A Bigger Bang

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
A Bigger Bang

სტუდიური ალბომი - როლინგ სტოუნზი
გამოცემის თარიღი 5 სექტემბერი, 2005
ჩაიწერა სექტემბერი 2004 – ივნისი 2005
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 64:23
ლეიბლი Virgin
პროდიუსერი დონ ვასი და The Glimmer Twins, აგრეთვე მეტ კლიფორდი (Streets of Love)
როლინგ სტოუნზი - ქრონოლოგია
Live Licks
(2004)
A Bigger Bang
(2005)
Blue & Lonesome
(2016)
სინგლები ალბომიდან A Bigger Bang
  1. Streets of Love/Rough Justice
    გამოვიდა: 22 აგვისტო 2005
  2. Rain Fall Down
    გამოვიდა: 5 დეკემბერი 2005
  3. Biggest Mistake
    გამოვიდა: 21 აგვისტო 2006
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars [1]
Blender 4/5 stars [2]
რობერტ კრისტგოუ A− [3]
PopMatters (5/10) [4]
Q 3/5 stars [5]
Rolling Stone 4.5/5 stars [6]

A Bigger Bang — ინგლისური როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნზის 22-ე ბრიტანული და 24-ე ამერიკული სტუდიური ალბომი. ეს არის პირველი სტუდიური ალბომი 1997 წლის ნამუშევრის, Bridges to Babylon შემდეგ. მისი პროდიუსერები არიან დონ ვასი და The Glimmer Twins.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის ჟღერადობა ჰგავს Some Girls-ის სტილისტიკას, თუმცა გამოიყენება უფრო თანამედროვე რითმები. სიმღერების ნაწილი ჩაიწერა მხოლოდ რიჩარდსის, ჯეგერისა და უოტსის მიერ, ვინაიდან ვუდი დრო და დრო ისვენებდა და მონაწილეობდა მხოლოდ 10 სიმღერის ჩაწერაში.

მიუხედავად იმისა, რომ პრესაში დაიწერა, თითქოს როლინგ სტოუნზი დაუბრუნდა თავის მუსიკალურ საწყისებს, მინიმალური ინსტრუმენტული გაფორმება, უხეში მიქსი და ბლუზური როკის ჰიბრიდი უფრო ახლოს არის თანამედროვე ჯგუფების ჟღერადობასთან.

ალბომს დადებითი შეფასება ხვდა წილად. დისკი აღიარებული იქნა როლინგ სტოუნზის საუკეთესო ნამუშევრად 1981 წლის Tattoo You-ს შემდეგ.

ალბომის პირველი სინგლი, Streets of Love/Rough Justice მოხვდა ბრიტანული სინგლების #15 პოზიციაზე. ამასობაში ალბომი მოხვდა #2 ადგილზე ბრიტანეთში, ხოლო აშშ და საფრანგეთში - #3 პოზიციაზე. თუმცა, მისი კომერციულ წარმატებას ადგილი არ ჰქონია. აშშ-ში მის სინგლებს ასევე არ ხვდა განსაკუთრებული წარმატება. მიუხედავად ყველაფრისა, გაყიდვების მიხედვით მან პლატინის სტატუსი შეიძინა და იმდენივე გაყიდული ასლი შეადგინა, რაც Bridges to Babylon-ის შემთხვევაში. 2006 წლის 31 მარტისათვის, EMI-ს თანახმად, გაიყიდა დისკის 2.4 მილიონი ასლი.

2005 წლის აგვისტოში დაიწყო ჯგუფის საკონცერტო ტურნე A Bigger Bang Tour. 90 კონცერტისგან შედგენილი ეს ტური იქცა ფენომენად ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში. 2007 წელს მისი კონცერტები გაგრძელდა, ვინაიდან მანამდე კით რიჩარდსი ფიჯიზე სტუმრობისას გადმოვარდა ხიდან. ტურს წერტილი დაესვა 2007 წლის აგვისტოში, ლონდონის O2 დარბაზში.

