შინაარსზე გადასვლა

ჰილდურ გუდნადოტირი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილდურ გუდნადოტირი
ისლ. Hildur Guðnadóttir

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 4 სექტემბერი, 1982 (1982-09-04) (42 წლის)
დაბ. ადგილი რეიკიავიკი, ისლანდია
ინსტრუმენტ(ებ)ი ჩელო; დასარტყმელი საკრავები
ლეიბლ(ებ)ი Touch Music
საიტი hildurness.com
ჰილდურ გუდნადოტირი ვიკისაწყობში

ჰიდურ გუდნადოტირი (ისლ. Hildur Guðnadóttir; დ. 4 სექტემბერი, 1982) — ისლანდიელი მუსიკოსი და კომპოზიტორი. პროფესიონალი ჩელისტი. მას დაუკრავს და მუსიკები ჩაუწერია ბენდებთან, როგორებიცაა: Pan Sonic, Throbbing Gristle, Múm და Stórsveit Nix Noltes. თანამშრომლობს Animal Collective-სა და Sunn O)))-სთან. გუდნადოტირი ასევე ქმნის სოლო ნამუშევრებს.

ჰილდურმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილებსა და სერიალებში მუსიკალური კომპოზიციების შექმნის გამო.მან მუსიკალურად გააფორმა სიკარიო 2 (2018) და HBO-ს მინისერიალი ჩერნობილი (2019). ჩერნობილისთვის მან მოიპოვა პრაიმტაიმის ემის ჯილდო, ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდო და გრემი. 2019 წლის ფსიქოლოგიური თრილერის, ჯოკერის კომპოზიციის შექმნისთვის ჰილდურმა მოიგო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.[1] მან ასევე მოიგო ოქროს გლობუსი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის და BAFTA საუკეთესო მუსიკისთვის, რითაც პირველი სოლო ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც ამ ორში გამარჯვება მოახერხა.[2][3]

ჰილდური დაიბადა 1982 წელს რეიკიავიკში, ისლანდიაში[4] და გაიზარდა ჰაბნარფიორდურში.[5] მის ოჯახში ყველა მუსიკოსია. მამამისი - გუდნი ფრანცსონი კომპოზიტორი, კლარნეტზე დამკვრელი და მასწავლებელია, დედა - ინგველდურ გუდრუნ ოლაფსდოტირი კი საოპერო მომღერალი. ჰილდურის ძმა, თორარინ გუდნასონი ჯგუფ Agent Fresco-ს წევრია.[5] ჰილდურმა ჩელოზე დაკვრა ხუთი წლის ასაკში დაიწყო და პირველი პროფესიონალური კონცერტი 10 წლისამ დედასთან ერთად რესტორანში გამართა.[6] მან რეიკიავიკის მუსიკალურ აკადემიაში ჩააბარა, სწავლა კი ისლანდიის ხელოვნების აკადემიასა და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში გააგრძელა.[4]

ჰილდური ამჟამად 2012 წელს დაბადებულ შვილთან ერთად ბერლინში ცხოვრობს.[6][7] ის დაქორწინებულია ინგლისელ კომპოზიტორ, პროდიუსერ და მუსიკოს სემ სლეიტერზე. სწორედ ის ეხმარეობოდა ჰილდურს მრავალ პროექტში, მათ შორისაა ჯოკერი და ჩერნობილი.[5][8][9][10] ის იოჰან იოჰანსონთან ერთად ხშირად მუშაობდა და სტუდიასაც იზიარებდა.[5]

2006 წელს ჰილდურმა გამოუშვა სოლო ალბომი, Mount A Lost In Hildurness-ის ფსევდონიმით, სადაც მან „იმდენად მცირე ხალხი დაიხმარა რამდენიც შეძლო“.[11] ალბომი ჩაიწერა ნიუ-იორკსა და ჰოლარში, სკაგაფიორდურის მუნიციპალიტეტში, ისლანდიის ჩრდილოეთში. 2009 წელს გამოვიდა მისი მეორე სოლო ალბომი, Without Sinking დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის, Touch-ის ეტიკეტით.

