Silent Hill (ვიდეო თამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ Silent Hill (მრავალმნიშვნელოვანი).
Silent Hill

ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემის გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი Konami Computer Entertainment Tokyo (Team Silent)
გამომცემელი Konami
სერია „Silent Hill“
პლატფორმ(ებ)ი PlayStation
PlayStation Network
გამოსვლის თარიღი ჩრდ.ამ. 31 იანვარი, 1999
ევრ 1 აგვისტო, 1999
იაპ 4 მარტი, 1999
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი კეიჩირო ტოიამა
პროდიუსერ(ებ)ი გოძო კიტაო
დიზაინერ(ებ)ი მაკოტო იანო
პროგრამისტ(ებ)ი აკიჰირო იმამურა
მხატვარი მასაჰირო იტო
კომპოზიტორი აკირა იამაოკა

„Silent Hill“ (იაპონ. サイレントヒル „საირენტო ჰირუ“, ქართ. „ჩუმი გორაკი“) — ფსიქოლოგიური Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, რიგით პირველი თამაში „Silent Hill“-ის სერიიდან, შემუშავებული Team Silent-სა[1] და გამოცემული Konami-ის მიერ PlayStation-ის პლტფორმისთვის. თავდაპირველად გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში 1999 წლის 31 ინვარს, იაპონიაში იმავე წლის 4 მარტს, ხოლო ევროპაში 1 აგვისტოს.[2] „Silent Hill“ იყენებს მესამე პირის ხედვას, ხოლო ყველა ლოკაცია შესრულებულია 3D განზომილებაში. გრაფიკული ხარვეზების დასაფარად, რომელიც გამოწვეული იყო PlayStation-ის ტექნიკური შეზღუდვებით, შემქნელებმა გმოიყენეს „ნისლის ეფექტი“, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნლოვან განმასხვავებელ ნიშანთვისებად „საილენტ ჰილის“ სამყაროსთვის.[3][4]

სიუჟეტი მიმდინარეობს ამავე სახელწოდების გამოგონილ ქალაქ საილენტ ჰილში. მთავარი გმირია მწერალი ჰარი მეისონი, რომელიც ავტოავარიაში მოხვედრის შემდეგ ეძებს თავის მცირეწლოვან ქალიშვილს შერილს. ქალაქში იგი აღმოაჩენს რელიგიურ კულტს, რომელიც ცდილობს ჩატააროს რიტუალი, მათი ღვთაების გასაცოცხლებლად. თამაშშს გააჩნია ხუთი სახის დასასრული, რომელთაგან ერთ-ერთი კურიოზული სახისაა.[5]

მასზე მუშაობა დაწყო Konami Computer Entertainment Tokyo-ს ქვედანაყოფმა Team Silent-მა 1996 წლის სექტემბერში.[6][7] 1999 წელს, Electronic Entertainment Expo-ზე ნაჩვენებმა ტრეილერმა მაყურებელთა დიდი ოვაციები გამოიწვია.[8][9] იმავე წლის შემოდგომაზე თამაში წარადგინეს European Computer Trade Show-ზე ლონდონში[10] და Tokyo Game Show-ზე ტოკიოში.[11] თამაშის პერსონაჟები შექმნა ტაკაიოში სატომ,[12] მუსიკა ეკუთვნის იაპონელ კომპოზიტორ აკირა იამაოკას.

პროექტმა მიიღო დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან, აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, საერთო ჯამში გაიყიდა 2 მილიონი ეგზემპლარი.[6] „Silent Hill“ მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე მისი საერთო რეიტინგია 86/100.[13] მოგვიანებით გამოვიდა რამდენიმე ადაპტაცია, 2001 წლის ვიზუალური რომანი, მათ შორის 2006 წლის ფილმი „საილენტ ჰილი“ და აგრეთვე თამაშის რიმეიკი სახელწოდებით „Silent Hill: Shattered Memories“. თამაშს მოჰყვა გაგრძელება „Silent Hill 2“, გამოსული 2001 წლის 24 სექტემბერს მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისთვის.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ゲームソフト プレイステーション Japanese. Konami Computer Entertainment Tokyo, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-10-12.
  2. Silent Hill. Absolute Games. OOO „Рамблер-Игры“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-15. ციტირების თარიღი: 2015-05-30.
  3. Антон Логвинов, Владимир Ермилов, Юрий Ленин. „Игромания“ № 11 (86) (DVD). Silent Hill. История Серии. Часть 2. Silent Hill 1. Москва: ТехноМир.
  4. Silent Hill, часть 1. StopGame.ru (2014-01-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2015-06-12.
  5. Konami Computer Entertainment Tokyo, Inc (1999-01-31). Silent Hill. Konami of America, Inc.. 
  6. 6.0 6.1 Sato, Takayoshi. My Resume. SatoWorks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2011-01-06.
  7. E3 2001: Silent Hill 2 Interview. IGN. IGN Entertainment, Inc (2001-05-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
  8. Brandon Sheffield. (2005-08-25) Silence Is Golden: Takayoshi Sato's Occidental Journey. Gamasutra. United Business Media LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-04. ციტირების თარიღი: 2015-05-30.
  9. Bryn Williams, Eduardo Vasconcellos. (2005-09-07) Top 25 PSone Games of All-Time. GameSpy. IGN Entertainment, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-06. ციტირების თარიღი: 2015-05-30.
  10. ECTS: Konami Gears Up. IGN.com. IGN Entertainment, Inc (1998-09-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-04. ციტირების თარიღი: 2015-05-30.
  11. TOKYO GAME SHOW '98 AUTUMN. CESA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-09-06. ციტირების თარიღი: 2015-08-09.
  12. Dieubussy. (2009-05-15) Interview with Takayoshi Sato: Seizing New Creations. Core Gamers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-31. ციტირების თარიღი: 2011-01-06.
  13. Silent Hill for PlayStation Reviews. Metacritic. CBS Interactive Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-26. ციტირების თარიღი: 2008-11-05.
  14. Silent Hill 2 for PlayStation 2. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-16. ციტირების თარიღი: 2010-04-23.