ჰოლოკოსტი საბერძნეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერძნული ჰოლოკოსტი — ბერძენი ებრაელების დევნა და განადგურება გერმანელი ნაცისტების და მათი მოკავშირეებისა მიერ მეორე მსოფლიო ომისსაბერძნეთის ოკუპაციის დროს.

ებრაელები საბერძნეთში ომამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის წინა დღეს, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, საბერძნეთში 72-დან 77 ათასამდე ებრაელი ცხოვრობდა.[1][2] ყველაზე დიდი თემი მდებარეობდა სალონიკში — 50 ათასზე მეტი ებრაელი.[3][4]

საბერძნეთის ოკუპაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წლის 28 ოქტომბერს, ადრე ოკუპირებული ალბანეთიდან, იტალიის არმია საბერძნეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, მაგრამ მარცხი განიცადა. 1941 წლის 6 აპრილს ნაცისტური გერმანია ჩაერია კონფლიქტში იტალიის მხარდასაჭერად. 29 აპრილისთვის გერმანიის არმიამ დაიპყრო მატერიკული საბერძნეთის მთლიანი ტერიტორია, ხოლო 1941 წლის მაისში ასევე დაიკავეს კუნძული კრეტა.

ბერძნული არმიის რიგებში დამპყრობლების წინააღმდეგ 12 898 ებრაელი იბრძოდა. 1940-1941 წლების ბრძოლების მიმდინარეობისას, დაიჭრა 3500 ებრაელი ჯარისკაცი და 613 — დაიღუპა.[5] მათ შორის იყო მეტ-ნაკლებად ცნობილი პოლკოვნიკი მორდეხან ფრიზისი, რომელიც დაიღუპა 1940 წლის 5 დეკემბერს იტალიურ არმიასთან ბრძოლაში.[6] მაკედონიის 50-ე ბრიგადას ეწოდა „კოენის ბატალიონი“, იმის გამო, რომ მის შემადგენლობაში მსახურობდა მრავალი ებრაელი სალონიკიდან.[5][7]

კაპიტულაციის შემდეგ საბერძნეთი სამ საოკუპაციო ზონად დაიყო გერმანიას, იტალიასა და ბულგარეთს შორის. გერმანიამ დაიკავა ათენი, სალონიკი, ცენტრალური მაკედონია და რამდენიმე კუნძული, მათ შორის კუნძულ კრეტას უმეტესი ნაწილი. საბერძნეთის ტერიტორიის ორი მესამედი ოკუპირებული იყო იტალიის მიერ. მადლიერების ნიშნად, ბულგარეთის ტერიტორიის საბერძნეთზე თავდასხმის პლაცდარმად გამოყენებისთვის, გერმანიამ 1941 წლის აპრილში ბულგარეთს გადასცა აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკია.

ებრაელთა დევნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის საოკუპაციო ზონაში რეპრესიები 1941 წლის აპრილში დაიწყო. ზაფხულში ებრაელებს კუთვნილი ქონების სრული კონფისკაცია მოხდა. 1941 წლის 11 ივლისიდან სალონიკში მცხოვრებ ებრაელ კაცებს აიძულებდნენ დილიდან საღამომდე მოედანზე მცხუნვარე მზის ქვეშ მდგარიყვენე, შემდეგ კი ზოგიერთი მათგანს მაღაროებში იძულებით სამუშაოდ აგზავნიდნენ.[4]

ებრაელთა მდგომარეობა ოკუპირებული საბერძნეთის იტალიურ ზონაში მნიშვნელოვნად უკეთესი იყო, ვიდრე გერმანიის და ბულგარეთის ზონებში. იტალიის ზონაში ებრაელებს არ დევნიდნენ, არ ხდებოდა რასობრივი დისკრიმინაცია .[2][8] არც ერთი ებრაელი არ ყოფილა დეპორტირებული იტალიის ოკუპაციის ზონიდან. იტალიელებმა ასევე გამოიყვანეს 350 ებრაელი, სალონიკის გერმანიის საოკუპაციო ზონიდან, რომლებსაც იტალიის მოქალაქეობა ჰქონდათ, რითაც გადაარჩინეს ისინი სიკვდილს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში.[9]

დეპორტაცია სიკვდილის ბანაკებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაელთა დეპორტაცია სიკვდილის ბანაკებში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, საბერძნეთშიც განხორციელდა SS-ის უფროსი ფიურერის აპარატისა და პოლიციის მიერ. 1943 წლის 8 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, ეს პოსტი ეკავა იურგენ შტროპს, 1943 წლის 18 ოქტომბრიდან 1944 წლის 24 სექტემბრამდე, SS გრუპენფიურერს ვალტერ შიმანს [10] SIPO და SD პოლიციას ხელმძღვანელობდა შტანდარტერფიურერი ვალტერ ბლუმი.