ჩელოსა და ჰალდოროფენზე დაკვრასთან ერთად[12] ჰილდური ასევე მღერის და არანჟირებას უკეთებს მომღერალთა გუნდს. მან არანჟირება გაუწია Throbbing Gristle-ის მომღერალთა გუნდს ავსტრიასა და ლონდონში. როგორც კომპოზიტორმა მან შექმნა მუსიკალური ნაწარმოები Sumardagur-ისთვის („ზაფხულის დღე“), რომელიც ისლანდიის ეროვნულ თეატრში დაიდგა.[13] 2012 წელს მუსიკალურად გააფორმა დანიური ფილმი მძევლები ( Kapringen).[14][15] 2018 წელს გართ დეივისის ფილმი მარიამ მაგდალინელი (იოჰან იოჰანსონთან ერთად)[16] და სტეფანო სოლიმას ფილმი სიკარიო 2. 2019 წელს ჰილდურმა იმუშავა HBO-ის მინისერიალზე ჩერნობილი. მისმა ნამუშევრებმა კრიტიკოსების მხრიდან მოწონება დაიმსახურა და მუსიკოსს პრაიმტაიმის ემის ჯილდო და გრემი ერგო კატეგორიაში სახელწოდებით: „საუკეთესო მუსიკალური გაფორმება ვიზუალურ მედიაში“.[17]

გუდნადოტირმა კომპოზიტორის როლი შეასრულა ტოდ ფილიპსის 2019 წლის ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის ფილმში სახელწოდებით ჯოკერი. ფილმში მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი და რობერტ დე ნირო ასერულებენ. სწორედ ამ უკანასკნელისთვის ჰილდურმა მოიპოვა ჯილდო ვენეციის კინოფესტივალის 76-ე დაჯილდოებაზე, ოქროს გლობუსსა და პრემიოს საუნდტრეკების დაჯილდოებაზე.[18] ამ გამარჯვებით გუდნადოტირი ოქროს გლობუსის ამ კატეგორიაში პირველი ქალი სოლო შემსრულებელი გახდა, რომელმაც ეს პრემია მოიპოვა.[19] ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე ჰილდურმა მოიგო ჯილდო საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის, რითაც პირველი ქალი გამარჯვებული გახდა ორიგინალური დრამატული მუსიკალური გაფორმებისა და ორიგინალური მუსიკალური ან კომედიური გაფორმების კატეგორიების გაერთიანების შემდეგ (2000).[20][21] ჰილდური პირველი ისლანდიელია, რომელმაც ოსკარი მოიგო.[22]

1.Mount A (როგორც Lost in Hildurness-მა) (12 Tónar, ისლანდია, 2006) (ხელმეორედ გამოვიდა Touch Music-ის მიერ 2010 წელს)

