Игромания
Игромания | |
---|---|
![]() | |
სპეციალიზაცია | ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
ენა | რუსული |
მთავარი რედაქტორი | ევგენი პეკლო |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Игромедиа |
ქვეყანა | რუსეთი |
რედაქციის მისამართი | მოსკოვი |
პუბლიკაციის ისტორია | დაარსდა:1997 ცირკულაცია:63 100 (№6 2014), 33 400 (№8 2016) |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
ISSN | 1560-2580 |
Игрома́ния — ყოველთვიური, მრავალპლატფორმული [1] რუსული ჟურნალი ვიდეო თამაშების შესახებ, რომელიც დაარსებული იქნა ევგენი ისუპოვისა და ალექსანდრე პარჩუკის მიერ. გამოიცემა 1997 წლიდან Техномир-ის მიერ (2013 წელს შეეცვალა სახელი Игромедиа-თი). Игрома́ния ითვლება ერთ-ერთ წამყვან რუსულ ჟურნალად ვიდეო თამაშების თემატიკაზე.[2]
ჟურნალს თან მოჰყვება პოსტერი, ოთხი სტიკერი და ორი DVD დისკი. 2013 წლიდან მოყოლებული გამოდის Игрома́ния-ს ელექტრონული ვერსია iPad-ისთვის და ხელმისაწვდომია App Store-ზე.
ჟურნალი ფლობს საიტს Igromania.ru, რომელიც აქვეყნებს სიახლეებს, მიმოხილვებსა და ანალიტიკურ სტატიებს ვიდეო თამაშებისა და ფილმების შესახებ. საიტს ასევე გააჩნია საკუთარი ფორუმი.
შეფასების სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგრომანია იყენებს შეფასების ათ ბალიან სისტემას. 2001 წლიდან მოყოლებული მაქსიმალური შეფასება მიიღო შემდეგმა თამაშებმა:
- 2001 — Ил-2: Штурмовик, Sid Meier’s Civilization III
- 2002 — Heroes of Might and Magic 4
- 2003 — Max Payne 2: The Fall of Max Payne, Star Wars: Knights of the Old Republic
- 2004 — Half-Life 2
- 2007 — The Orange Box
- 2008 — Grand Theft Auto IV
- 2010 — Heavy Rain
- 2011 — Ico, Shadow of the Colossus, Uncharted 3: Drake’s Deception
- 2012 — Journey
- 2013 — The Last of Us, Grand Theft Auto V
- 2014 — Bayonetta 2
- 2015 — DiRT Rally
- 2016 — Dark Souls III, Uncharted 4: A Thief’s End, Overwatch
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ «Игромания» № 7 (154) уже в продаже!
- ↑ «Гейм Лэнд» меняет правила игры. Журнал «Коммерсантъ Секрет Фирмы», № 11 (50), 22.03.2004