ბერძენი ებრაელების პირველი დეპორტაცია ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში 1942 წლის 8 თებერვალს მოხდა.[11] მასობრივი დეპორტაციები დაიწყო ერთი წლის შემდეგ. 1943 წლის მარტში გერმანიის ზონაში მყოფი ყველა ებრაელი გადაიყვანეს გეტოში და შემდეგ გადაასახლეს პოლონეთის სიკვდილის ბანაკებში — 49285 ადამიანი.[2] ერთ-ერთი სატრანზიტო საკონცენტრაციო ბანაკი იყო ჰაიდარის ბანაკი ათენთან ახლოს.

იტალიის ზონაში ებრაელების გაგზავნა სიკვდილის ბანაკებში იტალიის ჩაბარებისა და 1943 წლის შემოდგომაზე გერმანული ჯარების მიერ ზონის ოკუპაციის შემდეგ დაიწყეს. 1944 წელს გერმანელებმა ათენიდან 800 ებრაელი, მათ შორის თითქმის 2000 კორფუდან და თითქმის 2000 როდოსიდან, ყოფილი იტალიური ზონიდან ოსვენციმში გადაასახლეს.[8]

დაახლოებით 6000 ებრაელი ბულგარეთის მიერ ოკუპირებულ ბერძნულ თრაკიაში ცხოვრობდა.[12][13] 1943 წელს ბულგარეთის ხელისუფლებამ გერმანელებთან შეთანხმებით, მოახდინა ამ ებრაელების დეპორტაცია სიკვდილის ბანაკებში. დეპორტაციის ორგანიზებას ახორციელებდნენ ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პიოტრ გაბროვსკი და ებრაელთა საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბელევი.[12][14] 1943 წლის 4 მარტს 4000-ზე მეტი თრაკიელი ებრაელი დააპატიმრეს და გაგზავნეს სატრანზიტო ბანაკებში 1943 წლის 18-19 მარტამდე. შემდეგ ისინი გადაიყვანეს ოსვენციმში. [12] ჯამში 11343 ებრაელი მაკედონიიდან და თრაკიიდან სიკვდილის ბანაკებში გარდაიცვალა. ომის მიწურულს საბერძნეთში ცოცხლად 10 ათასი ებრაელიღა ითვლებოდა .

წინააღმდეგობა და გადარჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა შეფასებით, 1941 წელს საბერძნეთში 1300-დან 2000-მდე ებრაელი შეუერთდა პარტიზანულ რაზმებს და იბრძოდა ოკუპანტების წინააღმდეგ. 1941 წლიდან 1944 წლამდე მინიმუმ 63 ებრაელი პარტიზანი დაიღუპა ოკუპანტებთან შეტაკებისას ან დახვრიტეს წინააღმდეგობის გაწევის გამო. კიდევ 76 ებრაელი სიკვდილით დასაჯეს რეპრესიული აქციების დროს.[15] არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ცალკეული ებრაული პარტიზანული რაზმების არსებობის შესახებ. მოკლე ებრაული ენციკლოპედიის მიხედვით, 1943 წლისთვის სალონიკსა და თესალიაში ცალკე ებრაული პარტიზანული რაზმები ჩამოყალიბდა. თუმცა ინსტიტუტი „იად ვა-შემი“ ამტკიცებს, რომ ბერძენ პარტიზანებს შორის არ არსებობდა ცალკეული ებრაული შენაერთები,[16][17] ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ყოფილი პარტიზანი იოსებ მაცასი.[18]

ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში ებრაული იატაკქვეშეთები მოქმედებდა. ებრაელმა პარტიზანებმა მადლობა მიიღეს ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეთა ძალების მეთაურის, ფელდმარშალ ჰენრი უილსონისგან, საბერძნეთის გერმანიის ოკუპაციისგან განთავისუფლებაში მიღებული დახმარებისთვის. 135 ბერძენი ებრაელი აჯანყდა ოსვენციმში და ააფეთქეს ორი კრემატორია. ამ აჯანყების ჩასახშობად გერმანელებმა საჰაერო ძალებიც კი გამოიძახეს.[2][19] ბერძენი ებრაელები, რომლებიც გაიქცნენ პოლონეთის სიკვდილის ბანაკებიდან, მონაწილეობა მიიღეს ვარშავის აჯანყებაში 1944 წელს.[20]

ბევრმა ბერძენმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო ებრაელების გადასარჩენად. მათ შორისაა პრინცესა ალისა ფონ ბატენბერგი, რომელმაც რეიჩელ კოენი და მისი შვილები საკუთარი სახლის სარდაფში დამალა.[21] ათენის მთავარეპისკოპოსმა დამასკოსმა საჯაროდ გააპროტესტა ებრაელთა დევნა.[22] კუნძულ როდოსზე არაერთი ებრაული ოჯახი გადაარჩინა თურქეთის კონსულმა სელაჰათინ ულკუმენმა, ასევე ესპანეთის მოქალაქეობის მქონე ებრაელების რეპორტაცია მოახდინა საბერძნეთში, ესპანეთის ელჩმა სებასტიან რომერო რადიგალესმა.[23]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთი ჰოლოკოსტის უკვდავებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (ITF) წევრია.[24] ბერძნულ სკოლებში ჰოლოკოსტის ისტორია ისწავლება დაწყებითი სკოლის მე-6 კლასიდან საშუალო სკოლის მე-3 კლასამდე (ლიცეუმი).[25] მიუხედავად ამისა, XXI საუკუნეში ქვეყანა განიცდის ანტისემიტიზმის უკიდურესად მაღალ დონეს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ძეგლებს რეგულარულად ბილწავენ ვანდლები.[26]