ალბომზე ჯეგერი რამდენიმე სიმღერაში ბას-გიტარაზე უკრავს (ვინაიდან ხმისჩამწერი სესიების ნაწილი ვუდის გარეშე მიმდინარეობდა).

ჯერ კიდევ სინგლების გამოცემამდე მსმენელებმა ყურადღება მიაქციეს სიმღერას Sweet Neo Con, რომელშიც ჟღერს კრიტიკა ჯორჯ ბუშ უმცროსისა და ზოგადად ამერიკული პოლიტიკური სცენის მისამართით, რამაც სკანდალები გამოიწვია.[7]

ალბომის გამოცემა კომპაქტ-დისკზე ერთდისკიანია, ხოლო ვინილის ფირფიტაზე ორი ფირფიტისგან შედგება.

2009 წელს ლეიბლზე Universal Music Group გამოვიდა დისკის რემასტერი. აშშ-ში იგი გამოსცა ლეიბლმა Interscope Records, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში - Polydor Records.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ჯეგერი/რიჩარდსი

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Rough Justice   3:11
2. Let Me Down Slow   4:16
3. It Won't Take Long   3:54
4. Rain Fall Down   4:53
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Streets of Love   5:10
2. Back of My Hand   3:32
3. She Saw Me Coming   3:16
4. Biggest Mistake   4:06
მხარე 3
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. This Place Is Empty   3:12
2. Oh No, Not You Again   3:46
3. Dangerous Beauty   3:48
4. Laugh, I Nearly Died   4:54
მხარე 4
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Sweet Neo Con   4:33
2. Look What the Cat Dragged In   3:57
3. Driving Too Fast   3:56
4. Infamy   3:47
სრული ხანგრძლივობა:
64:23
DVD (სპეციალური გამოცემის დამატება)
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Introduction to A Bigger Bang   10:45
2. Streets of Love (ვიდეო)   4:25
3. Streets of Love (სატელევიზიო გამოსვლა)   4:03
4. Rough Justice (სატელევიზიო გამოსვლა)   3:10
5. Rain Fall Down (რემიქსი)   6:10
6. Under the Radar (დამატება)   4:36
7. Don't Wanna Go Home (დამატება)   3:34
8. Streets of Love (რეჟისორ ჯეიკ ნავას კომენტარით)   4:25

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როლინგ სტოუნზი
სხვა მუსიკოსები

პოზიციები ჩარტებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2005) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[8] 4
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[9] 1
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[10] 3
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[11] 4
კანადის ალბომები (ბილბორდი)[12] 1
დანიის ალბომები (Hitlisten)[13] 1
ჰოლანდიის ალბომები (MegaCharts)[14] 1
ევროპის ალბომები (Billboard)[15] 1
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[16] 4
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[17] 3
გერმანიის ალბომები (Media Control)[18] 1
საბერძნეთის ალბომები (IFPI)[19] 1
უნგრეთის ალბომები (MAHASZ)[20] 10
ირლანდიის ალბომები (IRMA)[21] 18
იტალიის ალბომები (FIMI)[22] 1
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[23] 2
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[24] 2
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[25] 2
პორტუგალიის ალბომები (AFP)[26] 5
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[27] 2
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[28] 1
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[29] 1
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[30] 2
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[31] 3

