შინაარსზე გადასვლა

It's Only Rock 'n' Roll

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
It's Only Rock 'n' Roll
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 18 ოქტომბერი 1974
ჩაიწერა 13 ნოემბერი-24 ნოემბერი 1973
20 თებერვალი - 3 მარტი 1974,
12 აპრილი - 27 მაისი 1974
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 48:26
ლეიბლი Rolling Stones/Atlantic
პროდიუსერი როლინგ სტოუნზი
როლინგ სტოუნზი — ქრონოლოგია
No Stone Unturned
(1973)
It's Only Rock 'n' Roll
(1974)
Made in the Shade
(1975)
სინგლები ალბომიდან It's Only Rock 'n Roll
  1. „It's Only Rock 'n Roll (But I Like It)“
    გამოცემის თარიღი: 26 ივლისი 1974
  2. „Ain't Too Proud to Beg“
    გამოცემის თარიღი: 25 ოქტომბერი 1974
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic3.5/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუB[2]
Džuboksunfavourable[3]
The Great Rock Discography6/10[4]
MusicHound3/5[5]
NME6/10[6]
The Rolling Stone Album Guide2.5/5 stars[7]
Virgin Encyclopedia of Popular Music3/5 stars[4]

It's Only Rock 'n' Rollინგლისური როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნზის 1974 წლის სტუდიური ალბომი. ეს არის მათი უკანასკნელი ალბომი, რომლის სასათაურო სიმღერის თანაავტორიც რონი ვუდია. დისკში შეიმჩნევა უფრო მეტი კავშირი ტრადიციულ როკ-მუსიკასთან, ვიდრე წინა ალბომზე. უფრო მეტი ფანკისა და სოულის გავლენა, რომელიც აშკარა იყო დისკში Goats Head Soup, გამქრალია ამ ალბომიდან. აშშ და ბრიტანეთში მან ჩარტების პირველი და მეორე ადგილები დაიკავა.

It's Only Rock 'n' Roll-ზე მუშაობა დაიწყო 1973 წლის ევროპული ტურის შემდეგ. თავდაპირველად სიმღერების უმეტესობა იქნა ჩაწერილი ცოცხლად და დაგეგმილი იყო ნახევრად საკონცერტო დისკის გამოცემა. შემდეგ ეს ვარიანტი ამოაგდეს და გადაწყვეტილი იქნა მთლიანად ახალი სტუდიური მასალით დაბოქს-სეტებული ალბომის დასრულება.

It's Only Rock 'n' Roll-ის პროდიუსერები არიან The Glimmer Twins - ეს არის ჯეგერისა და რიჩარდსის ფსევდონიმი. მომავალში, ყველა ალბომზე პროდიუსერების სიაში აღნიშნულები იყვნენ The Glimmer Twins ან რომელიმე სხვა პროდიუსერი.

ალბომის დამატებითი ვოკალური ჩანაწერები გაკეთდა სტუდიაში Musicland, ხოლო ჯეგერმა მოგვიანებით მთავარი ვოკალი ჩაწერა. ამასთან, ერთ-ერთი სიმღერა, Goats Head Soup დარჩენილი იყო წინა ალბომის სტუდიური სესიებიდან.

Luxury-მ მსმენელს დაანახა, რომ ჯგუფი უფრო დაინტერესდა რეგეი მიმდინარეობით, იმ დროს როდესაც Till the Next Goodbye და If You Really Want to Be My Friend კვლავ ბალადების ტრადიციებს განაგრძობს. ალბომის სიმღერების უმეტესობა 4 წუთიან ლიმიტს სცდება, რაც 70იანების მეორე ნახევარში უკვე უცნაურად აღიქმებოდა.

რონი ვუდი ჯგუფს დაუახლოვდა მას შემდეგ, რაც მიკ ტეილორმა იგი მიიწვია სოლო-ალბომზე, I've Got My Own Album to Do დასაკრავად. რიჩარდსი დაინტერესდა ვუდით და სწორედ ვუდმა დაუკრა ჯგუფის ახალ სიმღერაში It's Only Rock 'n' Roll (But I Like It). ალბომი კი იქცა მიკ ტეილორის უკანასკნელ დისკად, რომელიც მან როლინგ სტოუნზთან ჩაწერა.

დისკზე ასევე სესიური მუსიკოსების სახით მოწვეულები იყვნენ: ბილი პრესტონი, ნიკი ჰოპკინზი და იან სტიუარტი. რეი კუპერი ასევე უკრავს ამ ალბომზე, პერკუსიასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე.