2009 წლის 27 მარტს ათენის სააპელაციო სასამართლომ ადვოკატი და 1400 გვერდიანი წიგნის „ებრაელები: სრული სიმართლე“ ავტორი, კოსტას პლევრისი, უდანაშაულოდ ცნო ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაში, რომელიც წერს, რომ „ჰოლოკოსტი, ანუ ჰიტლერის რეჟიმის მიერ მილიონობით ებრაელის განადგურება არასოდეს მომხდარა“, ჰიტლერმა თითქოს „გაასახლა ყველა ებრაელი მადაგასკარში“ და აცხადებს, რომ „ებრაელები არიან კაცობრიობის მომაკვდინებელი მტრები და საუკეთესო შემთხვევაში ისინი უნდა იყვნენ დეპორტირებული ევროპის ქვეყნებიდან“.[27]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Greece. United States Holocaust Memorial Museum. ციტირების თარიღი: 2022-10-21
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 თარგი:ЭЕЭ
  3. Greece. Historical Background. ციტირების თარიღი: 2012-01-30
  4. 4.0 4.1 L'Olocausto in Grecia. olokaustos.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-18. ციტირების თარიღი: 2012-01-31
  5. 5.0 5.1 Remembering and Naming the Greek-Jewish War Heroes of World War II. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2012-01-29
  6. Colonel Mordechai Frizis' bust to be unveiled in Thessaloniki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-03-10. ციტირების თარიღი: 2012-01-29
  7. SALONIKA. ციტირების თარიღი: 2012-01-29
  8. 8.0 8.1 Greece. USHMM. ციტირების თარიღი: 2012-01-31
  9. Беркович Е. М., Банальность добра, или Как итальянские фашисты спасали евреев. Часть 2, Заметки по еврейской истории, 12 января 2003 года, დაარქივებულია ორიგინალიდან (11 ოქტომბერი, 2011)
  10. SS-GRUPPENFÜHRER & GENERALLEUTNANT DER POLIZEI
  11. Jack Fischel., Chronilogy // The Holocaust, Greenwood Publishing Group, 1998. — P. xxiii, 196 p.(Greenwood Press guides to historic events of the twentieth century), ISBN 9780313298790.
  12. 12.0 12.1 12.2 Transports from Macedonia and Thrace. deathcamps.org (2005). ციტირების თარიღი: 2011-12-28
  13. Македонских евреев увековечили. jewish.ru. ციტირების თარიღი: 2012-01-12
  14. Jack Fischel., The Holocaust, Greenwood Publishing Group, 1998. — P. 68—70, 196 p.(Greenwood Press guides to historic events of the twentieth century), ISBN 9780313298790.
  15. The Greek resistance and the Jews, 1941–1944. Jewish Museum of Greece. ციტირების თარიღი: 2022-12-02
  16. Партизаны. Яд ва-Шем. ციტირების თარიღი: 2024-02-01
  17. Matsas, Joseph., The Participation of the Greek Jews in the National Resistance, 1940-1944(ინგლისური) // 1, Journal of the Hellenic Diaspora, 1991, ტ. 17, გვ. 55—68, ISSN 0364-2976, დაარქივებულია ორიგინალიდან (16 ოქტომბერი, 2022)
  18. თარგი:Статья
  19. Этингер Я. Я., Еврейское сопротивление в годы Холокоста. Часть вторая: Восточная Европа // 9—10, М., დაარქივებულია ორიგინალიდან (29 ოქტომბერი, 2007)
  20. თარგი:ЭЕЭ
  21. Спасение в королевском дворце. Принцесса Алиса (Греция). Яд ва-Шем. ციტირების თარიღი: 2012-01-31
  22. თარგი:ЭЕЭ
  23. Sebastián de Romero Radigales. Yad Vashem. ციტირების თარიღი: 2015-09-18
  24. Holocaust Education, Remembrance, and Research in Greece. Task Force for International Cooperation on Holocaust Education, Remembrance, and Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-20. ციტირების თარიღი: 2012-01-31
  25. Greece - Holocaust Education Report. Task Force for International Cooperation on Holocaust Education, Remembrance, and Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-13. ციტირების თარიღი: 2012-01-31
  26. Второй раз за год осквернен памятник жертвам Холокоста в Афинах. NEWSru.com (2014-11-02). ციტირების თარიღი: 2014-11-13
  27. Греческий суд оправдал писателя, призвавшего депортировать евреев - РИА Новости, 27.03.2009. РИА Новости (2009-03-27). ციტირების თარიღი: 2024-04-02