2. Without Sinking (Touch, 2009), ვინილის ვერსიითა და დამატებითი ტრეკებით 2011 წელს

3. Leyfðu Ljósinu (Touch, 2012), მრავალარხიანი USB ვერსიით

4. Saman (Touch, 2014), ვინილის ვერსიით

1.Rúnk – Ghengi Dahls (Flottur kúltúr og gott músik) 2001

2. Mr. Schmucks Farm – Good Sound (Oral 2005)

3. Stórsveit Nix Noltes – Orkídeur Hawai (12 Tónar/Bubblecore 2005)

4. Angel and Hildur Guðnadóttir – In Transmediale (Oral 2006)

5. Hildur Guðnadóttir with Jóhann Jóhannsson – Tu Non Mi Perderai Mai (Touch 2006)

6. Nico Muhly – Speaks volumes (Bedroom Community 2006)

7. Valgeir Sigurðsson – Equilibrium Is Restored (Bedroom Community 2007)

8. Ben Frost – Theory of Machines (Bedroom Community 2006)

9. Skúli Sverrisson – Sería (12 Tónar 2006)

10. Pan Sonic – Katodivaihe/Cathodephase (Blast First Petite 2007)

11. Múm – Go Go Smear the Poison Ivy (Fat Cat 2007)

12. Hildur Guðnadóttir, BJ Nilsen and Stilluppsteypa – Second Childhood (Quecksilber 2007)

13. Múm - Sing Along to Songs You Don't Know (Morr Music 2009)

14. The Knife – Tomorrow, In a Year (2010)

15. Wildbirds & Peacedrums – Rivers (The Leaf Label 2010)

16. Sōtaisei Riron + Keiichirō Shibuya – Blue (Strings Edit) feat. Hildur Guðnadóttir (Commmons 2010)[23]

17. Skúli Sverrisson – Sería II (Sería Music 2010)

18. Hauschka – Pan Tone (Sonic Pieces 2011)

19. Múm - Smilewound (Morr Music 2013)

20. Craig Sutherland – Strong Island (2017)[24]

21. Sunn O))) – Life Metal (2019)

22. Sunn O))) – Pyroclasts (2019)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Winners & Nominees 2020 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 8 January 2020
  2. Kaur, Harmeet. The 'Joker' composer is the first solo woman to win a Golden Globe for best original score. ციტირების თარიღი: 8 January 2020
  3. 'Joker' composer Hildur Guðnadóttir is first solo female to win Best Original Music BAFTA en. ციტირების თარიღი: 6 February 2020
  4. 4.0 4.1 „EMMY AWARD-WINNING HILDUR GUÐNADÓTTIR JOINS DEUTSCHE GRAMMOPHON“. Deutsche Grammophon. 11 October 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 11 January 2020.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Rogers, John (19 September 2018). „Alien Communication: From Hafnarfjörður To Hollywood, Hildur Guðnadóttir Hits The Big Time“. The Reykjavik Grapevine. ციტირების თარიღი: 10 January 2020.
  6. 6.0 6.1 Collinge, Miranda (7 October 2019). 'Joker' Composer Hildur Guðnadóttir Is Shaking Up The Industry“. Esquire. ციტირების თარიღი: 10 January 2020.
  7. Ćirić, Jelena (16 September 2019). „Full-Bodied Sound“. Iceland Review. ციტირების თარიღი: 10 February 2020.
  8. 'Joker' Composer Hildur Guðnadóttir on the Magic of the Unsaid and That Stunning Final Scene [Interview] en-US (10 October 2019). ციტირების თარიღი: 3 February 2020
  9. Hildur Guðnadóttir en-US (9 August 2019). ციტირების თარიღი: 10 February 2020
  10. Sam Slater en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 3 February 2020
  11. Stubbs, D. "Against the Grain" in The Wire 283 (September 2007), p.12
  12. Úlfarsson, Halldór. Feedback Mayhem: Compositional affordances of the halldorophone discussed by its users. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 27 January 2020
  13. 12 Tónar - Hildur Guðnadóttir. ციტირების თარიღი: 29 September 2017
  14. Musikpris 2014 - Hildur Guðnadóttir. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 29 September 2017
  15. Hildur Guðnadóttir - IMDb. imdb.com. ციტირების თარიღი: 4 November 2015
  16. Johann Johannsson's Death Leaves Friends Shocked, Questions Unanswered. ციტირების თარიღი: 25 March 2017
  17. Grammy Award Winners 2020 by Zoe Haylock, Vulture.com, 26 January 2020.
  18. Hildur Gudnadottir to Score Todd Phillips' 'Joker' Origin Movie. ციტირების თარიღი: 20 September 2018
  19. Asprou, Helena. (6 January 2020) 'Joker' composer Hildur Guðnadóttir is first woman to win 'Best Score' at Golden Globes. ციტირების თარიღი: 27 January 2020
  20. თარგი:Cite newspaper
  21. Wilson, Jordan (9 February 2020). „Oscars: Hildur Gudnadóttir Becomes First Woman to Win Best Original Score“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 9 February 2020.
  22. Freyr Gígja Gunnarsson. (10 February 2020) Hildur vann Óskarinn fyrst Íslendinga is. ციტირების თარიღი: 11 February 2020
  23. 相対性理論+渋谷慶一郎コラボ曲の高音質音源を先行配信. natalie.mu (იაპონური). 1 December 2009. ციტირების თარიღი: 5 January 2012.
  24. Strong Island. Yanceville Films, LLC (2016). ციტირების თარიღი: 25 March 2018