Far Cry 4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Far Cry 4
დეველოპერ(ებ)ი Ubisoft Montreal
გამომცემელი Ubisoft
სერია Far Cry
ძრავა Dunia Engine 2
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი 18 ნოემბერი. 2014
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის მსროლელი
მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ალექს ჰატჩინსონი
პროდიუსერ(ებ)ი სედრიკ დესელი
დიზაინერ(ებ)ი კლარკ დევისი
პროგრამისტ(ებ)ი სედრიკ დესელი
დეივიდ შაბო
მხატვარი ჟან ალექსის დოიონი
სცენარისტი მარკ ტომპსონი
ლი კუო
ლუსიენ სოულბანი
კომპოზიტორი კლიფ მარტინესი

Far Cry 4ღია სამყაროს მოქმედებითი-სათავგადასავლო და პირველი პირის მსროლელის ვიდეო თამაში შექმნილი და გამოცემული Ubisoft-ის მიერ შემდეგი პლატფორმებისთვის: PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One და Microsoft Windows. იგი არის Far Cry 3-ის გაგრძელება და რიგით მეოთხე ნაწილი სერიიდან. რელიზი შედგა 2014 წლის 18 ნოემბერს[1].

მოქმდება მიმდინარეობს გამოგონილ ქვეყანაში, კირატში, რომელიც მდებარეობს ჰიმალაიზე, სადაც ძირითადად განლაგებულია გაშლილი მთები და ტყეები, დიდი წყლის სისტემები და სოფლები[2]. სიუჟეტი მიმდმინარეობს ახალგაზრდა კირატელი-ამერიკელის აჯაი გელის გარშემო, რომელსაც შეიპყრობს კირატის სამეფო ჯარი - მართული ტირანი მეფე პეგან მინის მიერ, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის "ოქროს ბილიკის" სახელით ცნობილი აჯანყებულთა მოძრაობა.

გეიმპლეი მოიცავს ბრძოლასა და ტერიტორიების აღმოჩენას. მოთამაშე ასრულებს დავალებებს, მათ შორის - მეორეხარისხოვანს, რის დროსაც ნახულობს სასარგებლო ნივთებს, ებრძოლება სხვადასხვა სახის მტრებს როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ასევე ბუნებაში არსებულ საშიშ ცხოველებს. მასში არის იარაღების ფართო არჩევანი[3] და სხვადასხვა სატრანსპორტო სშუალებები. Far Cry 4 მოიცავს როლური ვიდეო თამაშის ელემენტებს. ამასთანავე გააჩნია კოოპერატიული მრავალმოთამაშიანი რეჟიმი.

დაანონსდა 2014 წლის მაისის თვეში და მასზე მუშაობა დაიწყო Assassin’s Creed III-ის გამოსვლის შემდეგ, 2012 წლის ბოლოს. შემქმნელთა გუნდს თავდაპირველად გადაწყვეტილი ჰქონდა შეექმნა Far Cry 3-ის პირდაპირი გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით შეცვალეს გადაწყვეტილება და განიზრახეს ახალი ისტორიის მქონე თამაშის შემუშავება. Far Cry 4-ის შთაგონების წყაროდ იქცა ნეპალის სამოქალაქო ომი[4].

გამოსვლის შემდეგ, სათამაშო პრესამ დადებითად შეაფასა თამაში. კრიტიკოსებმა შეაქეს ღია სამყაროს დიზაინი, ვიზუალური მხარე, საუნდტრეკი და პერსონაჟები, განსაკუთრებით - პეგან მინი[5]. თუმცა ზოგიერთმა რეცენზეტმა გააკრიტიკა თამაშის სიუჟეტი[6], რომ იგი არაფრით განსხვავდება წინამორბედისგან. ასევე მიიღო უამრავი ჯილდო და ნომინაცია, მთ შორის IGN-ის "წლის საუკეთესო შუტერის" ჯილდო[7]. საერთო განხილვის საიტ GameRankings-ზე Xbox One-ის ვერსია ფლობს 85.92 %-ს[8], PS4-ის ვერსია - 83.76%[9] და PC-ის ვერსია - 81.00%[10]. რაც შეეხება Metacritic-ს შედეგები შემდეგნაირია: PS4 85/100[11], Xbox One 82/100[12], PC 80/100[13]. იგი წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, 2014 წლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 7 მილიონი ეგზემპლიარი[14] და იქცა ყველაზე შემოსავლიან თამაშად სერიიდან. ამას მოჰყვა რამდენიმე დამატების გამოცემა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nunneley, Stephany. (15 მაისი, 2014) Far Cry 4 release date announced for November on PC, current and last-gen platforms. VG 247. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2015.
  2. Fiebing, Tate. (15 აგვისტო, 2014) Gamescom 2014: Far Cry 4 Glimpse Into Kyrat Trailer Rewind Theatre. IGN. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2015.
  3. Far Cry 4 – The Gun Show. YouTube. GameSpot (23 ნოემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2015.
  4. Khan, Zarmena. (24 აგვისტო, 2014) Far Cry 4 Inspired by Nepalese Civil War According to Ubisoft. PlayStation LifeStyle. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2014.
  5. Carter, Chris. (21 ნოემბერი, 2014) Review: Far Cry 4. Destructoid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-18. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2014.
  6. Wilson, Aoife. (14 ნოემბერი, 2014) Far Cry 4 review. Eurogamer. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2014.
  7. Best Games, By Genre. IGN. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2015.
  8. Far Cry 4 for Xbox One. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-17. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
  9. Far Cry 4 for PlayStation 4. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-17. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
  10. Far Cry 4 for PC. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
  11. Far Cry 4 for PlayStation 4 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
  12. Far Cry 4 for Xbox One Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
  13. Far Cry 4 for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
  14. Ubisoft® reports third quarter 2014–15 sales. Ubisoft (13 თებერვალი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი, 2015. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Far_Cry_4&oldid=4633834“-დან