ნეპალის სამოქალაქო ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნეპალის სამოქალაქო ომი
თარიღი 1996-2006
მდებარეობა ნეპალის ტერიტორია
მხარეები
ნეპალის კომუნისტური პარტია (მაოისტები) ნეპალის ხელისუფლება
დანაკარგები
11500 ადამიანი 11500 ადამიანი
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ნეპალის სამოქალაქო ომი

ნეპალის სამოქალაქო ომი (1996-2006) — შეიარაღებული კონფლიქტი, ნეპალის კომუნისტური პარტიის (მაოისტებს) და ნეპალის მეფის ხელისუფლებას შორის, რომელიც დაიწყო 1996 წლის 13 თებერვალს. მაოისტებმა გამოუცხადეს კონფლიქტი ნეპალელ ხალხს იმ იმედით, რომ ჩამოაყალიბებდნენ ნეპალის სახალხო რესპუბლიკას და ნელ-ნელა გაავრცელებდნენ თავიანთ გავლენას, სახელმწიფოს ნაწილებზე. 2001 წელს მეფემ გამოსცა ბრძანება, რომ მაოისტების წინააღმდეგ გამოეყენებინათ ჯარი, რადგანაც მხოლოდ პოლიცია სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა.

დაიღუპა 11 500 ადამიანი, ხოლო 100 000-იდან 150 000-მდე იძულებული გახდა დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები. კონფლიქტმა მოახდინა სოფლის მეურნეობის დარგის პარალიზება და გამოიწვია დიდი ცვლილებები, ნეპალის საზოგადოებაში.

კონფლიქტის ერთერთ მიზეზად ითვლება, მონარქიული წყობილების გაუქმება. ამ იდეას გაუჩნდა რევოლუციური მოძრაობები, რომლებიც მოითხოვდნენ მრავალპარტიულ დემოკრატიას. უფრო ადრე ასეთი მოძრაობები, მეზობელ ინდოეთშიც ჩამოყალიბდა 60-იან წლებში.

ომის მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს, მაოისტებმა უარი განაცხადეს სახალხო ფრონტთან გაერთიანებაზე. უარის მიზეზი პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა იყო. მეფე თავიდანვე წინააღმდეგ წავიდა მემარცხენე პარტიის მოთხოვნებზე. ეს წინააღმდეგობა ჯერ კიდევ 1995 წელს გაჩნდა.

თავიდან მეფის არმია არ ერეოდა კონფლიქტებში, რადგან მას სურდა მოლაპარაკების გზით და საჭირო შემთხვევაში პოლიციის დახმარებით მოეგვარებინა სიტუაცია. ასევე მას ეკონომიკურად ეხმარებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების და ინდოეთის ხელისუფლება. მაოისტების ლიდერი კი თვლიდა რომ აშშ-ს ჩართულობა ომში არაკანონიერი იყო. კონფლიქტი უფრო გაღვივდა მაშინ, როცა მეფის ხელისუფლებამ ციხეში ჩასვა ჟურნალისტები და დახურა ის გაზეთები, რომლებიც მაოისტებს იცავდნენ.

მაოისტებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ დროებით შეწყვეტილიყო ცეცხლი, მაგრამ უშედეგოდ. ისინი კვლავ აგრძელებდნენ საომარ მოქმედებებს.

2005 წლისთვის მაოისტების ხელთ იყო საკმაოდ დიდი ტერიტორიები. ეს იყო ძირითადად სახელმწიფოს ცენტრალური ნაწილი და მთიანი რეგიონები, რომლებსაც სახელმწიფო ძალები ვერ აკონტროლებდნენ. 2004 წელს კატმანდუსათვის გამუდმებით მიდიოდა შეტაკებები, მაგრამ მიუხედავად ამისა ხელისუფლებამ შეძლო მისი შენარჩუნება. 2004 წლის დეკემბერში დაიღუპა 200 ადამიანი.

ნეპალისთვის ერთ-ერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა ტურიზმი. სამოქალაქო ომის დროს, ტურისტების ნაკადი საგრძნობლად შემცირდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე. მართალია მაოისტებს დაკავებული ქონდათ ტურისტული ტერიტორიები, თუმცა ისინი ხელს არ უშლიდნენ და მათთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენდა ტურისტების ყოფნა, ტურისტულ რეგიონებში.

ნეპალურმა კომუნისტურმა პარტიამ, მაოისტებმა გავლენა მოახდინა ინდურ მაოისტებზე. ინდური მაოისტები დღესდღეობით 10 000 ადამიანს შეადგენენ, ისინი ძირითადად ცხოვრობენ ინდოეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში.

კორეის სახალხო ხელისუფლება კონკურენციას უწევდა მაოისტებს. ისინი ცდილობდნენ ზეგავლენა მოეხდინათ ნეპალზე.

ნეპალის ხელისუფლებას ფულად დახმარებას უწევდა: საფრანგეთი, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და ინდოეთი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]