Assassin’s Creed III — კომპიუტერული მოქმედებით-სათავგადასავლო მულტიპლატფორმული თამაში, რომელსაც ქმნის Ubisoft Montereal-ი პლატფორმებისთვის: Xbox 360, Play Station 3, PC. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2012 წლის30 ოქტომბერს[1][2]. წინა ნაწილებისგან განსხვავებით აქ გვხვდება ახალი მთავარი გმირი და მოქმედების ადგილი — ამერიკის შეერთებული შტატები[3]. ახალი პერსონაჟის ისტორია მთავრდება ამავე ნაწილში, ამის გარდა ამ ნაწილში მთავრდება დესმონდის ისტორიაც. Ubisoft-მა აგრეთვე განაცხადა, რომ თამაში იქნება უფრო დიდი (მრავალ მხრივ; სიუჟეტი, თამაშის სივრცე და სხვა). მოქმედება მიდის XVIII საუკუნეში.
თამაშის მთავარ გმირს ჰქვია კონორ რაგუდხენგაიდუ (კენუი).
თამაშის მოქმედება ხდება ამერიკის რევოლუციის პერიოდში 1753-1783 წლებში.
იქნება ისტორიული ბრძოლები, და სხვა ისტორიული მოვლენები მაგალითად ნიუ იორკის ხანძარი.
ჩნდება მრავალფეროვანი იარაღები, მაგალითად ტომაჰავკი.
სხვადასხვა ქალაქგარეთი ხდება უფრო მრავალფეროვანი, სიცოცხლით სავსე, მაგალითად დიდი მდინარეები, გორები, ხეები, ცხოველები.
მთავარი პერსონაჟით (კონორით) თამაში გრძელდება 30 წელი, ასევე შეიძლება დესმონდით თამაში.
Assassin's Creed III-ის სიუჟეტი იქნება 20% უფრო დიდი ვიდრე Assassin’s Creed II-ის (აქამდე ამ სერიის ყველაზე გრძელ სიუჟეტიან თამაშდ სწორედ II ითვლებოდა)
თამაშში აღარ იქნება ტკივილგამაყუჩებლები ან წამლები, ამიტომ მოთამაშეს მოუწევს აირჩიოს უფრო ფარული ტაქტიკა.
თამაშში არ გამომჟღავნდება ფრაქციათა ხასიათი, უფრო სწორედ არ გამოჩნდება ვინ იქნება "კეთილი" და ვინ "ბოროტი".
კონორი რეაგირებს ყველა წვრილმანზე: კენჭებზე, ტოტებზე და სხვა.
დესმონდ მაილსი იკვლევს ტაძრებს, რომელიც ააშენეს წინა ცივილიზაციებმა, ამით კი ცდილობს 2012-ში სამყაროს დასასრულის არიდებას. ეს ნაწილი დაასრულებს დესმონდის ისტორიას. თამაშის მიხედვით მის მშობლიურ სოფელს ანადგურებენ ბრიტანელები, თუმცა ის არ იქნება შურის მაძიებელი როგორც ეს იყო ეციო, წინა ნაწილებიდან, კონორი იბრძვის ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლებისათვის[7].