ალბინიზმი

ალბინიზმი (ლათ. albus. — „თეთრი“; ასევე უწოდებენ აქრომიას, აქრომაზიას და აქრომატოზს) — კანის, თმის, თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის თანდაყოლილი არქონა ადამიანებსა და ცხოველებში; მცენარეებში — მწვანე შეფერილობის უქონლობა, ზოგჯერ მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე (ჭრელფოთლობა).
განარჩევენ სრულ და ნაწილობრივ ალბინიზმს. პიგმენტაციის ნაწილობრივ ან სრულად არმქონე ადამიანს ან ცხოველს ალბინოსი ეწოდება.
წარმოქმნის პრინციპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დღესდღეობით მიიჩნევა, რომ ალბინიზმის მიზეზად ფერმენტ თიროზინაზის არქონა (ბლოკადა) გვევლინება, რომელიც მელანინის — ქსოვილის შეფერილობაზე პასუხისმგებელი განსაკუთრებული ნივთიერების — ნორმალური სინთეზისთვის არის აუცილებელი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გვ. 46, 2007