1974 წლის ივლისში გამოიცა სინგლი It's Only Rock 'n' Roll (But I Like It). მიუხედავად ჩარტებში წარუმატებლობისა, იგი მოხვდა საკონცერტო პროგრამაში და დღემდე სრულდება ჯგუფის კონცერტებზე.

ალბომის მიმოხილვები დადებითი იყო. მისი რეკლამირების მიზნით საკონცერტო ტურნეს ჩატარების მაგივრად ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში და დაიწყო შემდეგ ალბომზე მუშაობა. პარალელურად, ტეილორმა დატოვა კოლექტივი, რამაც ტური შემდეგ წლამდე გადადო. ამ ტურნეზე მათ უკვე რონი ვუდი შეუერთდა.

სინგლების გარდა, ჯგუფმა გამოსცა რამდენიმე მუსიკალური ვიდეორგოლიც. ყველაზე ცნობილი აქედან არის It's Only Rock 'n' Roll (but I Like It), რომელშიც ჯგუფი მეზღვაურების ფორმებშია გამოწყობილი, ოთახი კი ივსება საპნის ბუშტებით. მოკლე რგოლები ასევე დამზადდა სიმღერებისათვის Ain't Too Proud to Beg და Till The Next Goodbye.

1994 წელს ალბომის რემასტერი გამოიცა ლეიბლის Virgin Records მიერ.

ყველა სიმღერის ავტორი — ჯეგერი/რიჩარდსი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„If You Can't Rock Me“3:46
2.„Ain't Too Proud to Beg“ (უიტფილდი/ჰოლენდი)3:30
3.„It's Only Rock 'n Roll (But I Like It)“5:07
4.„Till the Next Goodbye“4:37
5.„Time Waits for No One“6:37
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
6.„Luxury“5:00
7.„Dance Little Sister“4:11
8.„If You Really Want to Be My Friend“6:16
9.„Short and Curlies“2:43
10.„Fingerprint File“6:33

ჩარტები და სერტიფიცირებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალბომი
ჩარტი (1974) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[8] 3
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[9] 5
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[10] 5
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[11] 3
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[12] 12
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[13] 2
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[14] 1
სინგლები
წელი სინგლი ჩარტი პოზიცია
1974 "It's Only Rock and Roll" ჰოლანდიის საუკეთესო 100-ეული (MegaCharts)[15] 13
გერმანიის სინგლები (ოფიციალური გერმანული ჩარტი)[16] 12
ნორვეგიის სინგლები (VG-lista)[17] 8
ბრიტანეთის სინგლები (OCC)[13] 10
აშშ Billboard Hot 100[14] 16
"Ain't Too Proud to Beg" აშშ Billboard Hot 100[14] 17
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გაერთიანებული სამეფო (BPI)[18] ოქრო 100 000^
აშშ (RIAA)[19] პლატინა 1 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. link
  2. link
  3. „It's Only Rock 'n Roll“. Džuboks (Serbian). Gornji Milanovac: Dečje novine (5 (second series)): 23. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  4. 4.0 4.1 The Rolling Stones It's Only Rock 'n' Roll. Acclaimed Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-27. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2014.
  5. გრაფი, გერი; დურხჰოლცი, დენიელ (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 952. ISBN 1-57859-061-2. 
  6. The Rolling Stones – It's Only Rock 'n' Roll CD. CD Universe/Muze. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2014.
  7. "The Rolling Stones: Album Guide". rollingstone.com. Archived version retrieved 15 ნოემბერი 2014.
  8. "The Rolling Stones - It's Only Rock 'n Roll" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  9. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 3896a." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  10. „Dutchcharts.nl – The Rolling Stones – It's Only Rock 'n Roll“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  11. "The Rolling Stones – It's Only Rock 'n Roll". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  12. "Offiziellecharts.de – The Rolling Stones – It's Only Rock 'n Roll" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  13. 13.0 13.1 "Rolling Stones | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  14. 14.0 14.1 14.2 „The Rolling Stones ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  15. The Rolling Stones- It's Only Rock and Roll. dutchcharts.nl. ციტირების თარიღი: 11 ივნისი 2016.
  16. Offizielle Deutsche Charts. GfK Entertainment Charts. ციტირების თარიღი: 11 ივნისი 2016.
  17. The Rolling Stones- It's Only Rock and Roll. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 11 ივნისი 2016.
  18. British album certifications – The Rolling Stones. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ The Rolling Stones ველში Search. შეიყვანეთ Artist ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  19. American album certifications – The Rolling Stones. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH