ფიურერი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ფიურერი (გერმ. Führer) — წინამძღოლი, ლიდერი, ბელადი. სიტყვა წარმოსდგება გერმანული ზმნა führen-ისგან,რომლის ზუსტი ქართული შესატყვისი არის გაძღოლა,წაძღოლა, ასევე მართვა, წაყვანა/წაღება. შესაბამისად,სიტყვა ფიურერი ქართულ ენაზე უნდა ითარგმნოს, როგორც წინამძღოლი, გამძღოლი, დასაშვებია გზამკვლევიც. ფიურერი იყო გერმანიის მესამე რაიხის კანცლერის, ადოლფ ჰიტლერის ოფიციალური წოდება.
ტერმინის ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანული Führer-ის (საშუალო ზემოგერმანული - füerære, vüerære, füerer, vüerer) ლათინური შესატყვისი არის dux (ლათ. dux,ducere,duces). წოდება დუქს (ლათ.dux) ფართოდ გავრცელებული იყო ანტიკურსა და შუასაუკუნეების ევრობაში.მაგალითად, Robert, dux Francorum, რაც ნიშნავს - რობერტი, ფრანკთა ფიურერი, წინამძღოლი. dux-ის ეკვივალენტური თარგმანია მეორე გერმანული სიტყვა ფიურსტი (გერმ. Fürst). გერმანული ”ფიურერი” არა მხოლოდ ეტიმოლოგიურად უკავშირდება ლათინურს, არამედ ანტიკური პერიოდის სახელმწიფო და პოლიტიკური აზროვნების მემკვიდრეობასაც შეიცავს. აქედან გამომდინარე, ნაციონალ-სოციალისტების მიერ წოდება ფიურერის მოხმარება აღნიშნავდა ნაციზმისა და ფაშისტური მოძრაობის ანტიკურ პოლიტიკურ ტრადიციებთან მიბრუნებას.
ტერმინის გამოყენება მესამე რაიხში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადოლფ ჰიტლერის ოფიციალური წოდება იყო „Führer und Reichskanzler des Deutschen Reiches“ (გერმანიის რაიხის ფიურერი და რაიხსკანცლერი). ხოლო მიმართვის ფორმად დამკვიდრდა ფიურერი. ასევე გამოიყენებოდა მიმართვა Unser Führer (ჩვენო ფიურერო), mein Führer (ჩემო ფიურერო). გარდა ამისა, მესამე რაიხის გერმანიაში სიტყვა ფიურერი იყო არაერთი სახელმწიფო და პარტიული წოდების შემადგენელი, მაგალითად, შტურმბანფიურერი (გერმ.Sturmbannführer), გრუპენფიურერი (გერმ.Gruppenführer), რაიხსფიურერი (გერმ.Reichsführer-SS), რაიხსიუნგენდფიურერი (გერმ.Reichsjugendführer). მსგავსადვე იყო ნაწარმოები SS-ის უმაღლესი მართველობის ნომენკლატურა.
დღესდღეობით გერმანულენოვან ქვეყნებში ამ სიტყვის ხმარებას ერიდებიან რათა არ წარმოიშვას არასასურველი კავშირი ნაციონალურ-სოციალისტურ კონტექსთან.