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[32] პლატინა 40,000x
ავსტრია (IFPI Austria)[33] ოქრო 15,000x
კანადა (Music Canada)[34] პლატინა 100,000^
დანია (IFPI Denmark)[35] ოქრო 20,000^
საფრანგეთი (SNEP)[36] ოქრო 75,000*
გერმანია (BVMI)[37] პლატინა 200,000^
საბერძნეთი (IFPI Greece)[38] ოქრო 10,000^
იაპონია (RIAJ)[39] ოქრო 100,000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[40] ოქრო 7,500^
პოლონეთი (ZPAV)[41] ოქრო 10,000*
შვეიცარია (IFPI Switzerland)[42] ოქრო 20,000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[43] ოქრო 100,000^
აშშ (RIAA)[44] პლატინა 1,000,000^
ჯამში
ევროპა (IFPI)[45] პლატინა 1,000,000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.allmusic.com/album/r1730855
  2. http://www.blender.com/guide/reviews.aspx?id=3564 Oct. 2005
  3. http://www.robertchristgau.com/get_artist.php?name=rolling+stone
  4. http://www.popmatters.com/music/reviews/r/rollingstones-bigger2.shtml
  5. No. 231, Oct. 2005, pp. 110–11
  6. http://www.rollingstone.com/reviews/album/7590942/review/7600360/abiggerbang
  7. Ali, Lorraine. “Satisfaction Guaranteed“, აგვისტო 15, 2005. წაკითხვის თარიღი: ივნისი 17, 2010. 
  8. "The Rolling Stones – A Bigger Bang". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  9. "The Rolling Stones - A Bigger Bang" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  10. "The Rolling Stones – A Bigger Bang" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  11. "The Rolling Stones – A Bigger Bang" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  12. "The Rolling Stones ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის კანადის ალბომების ჩარტი - The Rolling Stones. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  13. "40 საუკეთესო ალბომი - 37 / 2005 - Hitlisten". Hitlisten.nu. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  14. "The Rolling Stones – A Bigger Bang" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  15. European Albums – Week of 24 სექტემბერი 2005. billboard.com. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012.
  16. "The Rolling Stones: A Bigger Bang" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  17. "The Rolling Stones – A Bigger Bang". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  18. "The Rolling Stones - A Bigger Bang". Charts.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  19. Ελληνικό Chart Greek. ifpi.gr. დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 ოქტომბერი 2005.
  20. Archivum: Top 40 Album Hungarian. MAHASZ. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012.
  21. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  22. "The Rolling Stones – A Bigger Bang". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  23. "The Rolling Stones – A Bigger Bang". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  24. "The Rolling Stones – A Bigger Bang". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  25. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  26. "The Rolling Stones – A Bigger Bang". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  27. "The Rolling Stones – A Bigger Bang". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  28. "The Rolling Stones – A Bigger Bang". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  29. "The Rolling Stones – A Bigger Bang". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  30. "2005-09-17 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  31. "The Rolling Stones ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - The Rolling Stones. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 13 ნოემბერი 2012.
  32. Discos de Oro y Platino – 2006 Spanish. capif.org.ar. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 სექტემბერი 2007. წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი 2012.
  33. Austrian album certifications – Rolling Stones – A Bigger Bang გერმანულად. IFPI ავსტრია. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012. შეიყვანეთ Rolling Stones ველში Interpret. შეიყვანეთ A Bigger Bang ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  34. Canadian album certifications – The Rolling Stones – A Bigger Bang. Music Canada. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012.
  35. Danish album certifications – The Rolling Stones – A Bigger Bang. IFPI დანია. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012.
  36. French album certifications – The Rolling Stones – A Bigger Bang ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012.
  37. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის GE_CERT არ არის მითითებული ტექსტი; $2
  38. Greek album certifications – The Rolling Stones – A Bigger Bang ბერძნულად. IFPI საბერძნეთი. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012.
  39. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის JP_CERT არ არის მითითებული ტექსტი; $2
  40. New Zealand album certifications – The Rolling Stones – A Bigger Bang. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012.
  41. Polish album certifications – The Rolling Stones – A Bigger Bang პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV). წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012.
  42. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Rolling Stones; 'A Bigger Bang'). Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012.
  43. British album certifications – Rolling Stones – A Bigger Bang. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012. შეიყვანეთ A Bigger Bang ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  44. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის RIAA არ არის მითითებული ტექსტი; $2
  45. IFPI - ევროპის პლატინის ჯილდოები – 2006. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=A_Bigger_Bang&oldid=3306229“-დან