შინაარსზე გადასვლა

რია-ნოვოსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან РИА Новости)
რია-ნოვოსტი
საერთაშორისო ინფორმაციის რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“
ქვეყანა რუსეთის ფედერაცია
ვებ–გვერდი: www.rian.ru
დაფუძნდა 1941 წლის 24 ივლისი

საერთაშორისო ინფორმაციის რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“ (რუს. Российское агентство международной информации „РИА Новости“) — ყოფილი მედიაჯგუფი და ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტო.

დაარსდა 1941 წლის 24 ივლისს (სსრკ-გერმანიის ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ) როგორც საბჭოთა საინფორმაციო ბიურო (Советское Информационное Бюро — СовИнформБюро), 1961 წელს მის ბაზაზე დაარსდა „ახალი ამბების“ ბეჭდვითი სიტყვის სააგენტო (Агентство Печати „Новости“ – АПН), 1990 წელს ეწოდა ახალი ამბების“ საინფორმაციო სააგენტო (Информационное Агентство «Новости» — ИАН), ხოლო 1991 წელს გარდაიქმნა „ახალი ამბების“ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოდ (Российское Информационное Агентство „Новости“).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]