ჩარტში 11 კვირის მანძილზე იმყოფებოდა - ამ ქვეყნის ჩარტში შემსრულებელი ქალისათვის ეს იყო ნამდვილი რეკორდი, ვინაიდან მანამდე მხოლოდ მადონას ერგო მსგავსი წარმატება და მხოლოდ ცხრაკვირიანი პერიოდის ოდენობით - 1990 წელს, კრებულით The Immaculate Collection.[8][12] აშშ-ში ალბომმა ’ბილბორდის’ სიაში დღეისათვის სულ 9 კვირა გაატარა.[13] ალბომმა ასევე დაამყარა რეკორდი ბრიტანეთში ციფრული ჩამონატვირთების რაოდენობის მხრივ.[14] 2011 წლის მაისისათვის მომღერლის შემოსავალი შეადგენდა 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს. 30 წლამდე ბრიტანელი და ირლანდიელი შემსრულებლების სიაში იგი მოხვდა ლილი ალენისა და დაფის გვერდით, #9 ადგილზე.[15]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Frehsée, Nicole (22 January 2009), "Meet Adele, the U.K.'s Newest Soul Star". Rolling Stone. (1070):26
  2. Brits on top: Duffy, Adele and Coldplay clinch top awards as they lead British winners at Grammys Daily Mail Retrieved 21 February 2011
  3. Coldplay, Robert Plant, Radiohead, Duffy and Adele win at Grammy Awards Daily Mirror Retrieved 21 February 2011
  4. 4.0 4.1 Certified Awards Search. British Phonographic Industry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 March 2011.
  5. 5.0 5.1 Caulfield, Keith (2 March 2011). „Adele's '21' Debuts At No. 1 on the Billboard 200 With 352,000 Sales“. Billboard. ციტირების თარიღი: 2 March 2011.
  6. Adele dominates UK album chart დაარქივებული 2012-10-18 საიტზე Wayback Machine. Reuters Retrieved 28 February 2011
  7. Adele scores US number one album BBC News Retrieved 4 March 2011
  8. 8.0 8.1 Adele breaks Madonna's album record and closes in on Bob Marley The Guardian 4 April 2011
  9. 9.0 9.1 Adele Ties Beatles Record on UK Charts, BRIT Awards Boost Winners Billboard Retrieved 21 February 2011
  10. 10.0 10.1 Adele beats Lady Gaga to No 1... and matches Beatles for two top five singles and two top five albums in the same week Daily Mail Retrieved 21 February 2011
  11. Adele's 'Someone Like You' Tops UK Singles Chart დაარქივებული 2011-02-24 საიტზე Wayback Machine. MTV Retrieved 21 February 2011
  12. Adele makes music history again with album chart record BBC 4 April 2011
  13. http://www.billboard.com/news/adele-s-21-marks-sixth-week-at-no-1-on-billboard-1005169182.story#/news/adele-s-21-marks-sixth-week-at-no-1-on-billboard-1005169182.story
  14. Adele matches Madonna, Beatles records დაარქივებული 2011-06-02 საიტზე Wayback Machine. Digital Spy Retrieved 28 February 2011
  15. Chart-topping Adele makes music's rich list with £6million fortune Evening Standard 5 May 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 31 მაისი 2011.