მასტერსის კვალიფიკაცია
Benson & Hedges Championship — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი. იმართებოდა 1990—2002 წლებში. ყოველ წელს Benson & Hedges Championship-ის გამარჯვებული იღებდა უაილდ-კარდს მასტერსისთვის.
1992-1993 წლების სეზონზე ტურნირი მინი-რეიტინგული იყო, ანუ ქულები მოთამაშეებს ერიცხებოდათ 1:10 შეფარდებით. ქულები გაიცემოდა უფრო მეტი პროფესიონალის მიზიდვის მიზნით, თუმცა ძირითადი მოთამაშეები მასში მონაწილეობას არ იღებდნენ (ისინი ავტომატურად ხვდებოდნენ მასტერსზე), ამიტომ ტურნირმაც დაკარგა რეიტინგულის სტატუსი. მიუხედავად ამისა, უშუალოდ მასტერსის მნიშვნელობისა და პრესტიჟულობის გათვალისწინებით, მოთამაშეები ინტერესს იჩენდნენ კვალიფიკაციის მიმართ, რათა უემბლიზე მოხვედრილიყვნენ.
2003-2004 წლების სეზონიდან Benson & Hedges Championship-მა თამბაქოს სპონსორის წასვლასთან დაკავშირებით სახელი შეიცვალა და ეწოდა Masters Qualifying Event, ანუ ოფიციალური ტურნირი — კვალიფიკაცია მასტერსზე. ამ სახით ტურნირი კალენდარში დაბრუნდა 2005-2006 წლების სეზონზე (2004 წელს იგი არ გამართულა).
2010/11 წლების სეზონიდან ტურნირი გაქრა მეინ-ტურის კალენდრიდან.
გამარჯვებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრის ტერნერის არქივი: Benson & Hedges Championship, საკვალიფიკაციო ტურნირი მასტერსისთვის დაარქივებული 2012-02-16 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
|