შინაარსზე გადასვლა

ქერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან (ბლონდი))
ორი ქერა მამაკაცი, ცისფერ პერანგში ბალტიისპირელი ქერა, თეთრ მაისურში სკანდინავიური წარმოშობის თავთუხისფერთმიანი

ქერა — თავთუხისფერს მიახლოებული, ქერის ფერი თმა, უფრო ღია ფერს — ბლონდი ან თავთუხისფერი ეწოდება, რაც ძალიან ღია, თეთრში გარდამავალი თმის ფერია. თმის ასეთი შეფერილობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმში პიგმენტაციის ნაკლებობით ან საერთოდ, არქონით; კერძოდ, ვიტამინ ტიროზინაზის არყოფნით, რომლითაც, ჩვეულებრივ, თმოვანი საფარველის შეფერვა ხდება. ხსენებული ვიტამინის საერთოდ არ არსებობისას ხშირია ალბინიზმის გამოვლინება, როდესაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივ უპიგმენტოა, რაც მას ღია ან წითელი ფერის თვალებითა და უფერული თმით გამოარჩევს. ბლონდები ანუ თავთუხისფერთმიანები მეტწილად ჩრდილოეთ ევროპაში (სკანდინავიის ქვეყნები: შვედეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი და ისლანდია, ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, ასევე ჩრდილოეთ გერმანია, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო) გვხვდებიან. ანთროპოლოგიურად, ქერა თმა ნორდიკული რასის დამახასიათებელი ნიშანია. ბუნებრივი ბლონდები იშვიათობაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სლავურ ქვეყნებში ისინი მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებში გვხვდება, ისიც იშვიათად. მათი უმეტესობა გარდატეხის პერიოდის შემდეგ უბრალოდ ქერა ან წაბლისფერთმიანი ხდება. რუსეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ბლონდია. აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით, თავთუხისფერთმიანები უფრო მეტად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე (აშშ და კანადა), სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში გვხვდებიან ევროპელი კოლონისტების ჩასახლების შედეგად.

წყნაროკეანელი ქერა შავკანიანი ბავშვი
ქერათმიანთა ბუნებრივი განსახლება ევროპასა და ახლომახლო ტერიტორიებზე. ყვეთელი: 80 %-ზე მეტი, ღია ნარინჯი: 50-79 %,ღია ყავისფერი: 20-49 % მუქი ყავისფერი: 1-19 %, შავი: ქერები თითქმის არ არიან

ქერა თმა ძირითადად მიჩნეულია ჩრდილოეთ ევროპის მოსახლეობისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებად, თუმცა ქერათმიანი ადამიანები ასევე გვხვდებიან ავსტრალიის დასავლეთ-ცენტრალური ნაწილის აბორიგენ მოსახლეობაშიც, სადაც ბავშვებისა და მოზარდების 90-100 % ქერა ან ღია წაბლისფერთმიანია, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, თმოვან საფარველში პიგმენტაციის რაოდენობა მატულობს და თმაც მუქდება. ძალიან მცირე რაოდენობით ქერათმიანები ცხოვრობენ ცენტრალურ აზიასა და წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზეც, მაგრამ ძლიერი მზის გამო, უმეტესად გარუჯულები არიან.

აქვე უნდა ითქვას, რომ ქერა ხალხი ძირითადად, თეთრი ან ძალიან ღია ვარდისფერი კანით გამოირჩევა. კანის ფერი, ამ შემთხვევაშიც, ეპიდერმისში მელანინის რაოდენობაზეა დამოკიდებული, ანუ რაც ნაკლებია მელანინის რაოდენობა, მით უფრო ღია ფერისაა კანი.

ფინელი ქერა გოგონა
  • ფერფლისფერი ქერა — ძალიან ღია, რუხი ტონის შემცველი ქერა
  • მზისფერი ქერა — ძალიან კაშკაშა, ყვითლიდან ღია ყვითელში გადასული
  • ქვიშისფერი ქერა — მოყვითალი ქვიშის ფერი
  • ოქროსფერი ქერა — ღია ოქროსფერი
  • ხორბლისფერი ქერა — ხორბლის ელფერით
  • ჩალისფერი ქერა — მუქი ხორბლისფერი
  • ჟღალი ქერა — მოწითურო ელფერით
  • გახუნებული ქერა — ხელოვნურად შეღებილი ქერა
  • ზებრა ქერა — ქერად და შავად დაზოლილი თმა (მელირებული)
  • დამტვერილი ქერა — მუქი ქერა (ჩალისფერი)
  • წაბლისფერი ქერა — ქერას ძალიან მუქი შეფერილობა, რომელიც სიბნელეში მუქი ჩალისფერია, შუქზე კი წაბლისფერი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩალისფრის და ღია წაბლისფრის ქერად მიჩნევა ხდება კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ანუ მოცემულ რეგიონში უფრო ღია ფერის თმის მქონე ადამიანების არსებობასა და მათ პროცენტულ რაოდენობაზე დაყრდნობით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • "Blonde/Brunet" from The American Heritage Dictionary of the English Language (1996)
  • a b c "blonde, blond, a. and n." The Oxford English Dictionary. 2nd ed. 1989. OED Online. Oxford University Press. 5 Aug. 2010 <http://dictionary.oed.com/cgi/entry/50023771>.
  • Penny cyclopaedia of the Society for the Diffusion of Useful Knowledge, s.v. Albinos. Society for the Diffusion of Useful Knowledge (Great Britain, 1833).
  • "blonde, blond, a. and n." The Oxford English Dictionary. June 2006 [draft editions]. OED Online. Oxford University Press. 5 Aug. 2010 <http://dictionary.oed.com/cgi/entry/50023771>.
  • "brunet, a. and n." The Oxford English Dictionary. June 2006 [draft editions]. OED Online. Oxford University Press. 5 Aug. 2010 <http://dictionary.oed.com/cgi/entry/50028357>.
  • "brunette, n. and a." The Oxford English Dictionary. June 2006 [draft editions]. OED Online. Oxford University Press. 5 Aug. 2010 <http://dictionary.oed.com/cgi/entry/50028359>.
  • "blonde, blond, a. and n." The Oxford English Dictionary. Additions Series 1997. OED Online. Oxford University Press. 5 Aug. 2010 <http://dictionary.oed.com/cgi/entry/50023771>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქერა&oldid=3832647“-დან